პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა
კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

"სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ძე­ნი­ლი 10 სა­თა­მა­შო­დან 9-ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა D-2-Etilhexilftalat აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა და მისი სა­თა­მა­შო­ებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში აკ­რძა­ლუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ავ­რცე­ლებს.

სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი წე­სე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შეს­წავ­ლა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა 2016 წლი­დან და­ი­წყო.

ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა უკვე იწყე­ბენ კამ­პა­ნი­ას "უსაფრ­თხო სა­თა­მა­შო", რომ­ლის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­თა­მა­შო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და მი­წო­დე­ბის ბაზ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბაზ­რის მო­წეს­რი­გე­ბის, ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­სა­ზღვრი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

იხი­ლეთ ვი­დეო

ომ­ბუდსმე­ნის შე­ფა­სე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი ბაზ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო და სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლსმიღ­მა რჩე­ბა მა­შინ, როცა მავ­ნე სა­თა­მა­შო­ე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას, არას­რულ­წლო­ვან­თა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვის მი­ხედ­ვით სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა უნდა შექ­მნან სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ბაზ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ ბავ­შვე­ბის­თვის უვ­ნე­ბე­ლი და უსაფრ­თხო სა­თა­მა­შო­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. ეს დი­რექ­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბრამ­დე უნდა შეს­რულ­დეს. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა 2017 წლის 9 მარტს რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ომ­ბუდსმე­ნის კამ­პა­ნი­ას უერ­თდე­ბი­ან ბიზ­ნე­სორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან ხელი შე­უ­წყონ უსაფრ­თხო სა­თა­მა­შო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბას, შე­მო­ტა­ნას და გავ­რცე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე და­ფუძნ­და ასო­ცი­ა­ცია "უსაფრ­თხო სა­თა­მა­შო".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება D-2-Etilhexilftalat აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ახლა უკვე იწყებენ კამპანიას "უსაფრთხო სათამაშო", რომლის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

იხილეთ ვიდეო

ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლსმიღმა რჩება მაშინ, როცა მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების განხორციელებას. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ ბავშვებისთვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა. ეს დირექტივა საქართველოში 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა შესრულდეს. სახალხო დამცველმა 2017 წლის 9 მარტს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ბაზაზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ომბუდსმენის კამპანიას უერთდებიან ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ უსაფრთხო სათამაშოების დამზადებას, შემოტანას და გავრცელებას საქართველოში. ასევე დაფუძნდა ასოციაცია "უსაფრთხო სათამაშო".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"