პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაძევებული რუსი დიპლომატების სკანდალები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაძევებული რუსი დიპლომატების სკანდალები

ეს­ტო­ნეთ­ში, რუ­სე­თის კონ­სულ­მა ნარ­ვე­ში, ან­დრეი სურ­გა­ევ­მა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. იგი­ვეს გა­კე­თე­ბა მო­უხ­და გე­ნე­რა­ლურ კონ­სულს დი­მიტ­რი კა­ზე­ნოვ­საც... არა­ორ­დი­ნა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ზე წერს ტა­ლინ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს პრეს-ატა­შე დე­ნის მო­სი­უ­კო­ვი.

უფრო ადრე, ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბო­და, რომ კა­ზე­ნოვ­სა და სურ­გა­ევს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევ­დათ, მაგ­რამ მი­ზე­ზი არ გა­ნუ­მარ­ტავთ... რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ დიპ­ლო­მა­ტე­ბის გა­ძე­ვე­ბა არა­მე­გობ­რუ­ლი ჟეს­ტია, რო­მე­ლიც უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ბა...

კა­ზე­ნო­ვი რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს 2015 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ის ფლობს ეს­ტო­ნურ და ინ­გლი­სურს ენებს და არის პირ­ვე­ლი რან­გის მრჩე­ვე­ლი. ად­რე­ულ წლებ­ში, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ღა­ნეთ­სა და ინ­დო­ეთ­ში. სურ­გა­ე­ვი კი, გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო­ში კონ­სულ-მრჩე­ვე­ლი იყო. დიპ­ლო­მა­ტე­ბის გა­ძე­ვე­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად შპი­ო­ნა­ჟი სა­ხელ­დე­ბა.

რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც რუს დიპ­ლო­მატს ამა თუ იმ ქვეყ­ნი­დან აძე­ვე­ბენ: 2017 წლის 29 მა­ისს 5 რუსი დიპ­ლო­მა­ტი გა­ა­ძე­ვეს მოლ­დო­ვა­დან და ისი­ნი პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ა­ცხა­დეს.

2016 წლის დე­კემ­ბერ­ში, ამე­რი­კა­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­დან 35 რუსი დიპ­ლო­მა­ტი გა­ა­ძე­ვეს, რო­მელ­თაც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვა­ში სდებ­დნენ ბრალს. ამე­რი­კამ ორი მათ­გა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ვა­შინტგონ­სა და ნიუ-იორკში მდე­ბა­რე­ობ­და, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ლუ­ქა.

2016 წლის 8 ივ­ლისს, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფოს დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კი­დან გა­ა­ძე­ვეს ორი რუსი დიპ­ლო­მა­ტი. ეს იყო პა­სუ­ხი, ცოტა ხნით ადრე, მოს­კო­ვის მიერ გა­ძე­ვე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის საქ­მე­ზე. მა­შინ ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ვრცე­ლი მა­სა­ლა მო­ამ­ზა­და "ვა­შინგტონ პოსტმა". რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებ­და, რომ ორი­ვე ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლურ დაზ­ვერ­ვას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რის გა­მოც ისი­ნი რუ­სე­თის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა...

2015 წლის 13 ივ­ლისს, უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოდე­სა­ში რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ა­ცხა­და, რის შემ­დეგ მან ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ მა­შინ დიპ­ლო­მა­ტის ვი­ნა­ო­ბა არ გა­ამ­ხი­ლა. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ეს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო.

2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, პო­ლო­ნეთ­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის მო­ტი­ვით, ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა რამ­დე­ნი­მე რუსი დიპ­ლო­მა­ტი. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ პო­ლო­ნე­თი­დან რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბის გა­მოწ­ვე­ვა პო­ლო­ნე­ლი პოლ­კოვ­ნი­კის რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

2014 წლის 8 აპ­რილს, კა­ნა­დის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე რუსი დიპ­ლო­მა­ტის მიერ კა­ნა­დის ორ კვი­რა­ში და­ტო­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე წერ­დნენ. კა­ნა­დის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მათი გა­ძე­ვე­ბის მი­ზე­ზი არ გა­ამ­ხი­ლა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის მი­ზე­ზი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, კი­დევ ერთი ვერ­სი­ით კი, შპი­ო­ნა­ჟი იყო.

2013 წლის დე­კემ­ბერ­ში, ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ, რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბის ჯგუფს სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბა­ში დას­დო. საქ­მე­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის 49 ყო­ფი­ლი და მა­შინ მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი ფი­გუ­რი­რებ­და.

ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ინფრო­მა­ცი­ით, გა­ე­რო­ში რუ­სე­თის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის, ასე­ვე გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო­სა და ნიუ-იორკში რუ­სე­თის სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, თაღ­ლი­თო­ბის სქე­მით 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­დნენ. სა­უ­ბა­რი იყო 1,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯან­დაც­ვის და­ზღვე­ვის უკო­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. სკან­და­ლი მსოფ­ლიო გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და, თუმ­ცა, სერ­გეი ლავ­როვ­მა ბრალ­დე­ბას აბ­სურ­დუ­ლი უწო­და...

2012 წლის იან­ვარ­ში, კა­ნა­დურ­მა მე­დი­ამ, ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ოფიც­რის, ჯეფ­რი პოლი დი­ლა­ი­ლას და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა­ში იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

2011 წლის 1-ელ თე­ბერ­ვალს, ირ­ლან­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი და­ა­კა­ვა.

2010 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, ეს­პა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ტრი­ნი­დად ხი­მე­ნეს გარ­სია-ერე­რამ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ქვეყ­ნი­დან ორი რუსი დიპ­ლო­მა­ტი გა­ა­ძე­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზეთ EL Pais -ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პა­სუ­ხად, ეს­პა­ნე­თის სა­ელ­ჩოს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში მრჩე­ველს იგ­ნა­სიო კარ­ტა­ხე­ნის და ელ­ჩის პირ­ველ მდი­ვანს ბორ­ხე კორ­ტეს-ბრე­ტო­ნას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას სთხოვ­და.

2010 წლის დე­კემ­ბერ­ში, რუ­სეთ­მა და ბრი­ტა­ნეთ­მა დიპ­ლო­მა­ტე­ბის "გაც­ვლა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, - ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფომ თითო დიპ­ლო­მა­ტი გა­იწ­ვია.

2010 წლის აგ­ვის­ტო­ში, რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ბუ­ქა­რეს­ტში, ანა­ტო­ლი აკო­პო­ვი რუ­მი­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ა­ცხა­და. ეს იყო მოს­კო­ვი­დან რუ­მი­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტის გაბ­რი­ე­ლა გრე­კის გაწ­ვე­ვა­ზე პა­სუ­ხი. "ეფეს­ბემ" გაბ­რი­ე­ლა გრე­კი სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვა.

2009 წლის აგ­ვის­ტო­ში, ჩე­ხე­თის მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩე­ხეთ­მა ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა ორი რუსი დიპ­ლო­მა­ტი. ერთი მათ­გა­ნი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ატა­შეს მო­ად­გი­ლე, და­ა­კა­ვეს, მე­ო­რე რუსი დიპ­ლო­მა­ტი ჩე­ხე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­აფრ­თხი­ლა, შვე­ბუ­ლე­ბი­დან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე მათ­გა­ნი რუ­სე­თის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და...

2009 წლის ივ­ლის­ში, კი­ევ­მა ასე­ვე ორი დიპ­ლო­მა­ტი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ელ­ჩის მრჩე­ვე­ლი ვლა­დი­მერ ლი­სენ­კო და ოდე­სის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი ალექ­სან­დრ გრა­ჩე­ვი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. პა­სუ­ხად, - რუ­სეთ­მა გა­აფრ­თხი­ლა უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი ნა­ტა­ლი პრო­კო­ფი­ე­ვა და ელ­ჩის მრჩე­ვე­ლი იგორ ბე­რე­ზკი­ნი კი­ევ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

2009 აპ­რილ­ში, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით, ბელ­გი­ი­დან გა­იწ­ვი­ეს რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი.

2008 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ფი­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი გა­იწ­ვი­ეს მოს­კო­ვი­დან, რაც ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ, ფი­ნეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­დან რამ­დე­ნი­მე რუსი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბის პა­სუ­ხად მი­იჩ­ნია.

2008 წლის 21 იან­ვარს, ლატ­ვი­ა­ში რუ­სე­თის ელ­ჩის მე­ო­რე მდი­ვა­ნი ალექ­სან­დრე რო­გო­ჟი­ნი შპი­ო­ნა­ჟის ბრალ­დე­ბით ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს, რაც რუ­სეთ­მა ლატ­ვი­ის მხრი­დან არა­მე­გობ­რულ ქმე­დე­ბად შე­ა­ფა­სა და მოს­კოვ­ში ლატ­ვი­ის სა­ელ­ჩოს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ა­ცხა­და.

2009 წლის აპ­რილ­ში, ნა­ტო­ში რუ­სე­თის ორ მუდ­მივ წარ­მო­მად­გე­ნელს, ვა­სი­ლი ჩი­ჟოვ­სა და ვიქ­ტორ კო­ჩუ­კოვს აკ­რე­ტი­და­ცია გა­უ­უქ­მეს და რუ­სეთ­ში გა­ა­ძე­ვეს.

2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საპ­რო­ტეს­ტო ნოტა გა­უგ­ზავ­ნა რუ­სეთს, სა­დაც რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ივან ვო­ლინ­კი, პეტრ სო­ლო­მა­ტი­ნი და ალექ­სან­დრ კურ­ტენ­კო და პერ­სო­ნა ნონ-გრან­ტად იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი... დიპ­ლო­მა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ქვეყ­ნის­თვის არა­სა­სურ­ველ პერ­სო­ნე­ბად და­სა­ხელ­დნენ.

მა­შინ ოთხი ხელ­ბორ­კი­ლი­ა­ნი რუსი ოფი­ცე­რი, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, რის შემ­დე­გაც პრო­კუ­რა­ტუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თი­თო­ე­ულ ეჭ­ვმი­ტა­ნილს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრალ­დე­ბა წა­უ­კი­თხა.

რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია НТВ-ის ცნო­ბით, კი­დევ ორი რუსი ოფი­ცე­რი გა­ა­ცი­ლეს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჯა­შუ­შო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კონ­სტან­ტი­ნე პი­ჩუ­გი­ნი იყო, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქამ­დე ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბის შტაბს აფა­რებ­და თავს. ქარ­თულ პო­ლი­ცი­ას შტა­ბის შე­ნო­ბა 27 სექ­ტემ­ბრი­დან ალ­ყა­ში ჰყავ­და მოქ­ცე­უ­ლი და პი­ჩუ­გი­ნის გად­მო­ცე­მას ითხოვ­და.

2007 ივ­ლის­ში, ბრი­ტა­ნე­თი­დან 4 რუსი დიპ­ლო­მა­ტი გა­ა­ძე­ვეს. ეს იყო პა­სუ­ხი რუ­სე­თის უარ­ზე, - ბრი­ტა­ნე­თის სა­სა­მარ­თლოს­თვის გა­და­ე­ცა ან­დრეი ლუ­გა­ვოი, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კოს მკვლე­ლო­ბა­ში მთა­ვარ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად ცნეს... მალე მოს­კოვ­მაც გა­უშ­ვა ლონ­დონ­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს 4 თა­ნამ­შრო­მე­ლი.

2004 წელს, ლიტ­ვა პირ­ვე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა იყო, რო­მელ­მაც სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, ქვეყ­ნი­დან რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ატა­შე და სა­ელ­ჩოს ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­ძე­ვა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაძევებული რუსი დიპლომატების სკანდალები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაძევებული რუსი დიპლომატების სკანდალები

ესტონეთში, რუსეთის კონსულმა ნარვეში, ანდრეი სურგაევმა ქვეყანა დატოვა. იგივეს გაკეთება მოუხდა გენერალურ კონსულს დიმიტრი კაზენოვსაც... არაორდინალურ ვითარებაზე წერს ტალინში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშე დენის მოსიუკოვი.

უფრო ადრე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ კაზენოვსა და სურგაევს ქვეყნის დატოვება მოუწევდათ, მაგრამ მიზეზი არ განუმარტავთ... რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიპლომატების გაძევება არამეგობრული ჟესტია, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება...

კაზენოვი რუსეთის გენერალურ საკონსულოს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ფლობს ესტონურ და ინგლისურს ენებს და არის პირველი რანგის მრჩეველი. ადრეულ წლებში, დიპლომატიური მისიებით იმყოფებოდა ავღანეთსა და ინდოეთში. სურგაევი კი, გენერალური საკონსულოში კონსულ-მრჩეველი იყო. დიპლომატების გაძევების ერთ-ერთ ვერსიად შპიონაჟი სახელდება.

რა თქმა უნდა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუს დიპლომატს ამა თუ იმ ქვეყნიდან აძევებენ: 2017 წლის 29 მაისს 5 რუსი დიპლომატი გააძევეს მოლდოვადან და ისინი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

2016 წლის დეკემბერში, ამერიკაში რუსეთის საელჩოდან 35 რუსი დიპლომატი გააძევეს, რომელთაც დიპლომატიური საქმიანობის დარღვევაში სდებდნენ ბრალს. ამერიკამ ორი მათგანის საცხოვრებელი, რომელიც ვაშინტგონსა და ნიუ-იორკში მდებარეობდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დალუქა.

2016 წლის 8 ივლისს, ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, ამერიკიდან გააძევეს ორი რუსი დიპლომატი. ეს იყო პასუხი, ცოტა ხნით ადრე, მოსკოვის მიერ გაძევებული ამერიკელი დიპლომატების საქმეზე. მაშინ ამერიკელი დიპლომატების შესახებ ვრცელი მასალა მოამზადა "ვაშინგტონ პოსტმა". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ორივე ამერიკელი დიპლომატი ამერიკის ცენტრალურ დაზვერვასთან თანამშრომლობდა, რის გამოც ისინი რუსეთის პოლიციამ დააკავა...

2015 წლის 13 ივლისს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, რის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. უკრაინულმა მხარემ მაშინ დიპლომატის ვინაობა არ გაამხილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარისას აღნიშნა, რომ ეს რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამოძახილი იყო.

2014 წლის ოქტომბერში, პოლონეთმა დიპლომატიური საქმიანობის დარღვევის მოტივით, ქვეყნიდან გააძევა რამდენიმე რუსი დიპლომატი. საუბარი იყო იმაზე, რომ პოლონეთიდან რუსი დიპლომატების გამოწვევა პოლონელი პოლკოვნიკის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას უკავშირდებოდა.

2014 წლის 8 აპრილს, კანადის საინფორმაციო საშუალებები რამდენიმე რუსი დიპლომატის მიერ კანადის ორ კვირაში დატოვების აუცილებლობაზე წერდნენ. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათი გაძევების მიზეზი არ გაამხილა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის გართულებული ურთიერთობა, კიდევ ერთი ვერსიით კი, შპიონაჟი იყო.

2013 წლის დეკემბერში, ამერიკის ხელისუფლებამ და საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ, რუსი დიპლომატების ჯგუფს სამედიცინო დაზღვევებთან დაკავშირებით ბრალი თაღლითობაში დასდო. საქმეში დიპლომატიური სამსახურის 49 ყოფილი და მაშინ მოქმედი თანამშრომელი ფიგურირებდა.

ფედერალური ბიუროს ინფრომაციით, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის, ასევე გენერალური საკონსულოსა და ნიუ-იორკში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომლები, თაღლითობის სქემით 9 წლის განმავლობაში მოქმედებდნენ. საუბარი იყო 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯანდაცვის დაზღვევის უკონონოდ გამოყენებაზე. სკანდალი მსოფლიო განსჯის საგანი გახდა, თუმცა, სერგეი ლავროვმა ბრალდებას აბსურდული უწოდა...

2012 წლის იანვარში, კანადურმა მედიამ, ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია სამხედრო საზღვაო ოფიცრის, ჯეფრი პოლი დილაილას დაკავების შესახებ, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი.

2011 წლის 1-ელ თებერვალს, ირლანდიის ხელმძღვანელობამ ყალბი პასპორტების დამზადებისა და დიპლომატიური საქმიანობის დარღვევის ფაქტზე, რუსი დიპლომატები დააკავა.

2010 წლის ნოემბრის ბოლოს, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტრინიდად ხიმენეს გარსია-ერერამ, ნაციონალური დაზვერვის ცენტრის დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით, ადგილობრივი გაზეთ EL Pais -ში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხად, ესპანეთის საელჩოს პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველს იგნასიო კარტახენის და ელჩის პირველ მდივანს ბორხე კორტეს-ბრეტონას ქვეყნის დატოვებას სთხოვდა.

2010 წლის დეკემბერში, რუსეთმა და ბრიტანეთმა დიპლომატების "გაცვლა" განახორციელეს, - ორივე სახელმწიფომ თითო დიპლომატი გაიწვია.

2010 წლის აგვისტოში, რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი ბუქარესტში, ანატოლი აკოპოვი რუმინეთის ხელმძღვანელობამ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ეს იყო მოსკოვიდან რუმინელი დიპლომატის გაბრიელა გრეკის გაწვევაზე პასუხი. "ეფესბემ" გაბრიელა გრეკი სამხედრო საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას დააკავა.

2009 წლის აგვისტოში, ჩეხეთის მედიის ინფორმაციით, ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი. ერთი მათგანი, რუსეთის ფედერაციის ატაშეს მოადგილე, დააკავეს, მეორე რუსი დიპლომატი ჩეხეთის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა, შვებულებიდან აღარ დაბრუნებულიყო. მედიის ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობდა...

2009 წლის ივლისში, კიევმა ასევე ორი დიპლომატი, რუსეთის ფედერაციის ელჩის მრჩეველი ვლადიმერ ლისენკო და ოდესის გენერალური კონსული ალექსანდრ გრაჩევი დიპლომატიური საქმიანობის დარღვევის ბრალდებით გაათავისუფლა. პასუხად, - რუსეთმა გააფრთხილა უკრაინის გენერალური კონსული ნატალი პროკოფიევა და ელჩის მრჩეველი იგორ ბერეზკინი კიევში დაბრუნებულიყვნენ.

2009 აპრილში, გაურკვეველი მიზეზით, ბელგიიდან გაიწვიეს რუსი დიპლომატები.

2008 წლის სექტემბერში, ფინელი დიპლომატი გაიწვიეს მოსკოვიდან, რაც ადგილობრივმა მედიამ, ფინეთში რუსეთის საელჩოდან რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევების პასუხად მიიჩნია.

2008 წლის 21 იანვარს, ლატვიაში რუსეთის ელჩის მეორე მდივანი ალექსანდრე როგოჟინი შპიონაჟის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევეს, რაც რუსეთმა ლატვიის მხრიდან არამეგობრულ ქმედებად შეაფასა და მოსკოვში ლატვიის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

2009 წლის აპრილში, ნატოში რუსეთის ორ მუდმივ წარმომადგენელს, ვასილი ჩიჟოვსა და ვიქტორ კოჩუკოვს აკრეტიდაცია გაუუქმეს და რუსეთში გააძევეს.

2007 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთს, სადაც რუსეთის დიპლომატიური სამსახურის სამი თანამშრომელი, ივან ვოლინკი, პეტრ სოლომატინი და ალექსანდრ კურტენკო და პერსონა ნონ-გრანტად იყო გამოცხადებული... დიპლომატები საქართველოს შსს-ს მოძიებული მასალების თანახმად, ქვეყნისთვის არასასურველ პერსონებად დასახელდნენ.

მაშინ ოთხი ხელბორკილიანი რუსი ოფიცერი, გენერალური პროკურატურის შენობიდან გამოიყვანეს, რის შემდეგაც პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თითოეულ ეჭვმიტანილს ოფიციალური ბრალდება წაუკითხა.

რუსული ტელეკომპანია НТВ-ის ცნობით, კიდევ ორი რუსი ოფიცერი გააცილეს თბილისის აეროპორტში. ერთ-ერთი მათგანი ჯაშუშობაში ოფიციალურად ეჭვმიტანილი კონსტანტინე პიჩუგინი იყო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო დაჯგუფების შტაბს აფარებდა თავს. ქართულ პოლიციას შტაბის შენობა 27 სექტემბრიდან ალყაში ჰყავდა მოქცეული და პიჩუგინის გადმოცემას ითხოვდა.

2007 ივლისში, ბრიტანეთიდან 4 რუსი დიპლომატი გააძევეს. ეს იყო პასუხი რუსეთის უარზე, - ბრიტანეთის სასამართლოსთვის გადაეცა ანდრეი ლუგავოი, რომელიც ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად ცნეს... მალე მოსკოვმაც გაუშვა ლონდონში ბრიტანეთის საელჩოს 4 თანამშრომელი.

2004 წელს, ლიტვა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო, რომელმაც სადაზვერვო საქმიანობის გამო, ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ატაშე და საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე