მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ერთხმად მასახელებდა ლიდერად...ზოგი უიტნის მეძახდა, ზოგი - ბიონსეს" - თაკო გაჩეჩილაძის ვრცელი ინტერვიუ "ევროვიზიაზე" და პასუხი კრიტიკოსებს
"ყველა ერთხმად მასახელებდა ლიდერად...ზოგი უიტნის მეძახდა, ზოგი - ბიონსეს" - თაკო გაჩეჩილაძის ვრცელი ინტერვიუ "ევროვიზიაზე" და პასუხი კრიტიკოსებს

"ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო წელს თა­მა­რა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ წა­რად­გი­ნა. მარ­თა­ლია ფი­ნალ­ში ვერ მოხ­ვდა, მაგ­რამ თა­მა­რას გა­მოს­ვლამ თავი მთელ ევ­რო­პას და­ა­მახ­სოვ­რა და "ბი ბი სი"-ს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშიც მოხ­ვდა. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გას­ვლის წინ, თა­კოს ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც მომ­ღე­რა­ლი "მა­მაო ჩვე­ნოს" ლოც­ვას ამ­ბობ­და. ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და ხალ­ხმა ცი­ნი­კუ­რად შე­ა­ფა­სა.

უკ­რა­ი­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა თა­მა­რა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ Ambebi.ge-ს პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და "ევ­რო­ვი­ზი­ის" შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რა.

- თა­მა­რა, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" თქვენს გა­მოს­ვლას?

- თვითკრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ჩემს გა­მოს­ვლებს არას­დროს ვუ­ყუ­რებ, რაც ვფიქ­რობ ძა­ლი­ან ცუ­დია. მომ­ღე­რალ­მა უნდა უყუ­როს თა­ვის გა­მოს­ვლას და სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლოს. მე მჯე­რა ჩემი ძა­ლე­ბის და ვიცი, ცუ­დად არ ვმღე­რი, მაგ­რამ არ მიყ­ვარს ჩემი თა­ვის მოს­მე­ნა. მან­ქა­ნა­შიც კი არ ვუს­მენ ჩემს სიმ­ღე­რებს. პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ვარ და იდე­ა­ლუ­რად მინ­და ყვე­ლა­ფე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გა­მოს­ვლას "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე", ვუ­ყუ­რე, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, როცა ჩემი ნო­მე­რი მო­მე­წო­ნა. შე­საძ­ლოა ხმა­მაღ­ლა ჟღერს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ჩვენს ძა­ლებ­ში რაც შე­დი­ო­და, მა­ღალ დო­ნე­ზე გა­კეთ­და. რა თქმა უნდა, მინ­დო­და მა­დო­ნას შოუ, მაგ­რამ ამის ბი­უ­ჯე­ტი არ მქონ­და. რა­საც ხალ­ხს დავ­პირ­დი, ის შე­ვას­რუ­ლე. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე ღირ­სე­უ­ლად წარ­ვად­გი­ნე და შე­ვას­რუ­ლე. ამას ბლო­გე­რე­ბიც, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც და უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს. მე ჩემი სი­ტყვა შე­ვას­რუ­ლე და და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კა იყო თუ რა იყო, მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნია. ყვე­ლას გაგ­ვე­ხარ­დე­ბო­და გა­მარ­ჯვე­ბა, მაგ­რამ ის მხო­ლოდ სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი არაა. ამა­ში წელს მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც დარ­წმუნ­დნენ.

- ელო­დით ფი­ნალს მიღ­მა დარ­ჩე­ნას?

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სი­ცი­ლით შევ­ხვდი. ყვე­ლა ერ­თხმად მა­სა­ხე­ლებ­და ლი­დე­რად და ყვე­ლა შოკ­ში ჩა­ვარ­და, ფი­ნალ­ში რომ ვერ მოვ­ხვდი. მო­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ერ­თმა კონ­კურ­სან­ტმა იტი­რა კი­დეც, მე გა­და­ვე­დი და შენ რო­გორ ვერ გა­დახ­ვე­დიო. ხალ­ხი ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებ­და ყუ­რა­დღე­ბით, ზოგი უიტ­ნის მე­ძახ­და, ზოგი ბი­ონ­სეს და ძა­ლი­ან გა­მა­ნე­ბივ­რეს.

- "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გას­ვლის წინ, თქვენ­მა ბრი­ტა­ნელ­მა მე­ნე­ჯერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ინ­სტაგ­რამ­ზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ელო­დით ამას?

- გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, ეს უფრო მეტ­კი­ნა, ვიდ­რე ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვერ მოხ­ვდა ფი­ნალ­ში. სა­ქარ­თვე­ლო ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ქრის­ტი­ა­ნია, კვი­რას ტაძ­რე­ბი სავ­სეა, ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს აღ­ვნიშ­ნავთ და ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ჩემი ლოც­ვის ვი­დე­ოს მოჰ­ყვა, ჩემ­თვის უფრო მტკივ­ნე­უ­ლი იყო, ვიდ­რე ის, ფი­ნალ­ში რომ ვერ მოვ­ხვდი. არა­ვინ იფიქ­როს, თით­ქოს თავს ვი­მარ­თლებ, არც ვი­ცო­დი, ჩემი მე­ნე­ჯე­რი ამ ვი­დე­ოს თუ იღებ­და. კარ­გად თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ვი­დე­ო­ში თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭუ­ლი მაქვს, ყვე­ლა ლოც­ვის დროს ასე ვლო­ცუ­ლობ. იქ ისე­თი რე­ჟი­მია, გა­მო­რი­ცხუ­ლია ეს ყვე­ლა­ფერ მომ­ღე­რალ­მა გა­ა­კე­თოს. ამი­ტომ ყვე­ლა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს, კონ­კურ­სზე ჰყავს თა­ვი­სი მე­ნე­ჯე­რი... ისა­ნე პოს­ტავ­და, არც უკი­თხავს ისე დადო ვი­დეო და ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, ეს ამ­ბა­ვი თუ ატყდე­ბო­და. სხვა ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც ასე ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი ლო­ცუ­ლობ­დნენ, სპე­ცი­ა­ლუ­რად ვნა­ხე ვის­თან რა რე­აქ­ცია იყო და ხალ­ხი თა­ვად ლო­ცუ­ლობ­და მისი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად. ვი­საც ლოც­ვა "უტყდე­ბა", ვე­ტყვი, რომ თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა მე თვი­თონ დავ­დებ ასეთ ვი­დე­ოს. სა­დაც მინ­და, იქ ვი­ლო­ცებ. მო­მი­ტე­ვეთ, სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ კე­დე­ლი რომ არ ავი­შე­ნე და სპე­ცი­ა­ლუ­რად ლოც­ვის­თვის არ ჩა­ვიც­ვი. ღმერ­თს არ და­უ­წე­სე­ბია სად უნდა ვი­ლო­ცოთ, ადა­მი­ანს სა­დაც უჭირს, იქ ილო­ცებს. რომ და­წე­რეს თით­ქოს ფა­რი­სევ­ლუ­რი ლოც­ვა იყო, რა ანა­ლი­ზა­ტო­რი გაქვთ? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვინც დამ­ცი­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ამ ნა­წილს ამ ცოდ­ვის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­კი­თხე­ბა. მე ყვე­ლას ღმერ­თს პა­ტივს ვცემ. რე­ლი­გია ისე­თი თე­მაა, რო­მელ­საც არ უნდა შე­ე­ხო. ყვე­ლას თა­ვი­სი ღმერ­თი ჰყავს. როცა ჩემს სივ­რცე­ში შე­მო­დი­ხარ და ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბულ ლოც­ვა­ზე ღა­და­ობ, სირ­ცხვი­ლია.

- რა ხდე­ბო­და ევ­რო­ვი­ზი­ის კუ­ლი­სებ­ში?

- ეს და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მის მქო­ნე კონ­კურ­სია. ვამ­ბობ, ჩათ­ვა­ლეთ, ჯარ­ში ვი­ყა­ვი-მეთ­ქი. დი­ლის 7 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებ, მან­ქა­ნა გა­კი­თხავს და მთე­ლი დღე გა­და­ღე­ბე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი გაქვს. ეს არის სა­სი­ა­მოვ­ნო სა­გი­ჟე­თი. შენი საქ­მე თუ არ გიყ­ვარს, ამას ვერ გა­უძ­ლებ. მთე­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვა­კე­თებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს. დრო უკან რომ დაბ­რუნ­დეს, ისევ წა­ვი­დო­დი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე", რად­გან ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად "ევ­რო­ვი­ზია" დიდი სკო­ლაა. ასე მგო­ნია, კი­დევ ერთი უმაღ­ლე­სი და­ვამ­თავ­რე და ჩა­მო­ვე­დი. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა იმა­ზე დი­დია, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე ად­გი­ლი. მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან ჩემი სი­ტყვა შე­ვას­რუ­ლე და სა­ქარ­თვე­ლო ღირ­სე­უ­ლად წარ­ვად­გი­ნე კონ­კურ­სზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ყველა ერთხმად მასახელებდა ლიდერად...ზოგი უიტნის მეძახდა, ზოგი - ბიონსეს" - თაკო გაჩეჩილაძის ვრცელი ინტერვიუ "ევროვიზიაზე" და პასუხი კრიტიკოსებს

"ყველა ერთხმად მასახელებდა ლიდერად...ზოგი უიტნის მეძახდა, ზოგი - ბიონსეს" - თაკო გაჩეჩილაძის ვრცელი ინტერვიუ "ევროვიზიაზე" და პასუხი კრიტიკოსებს

"ევროვიზიაზე" საქართველო წელს თამარა გაჩეჩილაძემ წარადგინა. მართალია ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ თამარას გამოსვლამ თავი მთელ ევროპას დაამახსოვრა და "ბი ბი სი"-ს ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. "ევროვიზიაზე" გასვლის წინ, თაკოს ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც მომღერალი "მამაო ჩვენოს" ლოცვას ამბობდა. ვიდეოს გავრცელებას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხმა ცინიკურად შეაფასა.

უკრაინიდან დაბრუნებულმა თამარა გაჩეჩილაძემ Ambebi.ge-ს პირველი ინტერვიუ მისცა და "ევროვიზიის" შთაბეჭდილებები გაუზიარა.

- თამარა, როგორ შეაფასებთ "ევროვიზიაზე" თქვენს გამოსვლას?

- თვითკრიტიკული ადამიანი ვარ, ჩემს გამოსვლებს არასდროს ვუყურებ, რაც ვფიქრობ ძალიან ცუდია. მომღერალმა უნდა უყუროს თავის გამოსვლას და საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. მე მჯერა ჩემი ძალების და ვიცი, ცუდად არ ვმღერი, მაგრამ არ მიყვარს ჩემი თავის მოსმენა. მანქანაშიც კი არ ვუსმენ ჩემს სიმღერებს. პერფექციონისტი ვარ და იდეალურად მინდა ყველაფერი. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას "ევროვიზიაზე", ვუყურე, პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ნომერი მომეწონა. შესაძლოა ხმამაღლა ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენს ძალებში რაც შედიოდა, მაღალ დონეზე გაკეთდა. რა თქმა უნდა, მინდოდა მადონას შოუ, მაგრამ ამის ბიუჯეტი არ მქონდა. რასაც ხალხს დავპირდი, ის შევასრულე. საქართველო ევროვიზიაზე ღირსეულად წარვადგინე და შევასრულე. ამას ბლოგერებიც, ჟურნალისტებიც და უამრავი უცხოელი ადამიანი ამბობს. მე ჩემი სიტყვა შევასრულე და დანარჩენი პოლიტიკა იყო თუ რა იყო, მეორე ხარისხოვანია. ყველას გაგვეხარდებოდა გამარჯვება, მაგრამ ის მხოლოდ სიმღერის კონკურსი არაა. ამაში წელს მონაწილეებიც დარწმუნდნენ.

- ელოდით ფინალს მიღმა დარჩენას?

- ამ გადაწყვეტილებას სიცილით შევხვდი. ყველა ერთხმად მასახელებდა ლიდერად და ყველა შოკში ჩავარდა, ფინალში რომ ვერ მოვხვდი. მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები, ერთმა კონკურსანტმა იტირა კიდეც, მე გადავედი და შენ როგორ ვერ გადახვედიო. ხალხი ძალიან მანებივრებდა ყურადღებით, ზოგი უიტნის მეძახდა, ზოგი ბიონსეს და ძალიან გამანებივრეს.

- "ევროვიზიაზე" გასვლის წინ, თქვენმა ბრიტანელმა მენეჯერმა სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ელოდით ამას?

- გულწრფელად გეუბნებით, ეს უფრო მეტკინა, ვიდრე ის, რომ საქართველო ვერ მოხვდა ფინალში. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანია, კვირას ტაძრები სავსეა, ყველა დღესასწაულს აღვნიშნავთ და ცინიკური დამოკიდებულება, რაც ჩემი ლოცვის ვიდეოს მოჰყვა, ჩემთვის უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ის, ფინალში რომ ვერ მოვხვდი. არავინ იფიქროს, თითქოს თავს ვიმართლებ, არც ვიცოდი, ჩემი მენეჯერი ამ ვიდეოს თუ იღებდა. კარგად თუ დააკვირდებით, ვიდეოში თვალები დახუჭული მაქვს, ყველა ლოცვის დროს ასე ვლოცულობ. იქ ისეთი რეჟიმია, გამორიცხულია ეს ყველაფერ მომღერალმა გააკეთოს. ამიტომ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, კონკურსზე ჰყავს თავისი მენეჯერი... ისანე პოსტავდა, არც უკითხავს ისე დადო ვიდეო და ვერც წარმოიდგენდა, ეს ამბავი თუ ატყდებოდა. სხვა ქვეყნის მონაწილეებიც ასე ხელჩაკიდებული ლოცულობდნენ, სპეციალურად ვნახე ვისთან რა რეაქცია იყო და ხალხი თავად ლოცულობდა მისი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად. ვისაც ლოცვა "უტყდება", ვეტყვი, რომ თუ საჭირო გახდება მე თვითონ დავდებ ასეთ ვიდეოს. სადაც მინდა, იქ ვილოცებ. მომიტევეთ, სცენაზე გასვლის წინ კედელი რომ არ ავიშენე და სპეციალურად ლოცვისთვის არ ჩავიცვი. ღმერთს არ დაუწესებია სად უნდა ვილოცოთ, ადამიანს სადაც უჭირს, იქ ილოცებს. რომ დაწერეს თითქოს ფარისევლური ლოცვა იყო, რა ანალიზატორი გაქვთ? დარწმუნებული ვარ, ვინც დამცინა, საქართველოს მოსახლეობის ამ ნაწილს ამ ცოდვისთვის აუცილებლად მოეკითხება. მე ყველას ღმერთს პატივს ვცემ. რელიგია ისეთი თემაა, რომელსაც არ უნდა შეეხო. ყველას თავისი ღმერთი ჰყავს. როცა ჩემს სივრცეში შემოდიხარ და ყველაზე აღმატებულ ლოცვაზე ღადაობ, სირცხვილია.

- რა ხდებოდა ევროვიზიის კულისებში?

- ეს დაძაბული რეჟიმის მქონე კონკურსია. ვამბობ, ჩათვალეთ, ჯარში ვიყავი-მეთქი. დილის 7 საათზე იღვიძებ, მანქანა გაკითხავს და მთელი დღე გადაღებები, რეპეტიციები და ინტერვიუები გაქვს. ეს არის სასიამოვნო საგიჟეთი. შენი საქმე თუ არ გიყვარს, ამას ვერ გაუძლებ. მთელი ენთუზიაზმით ვაკეთებდი ამ ყველაფერს. დრო უკან რომ დაბრუნდეს, ისევ წავიდოდი "ევროვიზიაზე", რადგან ყველაფრის მიუხედავად "ევროვიზია" დიდი სკოლაა. ასე მგონია, კიდევ ერთი უმაღლესი დავამთავრე და ჩამოვედი. ეს გამოცდილება იმაზე დიდია, ვიდრე რომელიმე ადგილი. მე კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი სიტყვა შევასრულე და საქართველო ღირსეულად წარვადგინე კონკურსზე.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს