პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელ ცენტროში" მომხდარი ინციდენტის გამო მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა
"ელ ცენტროში" მომხდარი ინციდენტის გამო მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მა­ოდ­გი­ლემ მი­ხე­ილ ჩო­ხელ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი კაფე "ელ ცენ­ტრო­ში" ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე­სა და გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორ ლაშა თორ­დი­ას შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტია. მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლი ინ­ცი­დენ­ტი­სას ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი კლუბ "ელ ცენ­ტრო­ში" გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და ხსე­ნე­ბულ საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი ვარ მოწ­მის სა­ხით. ჩვენ ყვე­ლა­ნი გავ­ხდით მოწ­მე­ე­ბი ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან სუ­ბი­ექ­ტუ­რი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის პი­რა­დად ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ. მე არა­ერ­თი წე­ლია რაც ვარ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ვმუ­შა­ობ­დი ძი­რი­თა­დად სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­ში და კარ­გად ვგრძნობ ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ამ­დე­ნად, ვი­ნა­ი­დან მე მო­ნა­წი­ლე ვარ ამ ინ­ცი­დენ­ტის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­მი­ძღვის, იმი­სათ­ვის რომ ჩრდი­ლი არ მი­ად­გეს სა­ჯა­რო სამ­სა­ხურს და კერ­ძოდ, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვე­ყა­ნას და ეს სამ­სა­ხუ­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, მი­ვი­ღე ჩემ­თვის საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვა­ლე პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბით და­მე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლად მი­ვა­წო­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ მოკ­ლე დრო­ში დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ბა ფაქ­ტის ირ­გვლივ არ­სე­ბულ სპე­კუ­ლა­ცი­ებს", - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ელ ცენტროში" მომხდარი ინციდენტის გამო მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა

"ელ ცენტროში" მომხდარი ინციდენტის გამო მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მაოდგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა. მიხეილ ჩოხელის გადაწყვეტილების მიზეზი კაფე "ელ ცენტროში" ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტია. მიხეილ ჩოხელი ინციდენტისას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი კლუბ "ელ ცენტროში" განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელზეც დაწყებულია გამოძიება და ხსენებულ საქმეზე გამოკითხული ვარ მოწმის სახით. ჩვენ ყველანი გავხდით მოწმეები ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგაჟირებული პირების მხრიდან სუბიექტური და დაუსაბუთებელი განცხადებების, მათ შორის პირადად ჩემ წინააღმდეგ. მე არაერთი წელია რაც ვარ საჯარო მოხელე, ვმუშაობდი ძირითადად სამართალდამცავ უწყებებში და კარგად ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამდენად, ვინაიდან მე მონაწილე ვარ ამ ინციდენტის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, იმისათვის რომ ჩრდილი არ მიადგეს საჯარო სამსახურს და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის თითოეული თანამშრომელი კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მივიღე ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩავთვალე პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად მივაწოდე სამართალდამცავებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მოკლე დროში დასრულდება გამოძიება და წერტილი დაესმება ფაქტის ირგვლივ არსებულ სპეკულაციებს", - ნათქვამია მიხეილ ჩოხელის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ