სოფიკო ჭიაურელისა და კოტე მახარაძის "ხრამში გაუჩინარების ამბავი" - "ცოცხალ-მკვდარი, ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან..."

სოფიკო ჭიაურელისა და კოტე მახარაძის "ხრამში გაუჩინარების ამბავი" - "ცოცხალ-მკვდარი, ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან..."

სოფიკო ჭიაურელი იყო ქალი დღესასწაული - მრავალფეროვანი, არაორდინარული, სიხარულით სავსე, უშურველი, ყველაზე მზრუნველი. პროფესიულ ნიჭიერებასთან ერთად, ბევრი სხვა საქმიანობაც შესანიშნავად გამოსდიოდა, მათ შორის: მშენებლობა, კერვა, ქარგვა, ცხობა, ცურვა და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ... წერილს სოფიკო ჭიაურელის მოგონებით დავიწყებთ, ამ ეპიზოდის მოყოლა ძალიან უყვარდა.

"მე და კოტეს გაგანია რომანი გვქონდა, როცა მარჯანიშვილის თეატრის დასი მოსკოვში გავემგზავრეთ, გასტროლებზე. კოტემ მოსკოვთან ახლოს, ერთ რომანტიკულ ადგილას დამპატიჟა. მასთან დაქორწინებას ვაყოვნებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ შეხვდებოდნენ ამას, ამიტომაც უარზე ვიყავი. კოტე კი გიჟდებოდა, ძალიან ნერვიულობდა. ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი - დიდი თოვლით და მინუს 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა ან "ჰოს" მეტყვი, ან არადა, თავს მოვიკლავო. უდარდელად მივუგე, კარგად იყავი-მეთქი. მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა, კარგადო, - დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. წუთიც არ დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და მეც უკან მივყევი. მეგობრებმა რომ მოგვიკითხეს, გაოცებულმა რესტორნის დარაჯმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ორი გადარეული ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ცოცხალ-მკვდარი, ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან..."

კნაწაკნუწი

გია დანელია:

"ფილმში "არ იდარდო" სოფიკოს როლი სოფიკო ჭიაურელისთვის და სოფიკო ჭიაურელთან ერთად დაიწერა. ბენჟამენის დას თავიდანვე ჩემი დეიდაშვილის ხასიათი ჰქონდა და სოფიკომაც ზუსტად ისე ითამაშა, როგორც წარმომედგინა. მგონი, მთელი გადაღების განმავლობაში ერთი შენიშვნა და რჩევაც კი არ მიმიცია. მასთან მუშაობისას უხერხულობას მხოლოდ ის მიქმნიდა, რომ გადაღებაზე მუდმივად მზესუმზირით დადიოდა. თან, მარტო თვითონ კი არ აკნაწუნებდა, ყველას სთავაზობდა. გადასაღებ მოედანზე მზესუმზირის ჭამა "კინოშნიკებში" ცუდის მომასწავებლად ითვლება. ამიტომაც, სოფიკოს ხან ვთხოვდი, ხან ვეჩხუბებოდი, ხანაც ვემუქრებოდი, რომ გადაღებაზე მზესუმზირა აღარ მოეტანა, მაგრამ არაფერი ჭრიდა. უამისოდ არ შემიძლიაო, - გაიძახოდა და დილის ხუთ საათზეც რომ დაგვენიშნა გადაღება, მზესუმზირის ყიდვას მაინც ახერხებდა (მზესუმზირის გამყიდველი ქალის მისამართი იცოდა და ღამით შინ აკითხავდა). ბოლოს მივხვდი, რომ სოფიკოსთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და ხელი ჩავიქნიე. გადაღების ბოლოსკენ კი იმდენად მივეჩვიე, რომ თვითონაც დავიწყე მზესუმზირის კნაწაკნუწი..."

ჩემი სოფიკო, შენი სოფიკო...

რამაზ საყვარელიძე:

"მამა - ტარიელ საყვარელიძე კოტე მახარაძესთან მეგობრობდა. ის ჩემს ქორწილში თამადა იყო. კოტე მუდმივად ადევნებდა თვალს ჩემს ცხოვრებას და მამას გარდაცვალების შემდეგაც ვმეგობრობდით. ჩემი ქალიშვილი, სოფიკო რომ დაიბადა, ბუნებრივია, ბებიასა და ბაბუას შვილიშვილის გარდა, აღარაფერი ახსოვდათ. კოტემ გაიგო, რომ ბავშვს სოფო დავარქვი და ხშირად იმეორებდა, - "ჩემი სოფო, შენი სოფო, ჩემი და შენი..." ოღონდ, მამაჩემს ეუბნებოდა, თქვენსა და ჩემს სოფიკოს შორის ერთი განსხვავებაა - შენი სოფო სოფიკოა და ჩემი სოფო - ცოფიკოაო (იცინის). სოფიკო ენერგიული ქალი იყო, შეყ­ვარებული და გადამკვდარი მეუღლეზე, მაგრამ კოტე ზოგჯერ ენას ასველებდა და ასე ხუმრობდა..."... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

როგორია კახა კალაძის მდგომარეობა - ექიმი კომენტარს აკეთებს

"კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა... სახეზეა ვესტიბულოპათია" - რას ამბობს კარდიოლოგი თბილისის მერის შესახებ

თბილისში, პირველი სამშობიაროს ეზოში ხე წაიქცა, რომელმაც ავტომობილი და მიკროავტობუსი მოიყოლა