პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მესამე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში
ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მესამე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

9 ივ­ნისს სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" პაშა ბან­კი პრო­ექ­ტის MEETING ROOM-ის ფარ­გლებ­ში რი­გით მე­სა­მე ბიზ­ნეს-კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს, თე­მით "ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში".

MEETING ROOM-ის მე­სა­მე შეხ­ვედ­რა მიზ­ნად ისა­ხავს ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი და ამ სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის შეკ­რე­ბას. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მი­მო­ხილ­ვა, კა­პი­ტა­ლი, რო­გორც აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სექ­ტო­რის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის მიმ­დი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­მო­მავ­ლო ხედ­ვა, ეფექ­ტუ­რი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­ნერგვა გან­ვი­თა­რე­ბად და დი­ნა­მი­ურ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში, კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში, ჯან­დაც­ვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი რე­გი­ონ­ში, ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და სხვ.

ფო­რუმ­ზე ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ თე­მებ­ზე ისა­უბ­რე­ნენ შემ­დე­გი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სპი­კე­რე­ბი:

მა­რი­ნა და­რახვე­ლი­ძე - შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი

და­ვით ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი - სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცია ევექ­სის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ფი­ნან­სუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით

გი­ორ­გი ყი­ფი­ა­ნი - ვივო მე­დი­ქალ ჯგუ­ფის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი

ბე­სიკ ფესტვე­ნი­ძე - ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის დი­რექ­ტო­რი

ნო­დარ ჩი­ქო­ვა­ნი - სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცია პრა­ი­მე­დის რე­გი­ო­ნის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი

გოგა ჯა­ფა­რი­ძე - პაშა ბან­კის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი

და­მა­ტე­ბი­თი სპი­კე­რე­ბი და­ა­ნონსდე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე. ფო­რუ­მის მო­დე­რა­ტო­რი იქ­ნე­ბა გი­ორ­გი შა­რა­ში­ძე, Georgia Today Group-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

"მო­ხა­რუ­ლი ვართ, და­ვა­ა­ნონ­სოთ MEETING ROOM-ის მე­სა­მე ბიზ­ნეს კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის მი­მო­ხილ­ვას და­ეთ­მო­ბა. წინა ორი შეხ­ვედ­რის თე­მე­ბი იყო "სას­ტუმ­რო­ე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში" და "გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მა­გა­ლით­ზე". 9 ივ­ნისს კონ­ფე­რენ­ცი­ას კვლავ სას­ტუმ­რო რე­დი­სონ­ში ვუ­მას­პინ­ძლებთ. აღ­ნიშ­ნულ ფო­რუმ­ზე ვე­პა­ტი­ჟე­ბით ჯან­დაც­ვის სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ აქ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ღი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დამ­სწრე­ე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათ­თვის, ვინც ამ სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გოგა ჯა­ფა­რი­ძემ, პაშა ბან­კის კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რმა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, და­უ­კავ­შირ­დნენ პაშა ბანკს:

ელ-ფოს­ტა: marketing@pashabank.ge, ტელ.: + 995 322 265 000.

MEETING ROOM-ის შე­სა­ხებ:

MEETING ROOM პაშა ბან­კის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ეს არის სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც ქმნის ახალ პლატ­ფორ­მას აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის იდე­ე­ბის და სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად.

R

ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მესამე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში - პაშა ბანკის მესამე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

9 ივნისს სასტუმრო "რედისონში" პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს-კონფერენციას გამართავს, თემით "ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში".

MEETING ROOM-ის მესამე შეხვედრა მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას. კონფერენციაზე განხილული იქნება სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა განვითარებად და დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვ.

ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრენენ შემდეგი დადასტურებული სპიკერები:

მარინა დარახველიძე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი

დავით ვახტანგიშვილი - სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური მიმართულებით

გიორგი ყიფიანი - ვივო მედიქალ ჯგუფის გენერალური დირექტორი

ბესიკ ფესტვენიძე - ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი

ნოდარ ჩიქოვანი - სამედიცინო კორპორაცია პრაიმედის რეგიონის კოორდინატორი

გოგა ჯაფარიძე - პაშა ბანკის კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი

დამატებითი სპიკერები დაანონსდება ღონისძიებამდე. ფორუმის მოდერატორი იქნება გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

"მოხარული ვართ, დავაანონსოთ MEETING ROOM-ის მესამე ბიზნეს კონფერენცია, რომელიც ამჯერად ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვას დაეთმობა. წინა ორი შეხვედრის თემები იყო "სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში" და "განახლებადი ენერგიის განვითარება ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე". 9 ივნისს კონფერენციას კვლავ სასტუმრო რედისონში ვუმასპინძლებთ. აღნიშნულ ფორუმზე ვეპატიჟებით ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს და ვიმედოვნებთ, რომ აქ გაზიარებული გამოცდილება ღირებული იქნება დამსწრეებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ამ სექტორის განვითარებაში ინვესტირებით არის დაინტერესებული", - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

კონფერენციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ პაშა ბანკს:

ელ-ფოსტა: marketing@pashabank.ge, ტელ.: + 995 322 265 000.

MEETING ROOM-ის შესახებ:

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სექტორზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების სერია, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების გასაზიარებლად.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი