საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი ადენოვირუსისგან, რომელიც ბოლო დროს ვრცელდება
რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი ადენოვირუსისგან, რომელიც ბოლო დროს ვრცელდება

ჩა­წით­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა - ეს ის სიმპტო­მე­ბია, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვირუსს ახა­სი­ა­თებს. რო­გორ და­ვიც­ვათ თავი და რო­დის მივ­მარ­თოთ ექიმს, თუ ვირუს­მა შე­მოგ­ვი­ტია - AMBEBI.GE ამ სა­კი­თხზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილს ესა­უბ­რა.

მისი თქმით, ეს არის ადე­ნო­ვირუ­სი, რო­მე­ლიც ციკ­ლუ­რად ვრცელ­დე­ბა. ვირუ­სის რიგი შემ­თხვე­ვე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა სა­ში­ში არ არის.

- რა სიმპტო­მე­ბი აქვს ამ ვირუსს?

- ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი­თა და ცხე­ლე­ბით, ან შე­იძ­ლე­ბა იყოს კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი, მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ხვე­ლა. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი ზამ­თრის ბო­ლოს, გა­ზა­ფხულ­ზე აქ­ტი­ურ­დე­ბა ხოლ­მე. საკ­მა­ოდ გა­დამ­დე­ბია. თუ ოდეს­ღაც ბავ­შვო­ბა­ში არ გვაქვს გა­და­ტა­ნი­ლი, შე­საძ­ლოა ჩვენც შეგ­ვხდეს, თუმ­ცა ეს ვირუ­სი ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი არ არის.

- ექიმს რო­დის უნდა მივ­მარ­თოთ?

- ეს უკვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ავად­მყო­ფის მარ­თვის სა­კი­თხზე. თუ ადა­მი­ანს აქვს შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ხვე­ლა, ტკი­ვი­ლი გულ-მკერ­დის არე­ში, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა გრძელ­დე­ბა 3 დღე­ზე მეტი ისე, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ცხის დამ­წე­ვის ზე­მოქ­მე­დე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი კი ხა­სი­ათ­დე­ბა ძლი­ე­რი ცრემ­ლდე­ნით, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა და­ერ­თოს ჩირ­ქო­ვა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი თვა­ლი­დან, ამ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ ექიმს, რომ სწო­რად წა­ვი­დეს მკურ­ნა­ლო­ბა, არ გარ­თულ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა ან არ გან­ვი­თარ­დეს ჩირ­ქო­ვა­ნი კო­ნი­უქ­ტი­ვი­ტი.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ვენ­ცი­ის ზო­მე­ბი რო­გო­რია?

- როცა ადა­მი­ა­ნი ავა­დაა, უნდა და­იც­ვას სტან­დარ­ტუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბი, რო­მელ­საც ზო­გა­დად ვამ­ბობთ ხოლ­მე რეს­პი­რა­ტო­რულ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა, ოთა­ხის ხში­რი გა­ნი­ა­ვე­ბა, მით უმე­ტეს, ახლა ისე­თი სე­ზო­ნია, რაც გვაძ­ლევს ფან­ჯრის გა­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. სა­ჭი­როა და­ა­ვა­დე­ბუ­ლის­თვის ცალ­კე პირ­სა­ხო­ცის გა­მო­ყო­ფა, რომ ოჯა­ხებ­ში არ მოხ­დეს შიდა გავ­რცე­ლე­ბა კონ­ტაქ­ტუ­რი გზით. რო­გორც წესი, ეს ვირუ­სი ავად­მყოფს მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­აქვს.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი ადენოვირუსისგან, რომელიც ბოლო დროს ვრცელდება

რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი ადენოვირუსისგან, რომელიც ბოლო დროს ვრცელდება

ჩაწითლებული თვალები, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა - ეს ის სიმპტომებია, რომელიც ბოლო პერიოდში მოსახლეობაში გავრცელებულ ვირუსს ახასიათებს. როგორ დავიცვათ თავი და როდის მივმართოთ ექიმს, თუ ვირუსმა შემოგვიტია - AMBEBI.GE ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ეს არის ადენოვირუსი, რომელიც ციკლურად ვრცელდება. ვირუსის რიგი შემთხვევები მოსახლეობაში დაფიქსირდა, თუმცა საშიში არ არის.

- რა სიმპტომები აქვს ამ ვირუსს?

- ვირუსი შეიძლება გამოხატული იყოს კონიუქტივიტითა და ცხელებით, ან შეიძლება იყოს კონიუქტივიტი, მაღალი ცხელება და შემაწუხებელი ხველა. რესპირაციული ვირუსები ზამთრის ბოლოს, გაზაფხულზე აქტიურდება ხოლმე. საკმაოდ გადამდებია. თუ ოდესღაც ბავშვობაში არ გვაქვს გადატანილი, შესაძლოა ჩვენც შეგვხდეს, თუმცა ეს ვირუსი ძალიან აგრესიული არ არის.

- ექიმს როდის უნდა მივმართოთ?

- ეს უკვე დამოკიდებულია ავადმყოფის მართვის საკითხზე. თუ ადამიანს აქვს შემაწუხებელი ხველა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, თუ ტემპერატურა გრძელდება 3 დღეზე მეტი ისე, რომ ჩვეულებრივი სიცხის დამწევის ზემოქმედებას არ ექვემდებარება, კონიუქტივიტი კი ხასიათდება ძლიერი ცრემლდენით, რომელსაც შეიძლება დაერთოს ჩირქოვანი გამონადენი თვალიდან, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რომ სწორად წავიდეს მკურნალობა, არ გართულდეს მდგომარეობა ან არ განვითარდეს ჩირქოვანი კონიუქტივიტი.

- ამ შემთხვევაში, პრევენციის ზომები როგორია?

- როცა ადამიანი ავადაა, უნდა დაიცვას სტანდარტული ჰიგიენური წესები, რომელსაც ზოგადად ვამბობთ ხოლმე რესპირატორულ ვირუსთან დაკავშირებით. ეს არის ხელების ჰიგიენა, ოთახის ხშირი განიავება, მით უმეტეს, ახლა ისეთი სეზონია, რაც გვაძლევს ფანჯრის გაღების საშუალებას. საჭიროა დაავადებულისთვის ცალკე პირსახოცის გამოყოფა, რომ ოჯახებში არ მოხდეს შიდა გავრცელება კონტაქტური გზით. როგორც წესი, ეს ვირუსი ავადმყოფს მშვიდობიანი გზით გადააქვს.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი