რატომ დაიხურა "იღბლიანი ბორბალი" და რა ელის სხვა გადაცემებს "რუსთავი 2"-ზე

რატომ დაიხურა "იღბლიანი ბორბალი" და რა ელის სხვა გადაცემებს "რუსთავი 2"-ზე

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში თანხების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, - ასე პასუხობს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას არხში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ.

რამდენიმე დღის წინ ბოლოჯერ გავიდა ეთერში გადაცემა "იღბლიანი ბორბალი". ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანებმა - შორენა ბეგაშვილმა და ვანიკო თარხნიშვილმა აცნობეს მაყურებელს (იხილეთ ვიდეო). ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიხურა კიდევ ერთი გასართობი გადაცემა "ეკივოკი".

საკითხთან დაკავშირებით, AMBEBI.GE გიორგი ხაბურზანიას დაუკავშირდა:

- ბატონო გიორგი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იღბლიანი ბორბალი" არხზე დაგეგმილი რეორგანიზაციის გამო დაიხურა, მართალია?

- რეორგანიზაციაზე ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე პროექტი დაიხურა, მათ შორის "იღბლიანი ბორბალი" და "ეკივოკი". გადაცემები ზოგჯერ იხურება და ახალი იწყება. ამ შემთხვევაში ორი გადაცემა გაუქმდა, რადგან ფინანსური ბერკეტი არ იყო, მაგრამ რეორგანიზაციის ნაწილი ამ გადაცემების დახურვა არ ყოფილა", - ამბობს ხაბურზანია.

AMBEBI.GE "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც არხზე მიმდინარე რეორგანიზაცია დაადასტურა:

"თანხების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, რადგან ყადაღა ადევს კომპანიას. გარკვეული გადაცემები იხურება, მაგრამ თანხების ოპტიმიზაცია თანამშრომლების ხელფასებზე არ აისახება", - განაცხადა უდუმაშვილმა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი