აფგანი მისი პუბლიკაციების, საქართველოში ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით გამოძიების გამო დააკავეს, - განაცხადა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.
"ჩვენ აქ ვაპროტესტებთ აფგან მუხთარლის დაკავებას. ის გაიტაცეს და არაკანონიერად გადაიყვანეს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის სამართალდამცავები არა აზერბაიჯანის უსაფრთხოებას ემსახურებიან, არამედ ერთი ოჯახის, ალიევების ოჯახის ბრძანებებს ასრულებენ. აფგანი მისი პუბლიკაციების, საქართველოში ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით გამოძიების გამო დააკავეს. ჩვენ სამართლიან გამოძიებას და აფგან მუხთარლის გათავისუფლებას ვითხოვთ", - განაცხადა მან.