მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 უცნობი ფაქტი NATO-ს შესახებ
10 უცნობი ფაქტი NATO-ს შესახებ

სა­ერ­თო მტრის წი­ნა­აღ­მდეგ რიგი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ერთ ალი­ან­სში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა არა­ერ­თი სა­უ­კუ­ნეა არ­სე­ბობს. ან­ტი­კურ დრო­საც კი ძლი­ე­რი მტრის და­მარ­ცხე­ბის­თვის, ქვეყ­ნე­ბი სა­კუ­თარ სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თებს ერ­თად უყ­რიდ­ნენ თავს.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს ეჭ­ვის თვა­ლით და­უ­წყეს ყუ­რე­ბა. 1946 წლის 5 მარტს, აშშ-ის ქა­ლაქ ფულ­ტონ­ში უინ­სტონ ჩერ­ჩილ­მა ცნო­ბი­ლი სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა. მან სსრკ და კო­მუ­ნიზ­მი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა. მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ცივი ომი სწო­რედ ამ გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო.

ამ ამ­ბი­დან 2 წლის თავ­ზე, 1948 წლის მარ­ტში ევ­რო­პა­ში ბრი­უ­სე­ლის პაქ­ტი გა­ფორმ­და. წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი - ბელ­გია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ჰო­ლან­დია და საფ­რან­გე­თი და­სავ­ლეთ ევ­რო­პულ ალი­ანსს აყა­ლი­ბებ­დნენ. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, კო­მუ­ნის­ტუ­რი საფრ­თხის წი­ნა­აღ­მდეგ მათ შე­თან­ხმე­ბით უნდა ემოქ­მე­დათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მე­ო­რე გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­იქ­მნა.

1949 წლის 4 აპ­რილს 12-მა სა­ხელ­მწი­ფომ (ბელ­გია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, და­ნია, ის­ლან­დია, იტა­ლია, კა­ნა­და, ლუქ­სემ­ბურ­გი, ჰო­ლან­დია, ნორ­ვე­გია, პორ­ტუ­გა­ლია, აშშ, საფ­რან­გე­თი) ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეს. დო­კუ­მენ­ტი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ახალ, ერ­თი­ან სის­ტე­მას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ზე თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში, მხა­რე­ე­ბი მისი კო­ლექ­ტი­უ­რი დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებ­დნენ.

რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ, შე­თან­ხმე­ბა ძა­ლა­ში 1949 წლის 24 აგ­ვის­ტოს შე­ვი­და. სწო­რედ ამ დღი­დან იწყე­ბა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის - NATO-ს ის­ტო­რია.

  • ალ­ბათ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, რომ ალი­ან­სის ლო­გო­ზე წარ­წე­რა NATO ორ­ნა­ი­რად არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი - NATO და OTAN. ეს იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლი ინ­გლი­სუ­რა­დაა და­წე­რი­ლი - North Atlantic Treaty Organization - NATO, მე­ო­რე კი ფრან­გუ­ლად - Organisation du traité de l'Atlantique Nord - OTAN. ალი­ან­სის შტაბ-ბინა ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში მდე­ბა­რე­ობს. ამ ქვე­ყა­ნა­ში კი ფრან­გულ ენას სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სი აქვს.

  • ალი­ან­სი პირ­ვე­ლად 1952 წლის 18 მა­ისს გა­ფარ­თოვ­და. მისი ახა­ლი წევ­რე­ბი სა­ბერ­ძნე­თი და თურ­ქე­თი გახ­დნენ. რე­ა­ლუ­რად არც ერთი და არც მე­ო­რე ალი­ან­სში გა­ა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის არც სამ­ხედ­რო და არც ეკო­ნო­მი­ურ სტან­დარ­ტებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ყვე­ლა­ფე­რი ორი­ვე ქვეყ­ნის გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა მდე­ბა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. თურ­ქე­თი პო­ტენ­ცი­ურ მტერს - სსრკ-ს უშუ­ა­ლოდ ესა­ზღვრე­ბო­და, სა­ბერ­ძნე­თი კი სსრკ-სთან სი­ახ­ლო­ვეს­თან ერ­თად, ხმელ­თა­შუა ზღვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს აკონ­ტრო­ლებ­და. 1974-80 წლებ­ში ღია სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო თურ­ქე­თი და სა­ბერ­ძნე­თი NATO-ს მხო­ლოდ ფორ­მა­ლურ წევ­რე­ბად რჩე­ბოდ­ნენ.

  • საფ­რან­გე­თი ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მელ­მაც ალი­ან­სი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვა. ეს 1966 წლის ივ­ლის­ში მოხ­და. ერთი თვით ადრე სსრკ-ში ვი­ზი­ტით მყო­ფი პრე­ზი­დენ­ტი დე გოლი ბრეჟნევ­მა ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გა­მოც­და­ზე მი­იწ­ვია. სტარ­ტის შემ­დეგ დე გოლ­მა ხუმ­რო­ბით იკი­თხა - იმე­დი მაქვს, რომ ეს რა­კე­ტა პა­რიზ­ზე არ არის და­მიზ­ნე­ბუ­ლი. ლე­ო­ნიდ ილიჩ­მაც პა­სუ­ხი არ და­ა­ყოვ­ნა - რა თქმა უნდა, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, კონ­კრე­ტუ­ლად ეს რა­კე­ტა არა. ერთი თვის თავ­ზე პა­რიზ­მა NATO და­ტო­ვა. ალი­ან­სის წევ­რო­ბას საფ­რან­გე­თი მხო­ლოდ 2009 წელს და­უბ­რუნ­და.

  • ის­ლან­დია ალი­ანსს ერ­თა­დერ­თი წევ­რია, რო­მელ­საც არ­მია არ ჰყავს. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის სა­ხით მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მხო­ლოდ სა­ნა­პი­რო დაც­ვაა.

  • NATO-ს ყვე­ლა­ზე სუს­ტი წევ­რი, სამ­ხედ­რო ძა­ლის სა­ხით - ლუქ­სემ­ბურ­გია. ამ პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მხო­ლოდ 450 სამ­ხედ­რო ირი­ცხე­ბა.

  • ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის 5 სა­ხელ­მწი­ფო მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რე­სი არ­მი­ე­ბის ათე­ულ­ში შე­დის. ესაა - აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია და თურ­ქე­თი.

  • NATO-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 200 000-ს აჭარ­ბებს. რაც რუ­სეთ­თან შე­და­რე­ბით სამ­ჯერ მე­ტია.

  • NATO-ს სა­კუ­თა­რი ან­ბა­ნიც აქვს. 1956 წლი­დან ორ­გა­ნი­ზა­ცია ICAO-ს (სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია) ფო­ნე­ტი­კურ ან­ბანს მო­იხ­მარს. მას­ში შე­მა­ვალ 26 ასოს კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტყვა შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ასე მა­გა­ლი­თად, A - Alfa, B - Bravo, G - Golf, L - Lima, T - Tango, V - Victor, Z - Zulu.

  • ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წელს მის­მა ბი­უ­ჯეტ­მა და სამ­ხედ­რო ხარ­ჯებ­მა 892 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. აქე­დან 641 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი აშშ-ის ფი­ნან­სუ­რი წილი იყო. შე­და­რე­ბის­თვის, იმა­ვე წელს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ბი­უ­ჯეტ­მა 66 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

  • ვა­შინგტო­ნის შე­თან­ხმე­ბის მე-5 პუნ­ქტი მხო­ლოდ ერთხელ გა­მო­ი­ყე­ნეს. ეს აშშ-ში 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ მოხ­და. ამ დე­ბუ­ლე­ბით, NATO-ს ნე­ბის­მი­ერ წევ­რზე თავ­დას­ხმა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც თავ­დას­ხმა მთლი­ა­ნად ალი­ანსზე.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

10 უცნობი ფაქტი NATO-ს შესახებ

10 უცნობი ფაქტი NATO-ს შესახებ

საერთო მტრის წინააღმდეგ რიგი სახელმწიფოების ერთ ალიანსში გაერთიანების პრაქტიკა არაერთი საუკუნეა არსებობს. ანტიკურ დროსაც კი ძლიერი მტრის დამარცხებისთვის, ქვეყნები საკუთარ სამხედრო შენაერთებს ერთად უყრიდნენ თავს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. გერმანიის წინააღმდეგ გაერთიანებულმა მოკავშირეებმა ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება. 1946 წლის 5 მარტს, აშშ-ის ქალაქ ფულტონში უინსტონ ჩერჩილმა ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მან სსრკ და კომუნიზმი მწვავედ გააკრიტიკა. მიჩნეულია, რომ ცივი ომი სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ დაიწყო.

ამ ამბიდან 2 წლის თავზე, 1948 წლის მარტში ევროპაში ბრიუსელის პაქტი გაფორმდა. წევრი სახელმწიფოები - ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია და საფრანგეთი დასავლეთ ევროპულ ალიანსს აყალიბებდნენ. დოკუმენტის თანახმად, კომუნისტური საფრთხის წინააღმდეგ მათ შეთანხმებით უნდა ემოქმედათ. მოგვიანებით ამ დოკუმენტის საფუძველზე მეორე გაერთიანება შეიქმნა.

1949 წლის 4 აპრილს 12-მა სახელმწიფომ (ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, აშშ, საფრანგეთი) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტი კოლექტიური უსაფრთხოების ახალ, ერთიან სისტემას დაედო საფუძვლად. ხელშეკრულების ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში, მხარეები მისი კოლექტიური დაცვის ვალდებულებას იღებდნენ.

რატიფიცირების შემდეგ, შეთანხმება ძალაში 1949 წლის 24 აგვისტოს შევიდა. სწორედ ამ დღიდან იწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის - NATO-ს ისტორია.

  • ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ალიანსის ლოგოზე წარწერა NATO ორნაირად არის შესრულებული - NATO და OTAN. ეს იმიტომ, რომ პირველი ინგლისურადაა დაწერილი - North Atlantic Treaty Organization - NATO, მეორე კი ფრანგულად - Organisation du traité de l'Atlantique Nord - OTAN. ალიანსის შტაბ-ბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს. ამ ქვეყანაში კი ფრანგულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს.

  • ალიანსი პირველად 1952 წლის 18 მაისს გაფართოვდა. მისი ახალი წევრები საბერძნეთი და თურქეთი გახდნენ. რეალურად არც ერთი და არც მეორე ალიანსში გააწევრიანებისთვის არც სამხედრო და არც ეკონომიურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ყველაფერი ორივე ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა. თურქეთი პოტენციურ მტერს - სსრკ-ს უშუალოდ ესაზღვრებოდა, საბერძნეთი კი სსრკ-სთან სიახლოვესთან ერთად, ხმელთაშუა ზღვის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა. 1974-80 წლებში ღია სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების გამო თურქეთი და საბერძნეთი NATO-ს მხოლოდ ფორმალურ წევრებად რჩებოდნენ.

  • საფრანგეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ალიანსი საკუთარი სურვილით დატოვა. ეს 1966 წლის ივლისში მოხდა. ერთი თვით ადრე სსრკ-ში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი დე გოლი ბრეჟნევმა ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე მიიწვია. სტარტის შემდეგ დე გოლმა ხუმრობით იკითხა - იმედი მაქვს, რომ ეს რაკეტა პარიზზე არ არის დამიზნებული. ლეონიდ ილიჩმაც პასუხი არ დააყოვნა - რა თქმა უნდა, ბატონო პრეზიდენტო, კონკრეტულად ეს რაკეტა არა. ერთი თვის თავზე პარიზმა NATO დატოვა. ალიანსის წევრობას საფრანგეთი მხოლოდ 2009 წელს დაუბრუნდა.

  • ისლანდია ალიანსს ერთადერთი წევრია, რომელსაც არმია არ ჰყავს. შეიარაღებული დანაყოფების სახით მის განკარგულებაში მხოლოდ სანაპირო დაცვაა.

  • NATO-ს ყველაზე სუსტი წევრი, სამხედრო ძალის სახით - ლუქსემბურგია. ამ პატარა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ 450 სამხედრო ირიცხება.

  • ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 5 სახელმწიფო მსოფლიოს უძლიერესი არმიების ათეულში შედის. ესაა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და თურქეთი.

  • NATO-ს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკის ჯამური რაოდენობა 200 000-ს აჭარბებს. რაც რუსეთთან შედარებით სამჯერ მეტია.

  • NATO-ს საკუთარი ანბანიც აქვს. 1956 წლიდან ორგანიზაცია ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ფონეტიკურ ანბანს მოიხმარს. მასში შემავალ 26 ასოს კონკრეტული სიტყვა შეესაბამება. ასე მაგალითად, A - Alfa, B - Bravo, G - Golf, L - Lima, T - Tango, V - Victor, Z - Zulu.

  • ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საკმაოდ ძვირადღირებული ორგანიზაციაა. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს მისმა ბიუჯეტმა და სამხედრო ხარჯებმა 892 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან 641 მილიარდი დოლარი აშშ-ის ფინანსური წილი იყო. შედარებისთვის, იმავე წელს რუსეთის თავდაცვის უწყების ბიუჯეტმა 66 მილიარდი დოლარი შეადგინა.

  • ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 პუნქტი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს. ეს აშშ-ში 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მოხდა. ამ დებულებით, NATO-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა მთლიანად ალიანსზე.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო