საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი ცხოვრობს შენს ტერიტორიაზე და იპარავენ, საერთაშორისო დონეზე შევრცხვით, როგორც სახელმწიფო"
"ადამიანი ცხოვრობს შენს ტერიტორიაზე და იპარავენ, საერთაშორისო დონეზე შევრცხვით, როგორც სახელმწიფო"

ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს შენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და გი­პა­რა­ვენ, ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სრუ­ლი სირ­ცხვი­ლი და ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე უსაფრ­თხოდ ვერ გყავს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" IDFI-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კლდი­აშ­ვილ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სუს-ის უფ­რო­სის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ამ თე­მა­ზე გა­ა­კე­თა, იყო ძა­ლი­ან ფრთხი­ლი და მო­ზო­მი­ლი, თუმ­ცა რო­გორც კლდი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ი­ტა­ცეს.

"ფაქ­ტი სა­ხე­ზეა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გა­ი­ტა­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან. ის, ალ­ბათ, გა­და­იყ­ვა­ნეს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ზღვრის გავ­ლით და აქ ბევ­რი კი­თხვა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა. ფაქ­ტი არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, ასე­თი რამ ჩვენ­თან არ მომ­ხდა­რა არა­სო­დეს. ეს პირ­და­პირ სპე­ცო­პე­რა­ცი­აა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ეს არის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა და უნდა მოხ­დეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ელ­ჩის და­ბა­რე­ბა, მის­გან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და შემ­დეგ უკვე რე­ა­გი­რე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე.

ჩემი აზ­რით, ეს ვერ მოხ­დე­ბო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე. აქ, ცხა­დად, იკ­ვე­თე­ბა ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს არ მოხ­დე­ბო­და ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ან ინ­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ ამას მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში ვერ ვი­ტყვით. ფაქ­ტია, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ნე­ბის გა­რე­შე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან. ეს არის თავ­ზე ლა­ფის დას­ხმა. სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე შევ­რცხვით, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო", - გა­ნა­ცხა­და კლდი­აშ­ვილ­მა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი თბი­ლის­ში გუ­შინ გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ აფგან მუხ­თარ­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, ის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან უც­ნობ­მა პი­რებ­მა და­ა­კა­ვეს, სცე­მეს და ბა­ქო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, თან­ხაც ჩა­უ­დეს.

თა­ვის მხრივ სუს-ის უფ­როს­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა, აზერ­ბა­ჯა­ნულ მხა­რე­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ აფგან მუხ­თარ­ლი "მწვა­ნე სა­ზღვარ­ზე" და­ა­კა­ვეს, სა­დაც პას­პორ­ტი სა­ჭი­რო არაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ადამიანი ცხოვრობს შენს ტერიტორიაზე და იპარავენ, საერთაშორისო დონეზე შევრცხვით, როგორც სახელმწიფო"

"ადამიანი ცხოვრობს შენს ტერიტორიაზე და იპარავენ, საერთაშორისო დონეზე შევრცხვით, როგორც სახელმწიფო"

ადამიანი ცხოვრობს შენს ტერიტორიაზე და გიპარავენ, ეს არის უსაფრთხოების სამსახურის სრული სირცხვილი და ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქალაქე უსაფრთხოდ ვერ გყავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმის შეფასებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სუს-ის უფროსის განცხადება, რომელიც ამ თემაზე გააკეთა, იყო ძალიან ფრთხილი და მოზომილი, თუმცა როგორც კლდიაშვილმა აღნიშნა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ადამიანი საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს.

"ფაქტი სახეზეა, რომ ეს ადამიანი გაიტაცეს საქართველოს ტერიტორიიდან. ის, ალბათ, გადაიყვანეს არაოფიციალური საზღვრის გავლით და აქ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. ფაქტი არის წარმოუდგენელი, ასეთი რამ ჩვენთან არ მომხდარა არასოდეს. ეს პირდაპირ სპეცოპერაციაა აზერბაიჯანული სპეცსამსახურების, რომელიც ჩაატარეს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება და უნდა მოხდეს აზერბაიჯანის ელჩის დაბარება, მისგან ახსნა-განმარტების ჩაბარება და შემდეგ უკვე რეაგირება უმაღლეს დონეზე.

ჩემი აზრით, ეს ვერ მოხდებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინფორმირების გარეშე. აქ, ცხადად, იკვეთება ძალიან ცუდი ფაქტი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არ მოხდებოდა ქართული მხარის მონაწილეობის ან ინფორმირების გარეშე, მაგრამ ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით. ფაქტია, რომ აზერბაიჯანში ადამიანი თავისი ნების გარეშე გადაიყვანეს საქართველოს ტერიტორიიდან. ეს არის თავზე ლაფის დასხმა. საერთაშორისო დონეზე შევრცხვით, როგორც სახელმწიფო", - განაცხადა კლდიაშვილმა.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს.

თავის მხრივ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, აზერბაჯანულ მხარეზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აფგან მუხთარლი "მწვანე საზღვარზე" დააკავეს, სადაც პასპორტი საჭირო არაა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."