პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპული იდეებისადმი...
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპული იდეებისადმი...

მე თან მაქვს აფგან მუხ­თარ­ლის პას­პორ­ტი და მა­ინ­ტე­რე­სებს, ქარ­თველ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა რო­გორ გა­და­უშ­ვეს ჩემი მე­უღ­ლე სა­ზღვარ­ზე პას­პორ­ტის გა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ და­კა­ვე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, აფგან მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლე ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აფგან მუხ­თარ­ლი ეწე­ო­და ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას და მისი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­კა­ვე­ბა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­დაყ­ვა­ნა სწო­რედ მის ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვას გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ აფგან მუხ­თარ­ლის­თან აღარ უსა­უბ­რია და მო­ი­თხოვს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან პა­სუ­ხებს, თუ რა­ტომ მოხ­და მისი მე­უღ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში.

"მე ვფიქ­რობ­დი და მი­მაჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბე­ბი ჰქონ­და ევ­რო­პულ ხედ­ვებ­თან და იდე­ებ­თან, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ აქ სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა დარ­ღვე­უ­ლია. მე ხელ­ში ჩემი მე­უღ­ლის სა­ბუ­თე­ბი მი­კა­ვია და მა­ინ­ტერ­სებს, თუ რო­გორ გა­დაკ­ვე­თა მან სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვა­რი სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, აფგან მუხ­თარ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იმარ­თე­ბა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპული იდეებისადმი...

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპული იდეებისადმი...

მე თან მაქვს აფგან მუხთარლის პასპორტი და მაინტერესებს, ქართველმა მესაზღვრეებმა როგორ გადაუშვეს ჩემი მეუღლე საზღვარზე პასპორტის გარეშე, - ამის შესახებ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აფგან მუხთარლი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას და მისი გაურკვეველ ვითარებაში დაკავება და აზერბაიჯანში გადაყვანა სწორედ მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

ლეილა მუსტაფაევას განმარტებით, დაკავების შემდეგ აფგან მუხთარლისთან აღარ უსაუბრია და მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხებს, თუ რატომ მოხდა მისი მეუღლის გაუჩინარება გაურკვეველ ვითარებაში.

"მე ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპულ ხედვებთან და იდეებთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დარღვეულია. მე ხელში ჩემი მეუღლის საბუთები მიკავია და მაინტერსებს, თუ როგორ გადაკვეთა მან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი საბუთების გარეშე", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია იმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ