პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე პეტრე - პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად
მეუფე პეტრე - პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად

რაც ზუ­რა­ბი სა­პატ­რი­არ­ქო­ში იყო, თავს ვა­რი­დებ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად, ჩემს გამო ეჭ­ვე­ბი არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო და ცი­ლის­წა­მე­ბე­ბის მსხვერ­პლი არ გამ­ხდა­რი­ყო, - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე პეტ­რემ (ცა­ა­ვა) პატ­რი­არ­ქის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ზუ­რაბ ბუ­ჩუ­კუ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი შე­კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე პეტ­რეს გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მან დღეს გა­ი­გო, რა­საც მან არა­შემ­თხვე­ვი­თი დამ­თხვე­ვა უწო­და. მი­სი­ვე თქმით, ზუ­რაბ ბუ­ჩუ­კურს შვი­ლო­ბილს ეძახ­და და ის მისი სტი­ქა­რო­სა­ნი იყო.

"რო­დე­საც პატ­რი­არ­ქი ჩა­მო­დი­ო­და ხევ­ში, მას სულ ამ­ჩნევ­და, რო­გორც ერ­თგუ­ლე­ბით გა­მორ­ჩე­ულ ახალ­გაზ­რდა მო­ხე­ვე ყმაწ­ვილს. რო­დე­საც ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში გად­მო­მიყ­ვა­ნეს, ზუ­რა­ბი უკვე და­ქორ­წინ­და და პატ­რი­არ­ქმა მი­თხრა, რომ შენ უკვე და­გეხ­მა­რა და გა­მო­უშ­ვი ჩემ­თან სა­პატ­რი­არ­ქო­შიო. ზუ­რა­ბი წა­ვი­და და სა­პატ­რი­არ­ქოს პირ­ველ სარ­თულ­ზე კა­რის­კა­ცად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. შემ­დეგ, რო­დე­საც დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი შე­იქ­მნა, იყო სოსო და სამი-ოთხი ბიჭი, ისი­ნი პატ­რი­არ­ქს ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ის პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენ­ტთან ღია და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შე­ვი­და, ზუ­რაბ ბუ­ჩუ­კურს თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­დებ­და, რომ მის გამო ეჭ­ვე­ბი არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო და ის ცი­ლის­წა­მე­ბე­ბის მსხვერ­პლი არ გამ­ხდა­რი­ყო.

რო­გორც მე­უ­ფე პეტ­რემ გა­ნა­ცხა­და, მას შემ­დეგ, რაც პატ­რი­არ­ქის დაც­ვის უფ­რო­სი სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­ვი­და, ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და და დაც­ვის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნულ პოსტზე ნდო­ბა ზუ­რაბ ბუ­ჩუ­კურს გა­მო­უ­ცხა­და.

"პატ­რი­არ­ქმა არ­ჩე­ვა­ნი ამ ბი­ჭებ­ზე გა­კე­თა და ზუ­რა­ბი იქ და­ი­ნიშ­ნა. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, ზუს­ტად ვერ ვიხ­სე­ნებ რო­მელ­მა, რომ უწ­მინ­დეს­მა გვი­თხრაო, სოსო რომ წა­ვი­და, თქვენც ნუ მი­მა­ტო­ვებ­თო. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პატ­რი­არ­ქი თვი­თონ გრძნობ­და თავს და­უც­ვე­ლად. მის­თვის ყო­ველ­თვის უცხოა სა­ხელ­მი­წ­ფო დაც­ვა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

მეუფე პეტრე - პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად

მეუფე პეტრე - პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად

რაც ზურაბი საპატრიარქოში იყო, თავს ვარიდებდი მაქსიმალურად, ჩემს გამო ეჭვები არ გაჩენილიყო და ცილისწამებების მსხვერპლი არ გამხდარიყო, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მან დღეს გაიგო, რასაც მან არაშემთხვევითი დამთხვევა უწოდა. მისივე თქმით, ზურაბ ბუჩუკურს შვილობილს ეძახდა და ის მისი სტიქაროსანი იყო.

"როდესაც პატრიარქი ჩამოდიოდა ხევში, მას სულ ამჩნევდა, როგორც ერთგულებით გამორჩეულ ახალგაზრდა მოხევე ყმაწვილს. როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში გადმომიყვანეს, ზურაბი უკვე დაქორწინდა და პატრიარქმა მითხრა, რომ შენ უკვე დაგეხმარა და გამოუშვი ჩემთან საპატრიარქოშიო. ზურაბი წავიდა და საპატრიარქოს პირველ სართულზე კარისკაცად დაიწყო მუშაობა. შემდეგ, როდესაც დაცვის სამსახური შეიქმნა, იყო სოსო და სამი-ოთხი ბიჭი, ისინი პატრიარქს ერთგულად ემსახურებოდნენ", - განაცხადა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ის პატრიარქის მდივან-რეფერენტთან ღია დაპირისპირებაში შევიდა, ზურაბ ბუჩუკურს თავს მაქსიმალურად არიდებდა, რომ მის გამო ეჭვები არ გაჩენილიყო და ის ცილისწამებების მსხვერპლი არ გამხდარიყო.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი თანამდებობიდან წავიდა, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით არჩევნები ჩატარდა და დაცვის წევრების უმრავლესობამ აღნიშნულ პოსტზე ნდობა ზურაბ ბუჩუკურს გამოუცხადა.

"პატრიარქმა არჩევანი ამ ბიჭებზე გაკეთა და ზურაბი იქ დაინიშნა. ერთ-ერთმა მითხრა, ზუსტად ვერ ვიხსენებ რომელმა, რომ უწმინდესმა გვითხრაო, სოსო რომ წავიდა, თქვენც ნუ მიმატოვებთო. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად. მისთვის ყოველთვის უცხოა სახელმიწფო დაცვა", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი