კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე მამალაძე - პატრიარქი მზად იყო გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა
თორნიკე მამალაძე - პატრიარქი მზად იყო გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა

უწ­მინ­დეს­მა ჩვენს ად­ვო­კა­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია, რომ მამა გი­ორ­გის და­ნა­შა­ულ­ში ეჭვი შე­აქვს და რომ მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ე.წ ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ძმამ, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ილია მე­ო­რე მზად იყო გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს­თვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­ე­მარ­თა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯახს და ად­ვო­კა­ტებს პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცათ.

თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ნო­ზის ოჯახს უწ­მინ­დეს­თან შეხ­ვედ­რა სურს.

"რო­დე­საც პატ­რი­არ­ქი ჩა­მობ­რძან­და გერ­მა­ნი­ი­დან, მას შეხ­ვდნენ ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტე­ბი. უწ­მინ­დეს­მა და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია, რომ მამა გი­ორ­გის და­ნა­შა­ულ­ში ეჭვი შე­აქვს და რომ მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბა. პატ­რი­არ­ქმა ჩვენს ად­ვო­კა­ტებს უთხრა, რომ მამა გი­ორ­გი არ უნდა იყოს ცი­ხე­ში, ის უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს თავ­დე­ბით და შე­ე­კი­თხა ად­ვო­კა­ტებს, თუ რო­გორ ხდე­ბა ეს იუ­რი­დი­უ­ლად. ჩვენ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა პატ­რი­არ­ქს აუხ­სნეს, რომ მამა გი­ორ­გის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მისი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რა­ზეც პატ­რი­არ­ქმა ჩვენს ად­ვო­კა­ტებს და­უ­დას­ტუ­რა, რომ ის მზად იყო ამის­თვის.

ად­ვო­კა­ტე­ბის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჩვენ დაგ­ვებ­ლო­კა პატ­რი­არ­ქთან შეს­ვლის უფ­ლე­ბა, აღარ გვახ­ვედ­რე­ბენ პატ­რი­არ­ქს. ახ­ლაც სა­ჯა­როდ მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ვი­თხოვთ პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რას, რად­გან პატ­რი­არ­ქი არის სუ­ლი­ე­რი მამა. ჩვენც, მამა გი­ორ­გის ოჯა­ხიც სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბი ვართ", - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ "რუს­თა­ვი2"-ის ეთერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თორნიკე მამალაძე - პატრიარქი მზად იყო გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა

თორნიკე მამალაძე - პატრიარქი მზად იყო გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა

უწმინდესმა ჩვენს ადვოკატებთან შეხვედრისას დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს და რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულის, მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ილია მეორე მზად იყო გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულის ოჯახს და ადვოკატებს პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცათ.

თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ ბრალდებული დაკანოზის ოჯახს უწმინდესთან შეხვედრა სურს.

"როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდა გერმანიიდან, მას შეხვდნენ ჩვენი ადვოკატები. უწმინდესმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს და რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. პატრიარქმა ჩვენს ადვოკატებს უთხრა, რომ მამა გიორგი არ უნდა იყოს ციხეში, ის უნდა გათავისუფლდეს თავდებით და შეეკითხა ადვოკატებს, თუ როგორ ხდება ეს იურიდიულად. ჩვენმა ადვოკატებმა პატრიარქს აუხსნეს, რომ მამა გიორგის გათავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა მისი შუამდგომლობით, რაზეც პატრიარქმა ჩვენს ადვოკატებს დაუდასტურა, რომ ის მზად იყო ამისთვის.

ადვოკატების გამოსვლის შემდეგ, ჩვენ დაგვებლოკა პატრიარქთან შესვლის უფლება, აღარ გვახვედრებენ პატრიარქს. ახლაც საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ვითხოვთ პატრიარქთან შეხვედრას, რადგან პატრიარქი არის სულიერი მამა. ჩვენც, მამა გიორგის ოჯახიც სულიერი შვილები ვართ", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი