საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს პასუხობს
მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს პასუხობს

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ერთ ბრალს სდებს სა­სუ­ლი­ე­რო პირს და ვერ ადას­ტუ­რებს ამ ბრა­ლე­უ­ლო­ბას, ის ით­ვლე­ბა, რო­გორც ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი, ცრუ ბრალ­მდე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჭყონ­დი­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე პეტ­რემ (ცა­ა­ვა) სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტის, ედი­შერ ქარ­ჩა­ვას ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ედი­შერ ქარ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბას მე­უ­ფე პეტ­რეს მიერ პატ­რი­არ­ქის მოკ­ვდი­ნე­ბის შე­სა­ხებ, მე­უ­ფე პეტ­რე ცა­ა­ვას გან­ცხა­დე­ბით, "ესეც ძა­ლი­ან მზაკ­ვრუ­ლი და ორაზ­რო­ვა­ნია. მისი თქმით, არა­თუ მან, არა­მედ მის­მა მზაკ­ვარ­მა დამ­კვეთ­მა წი­ნას­წარ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ამ ტერ­მინ­ში უკან­და­სა­ხე­ვი, ალ­ბათ, ჩა­დეს".

"პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი, სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ჩვენ გვირ­ჩევს, რომ მო­ვაკ­ვდი­ნებ­დეთ მუდ­მი­ვად ჩვენს ვნე­ბებს, ხორ­ცი­ელ მიდ­რე­კი­ლე­ბებს და სულს ჩვენ­სას ამით ვა­ზე­ი­მებ­დეთ და ეს მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და მით უმე­ტეს, ბერ-მო­ნა­ზო­ნი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი­სა. შევ­თხოვ უფალს, რომ ღმერ­თმა შე­მაძ­ლე­ბი­ნოს სა­კუ­თა­რი ვნე­ბე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი სი­სუს­ტე­ე­ბის მოკ­ვდი­ნე­ბა­ზე ვიდ­რე სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლო და ჩემი სუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად მო­ვაკ­ვდი­ნო ჩემი ხორ­ცი. ეს არის ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ძა­ლი­ან დიდი უნა­მუ­სო­ბაა თუნ­დაც ამ სი­ტყვის კონ­ტექ­სტში, რომ მე რა­ღაც პატ­რი­არ­ქთან მი­მარ­თე­ბა­ში რა­მე­ნა­ი­რად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და ეს ჩა­ნა­ფიქ­რი მქო­ნო­და", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში.

მე­უ­ფე პეტ­რეს მი­აჩ­ნია, რომ ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში აღ­მოჩ­ნდნენ, "ზო­გა­დად, შე­იძ­ლე­ბა ცი­ა­ნი­დის თე­მის გა­და­სა­ფა­რად დას­ჭირ­დეთ მათ მე­უ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ იე­რი­შის მი­ტა­ნა". რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სუ­ლის ცხო­ნე­ბის­კენ არ მი­დის გზა, რო­მე­ლიც გა­დის სიც­რუ­ე­სა და ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე.

"შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი მხო­ლოდ სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლით, კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლით და ვი­ტყვი, რომ სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნის სა­მარ­თლის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ერთ ბრალს სდებს სა­სუ­ლი­ე­რო პირს და ვერ ადას­ტუ­რებს ამ ბრა­ლუ­ლო­ბას, ის ით­ვლე­ბა, რო­გორც ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი, ცრუ ბრალ­მდე­ბე­ლი და არ აქვს უფ­ლე­ბა სხვა ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნოს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტმა ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ ორ­შა­ბათს გა­ნუ­ცხა­და, პატ­რი­არ­ქის დაც­ვის ყო­ფილ უფ­როსს სოსო ოხა­ნაშ­ვილს და მე­უ­ფე პეტ­რეს აქვთ მცდე­ლო­ბე­ბი, რომ უწ­მინ­დე­სი ჩა­მო­ა­ცი­ლონ პატ­რი­არ­ქის ტახტს. ამას­თან, ქარ­ჩა­ვას მტკი­ცე­ბით, მე­უ­ფე პეტ­რეს დღე­საც აქვს და­გეგ­მი­ლი პატ­რი­არ­ქის არამ­ხო­ლოდ ტახ­ტი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა, არა­მედ უწ­მინ­დე­სის მოკ­ვდი­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს პასუხობს

მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს პასუხობს

ადამიანი, რომელიც ერთ ბრალს სდებს სასულიერო პირს და ვერ ადასტურებს ამ ბრალეულობას, ის ითვლება, როგორც ცილისმწამებელი, ცრუ ბრალმდებელი, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ბრალდებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

რაც შეეხება ედიშერ ქარჩავას განცხადებას მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის მოკვდინების შესახებ, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, "ესეც ძალიან მზაკვრული და ორაზროვანია. მისი თქმით, არათუ მან, არამედ მისმა მზაკვარმა დამკვეთმა წინასწარ გაითვალისწინეს და ამ ტერმინში უკანდასახევი, ალბათ, ჩადეს".

"პავლე მოციქული, სწავლების თანახმად, ჩვენ გვირჩევს, რომ მოვაკვდინებდეთ მუდმივად ჩვენს ვნებებს, ხორციელ მიდრეკილებებს და სულს ჩვენსას ამით ვაზეიმებდეთ და ეს მუდმივი პროცესია თითოეული ადამიანისა და მით უმეტეს, ბერ-მონაზონისა და სასულიერო პირისა. შევთხოვ უფალს, რომ ღმერთმა შემაძლებინოს საკუთარი ვნებებისა და საკუთარი სისუსტეების მოკვდინებაზე ვიდრე საკუთარი ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლო და ჩემი სულის გადასარჩენად მოვაკვდინო ჩემი ხორცი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და ძალიან დიდი უნამუსობაა თუნდაც ამ სიტყვის კონტექსტში, რომ მე რაღაც პატრიარქთან მიმართებაში რამენაირად გამომეყენებინა და ეს ჩანაფიქრი მქონოდა", - განაცხადა მეუფე პეტრემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მეუფე პეტრეს მიაჩნია, რომ ვინაიდან ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, "ზოგადად, შეიძლება ციანიდის თემის გადასაფარად დასჭირდეთ მათ მეუფის წინააღმდეგ იერიშის მიტანა". როგორც მან აღნიშნა, სულის ცხონებისკენ არ მიდის გზა, რომელიც გადის სიცრუესა და ცილისწამებაზე.

"შემოვიფარგლები მხოლოდ საეკლესიო სამართლით, კანონიკური სამართლით და ვიტყვი, რომ საეკლესიო კანონის სამართლის თანახმად, ადამიანი, რომელიც ერთ ბრალს სდებს სასულიერო პირს და ვერ ადასტურებს ამ ბრალულობას, ის ითვლება, როგორც ცილისმწამებელი, ცრუ ბრალმდებელი და არ აქვს უფლება სხვა ბრალდება წაუყენოს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ორშაბათს განუცხადა, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არამხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"