საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის "მოკვდინების" მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა
ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის "მოკვდინების" მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა

სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტის ედი­შერ ქარ­ჩა­ვას გან­მარ­ტე­ბით, მე­უ­ფე პეტ­რეს მიერ პატ­რი­არ­ქის "მოკ­ვდი­ნე­ბის" მცდე­ლო­ბა­ში სუ­ლი­ე­რი მკვლე­ლო­ბა იგუ­ლის­ხმა.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტმა ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და, ის დღეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. "მე მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ვე­ცი სრუ­ლი გან­მარ­ტე­ბა, თუ რას ვგუ­ლის­ხმობ­დი, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მაჩ­ნდა. ეს არის სხვა­დას­ხვა სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ზო­გა­დად, მე ვი­სა­უბ­რე. ეს ჩემი ბრალ­დე­ბე­ბი არ არის პირ­და­პირ კავ­შირ­ში მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მეს­თან - ცი­ა­ნი­დის საქ­მეს­თან, ეს არის სხვა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და თემა", - გა­ნა­ცხა­და ქარ­ჩა­ვამ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მე­უ­ფე პეტ­რე, ზო­გა­დად, ამ დიდი სცე­ნა­რის - კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ნე­ბის­მი­ე­რი ბინ­ძუ­რი თუ არა­ბინ­ძუ­რი ხერ­ხით მო­ცი­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გა­მო­დის.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რა თქმა უნდა, თვი­თონ და­მი­ბა­რა. ეს ბუ­ნებ­რი­ვია და მარ­თა­ლი­ცაა პრო­კუ­რა­ტუ­რა. რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვის ნიშ­ნე­ბი გაჩ­ნდე­ბა იმი­ტომ, რომ ბევ­რმა არ იცის, რას ნიშ­ნავს მოკ­ვდი­ნე­ბა, რას ნიშ­ნავს მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვა. მე ეს ტერ­მი­ნი იმის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ე­გო, რაზე მაქვს სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ ამ ტერ­მინს მე შე­სა­ბა­მი­სი გან­მარ­ტე­ბა მი­ვე­ცი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზეც ვი­სა­უბ­რე", - გა­ნა­ცხა­და ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში.

ქარ­ჩა­ვას თქმით, უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ვი­საც ეკ­ლე­სი­ას­თან ოდ­ნავ შე­ხე­ბა აქვს და ეკ­ლე­სი­ა­ში და­დის, იცის ამ ტერმ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა­ზეც ის სა­უბ­რობ­და. სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტის გან­მარ­ტე­ბით, მან მოკ­ვდი­ნე­ბა­ში სუ­ლი­ე­რი მკვლე­ლო­ბა იგუ­ლის­ხმა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტმა ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ გუ­შინ გა­ნუ­ცხა­და, პატ­რი­არ­ქის დაც­ვის ყო­ფილ უფ­როსს სოსო ოხა­ნაშ­ვილს და მე­უ­ფე პეტ­რეს აქვთ მცდე­ლო­ბე­ბი, რომ უწ­მინ­დე­სი ჩა­მო­ა­ცი­ლონ პატ­რი­არ­ქის ტახტს. ამას­თან, ქარ­ჩა­ვას მტკი­ცე­ბით, მე­უ­ფე პეტ­რეს დღე­საც აქვს და­გეგ­მი­ლი პატ­რი­არ­ქის არა მხო­ლოდ ტახ­ტი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა, არა­მედ უწ­მინ­დე­სის მოკ­ვდი­ნე­ბა.

ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის "მოკვდინების" მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა

ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის "მოკვდინების" მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის "მოკვდინების" მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა.

როგორც საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, ის დღეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. "მე მთავარ პროკურატურას მივეცი სრული განმარტება, თუ რას ვგულისხმობდი, რა მტკიცებულებები გამაჩნდა. ეს არის სხვადასხვა სახის მტკიცებულება, რომლის შესახებაც ზოგადად, მე ვისაუბრე. ეს ჩემი ბრალდებები არ არის პირდაპირ კავშირში მკვლელობის მომზადების საქმესთან - ციანიდის საქმესთან, ეს არის სხვა ახალი გარემოებები და თემა", - განაცხადა ქარჩავამ.

როგორც მან აღნიშნა, მეუფე პეტრე, ზოგადად, ამ დიდი სცენარის - კათოლიკოს-პატრიარქის ნებისმიერი ბინძური თუ არაბინძური ხერხით მოცილების თანამონაწილე გამოდის.

"პროკურატურამ, რა თქმა უნდა, თვითონ დამიბარა. ეს ბუნებრივია და მართალიცაა პროკურატურა. როდესაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდება იმიტომ, რომ ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს მოკვდინება, რას ნიშნავს მომაკვდინებელი ცოდვა. მე ეს ტერმინი იმისთვის გამოვიყენე, რომ საზოგადოებას გაეგო, რაზე მაქვს საუბარი, ამიტომ ამ ტერმინს მე შესაბამისი განმარტება მივეცი პროკურატურაში და მტკიცებულებებზეც ვისაუბრე", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ქარჩავას თქმით, უმრავლესობამ, ვისაც ეკლესიასთან ოდნავ შეხება აქვს და ეკლესიაში დადის, იცის ამ ტერმნის მნიშვნელობა, რაზეც ის საუბრობდა. საპატრიარქოს იურისტის განმარტებით, მან მოკვდინებაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გუშინ განუცხადა, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"