მანჩესტერის ტერქტის შემდეგ მომღერალი არიანა გრანდე პირველ კონცერტს, სიმბოლურად, კვლავ მანჩესტერში გამართავს. კონცერტი, სახელწოდებით "ერთი სიყვარული - მანჩესტერი" გაიმართება, რომელშიც არიანა გრანდესთან ერთად მონაწილეობას ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები მიიღებენ. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იქნება, საიდანაც შემოსული თანხა 22 მაისს, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილ და დაშავებულთა ოჯახებს გადაეცემათ.
საქველმოქმედო კონცერტი 4 ივნისს, "ოლდ ტრეფორდის" სტადიონზე გაიმართება. მომღერლის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთები რეკორდული სისწრაფით იყიდება. მათივე თქმით, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებული იქნება.
"მანჩესტერ არენაზე" ტერაქტი 22 მაისს, მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტის შემდეგ განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ფოიეში აამოქმედა. ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაშავდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შემსრულებელი 22 წლის სალმან აბედი იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ასევე ნახეთ: ემოციური წერილი, რომელიც მანჩესტერის ტრაგედიის შემდეგ 3 ქალიშვილის მამამ არიანა გრანდეს დაუწერა