სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერდა ილჰამ ალიევზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან "გაუჩინარდა"
რას წერდა ილჰამ ალიევზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან "გაუჩინარდა"

თბი­ლის­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუ­ჰთარ­ლი ბა­ქო­ში იპო­ვეს... მისი მე­უღ­ლის, ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვას თქმით, ის და მისი მე­უღ­ლე ილ­ჰამ ალი­ე­ვის ბიზ­ნე­სის თე­მა­ზე მუ­შა­ობ­დნენ... ბოლო დროს, ის მის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­ზე არ პა­სუ­ხობ­და, რის შემ­დე­გაც, მუს­ტა­ფა­ე­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა.

ჟურ­ნა­ლის­ტის ახ­ლობ­ლე­ბი ში­შობ­დნენ, რომ მუ­ჰთარ­ლი, შე­საძ­ლო იყო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ე­კა­ვე­ბი­ნა, რად­გან ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კო­სია... მუ­ჰთარ­ლი 2015 წლი­დან თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია. ის მუდ­მი­ვად აქ­ვეყ­ნებ­და კრი­ტი­კულ სტა­ტი­ებს. ერთ-ერთ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში წერს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, ილ­ჰამ ალი­ევ­მა არ­ცერ­თი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი, სულ 100-მდე პა­ტი­მა­რი არ შე­ი­წყა­ლა.

მუ­ჰთარ­ლის თქმით, 2015 წელს, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "სა­ხალ­ხო ფრონ­ტის" ლი­დე­რი მუ­რად ადი­ლო­ვი და­ა­კა­ვეს და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა და შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, 6 წელი მი­უ­სა­ჯეს. პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და მის ძმა­საც... მუ­ჰთალ­რის თქმით, ალი­ე­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არას­დროს უჭირ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის "შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლის მი­ყე­ნე­ბა..."

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზია eydan TV-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­ლა­ხან ერთ-ერთ სა­იტ­ზე, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებს, გა­მოქ­ვეყ­ნდა ვრცე­ლი სტა­ტია, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ თბი­ლის­ში მოქ­მე­დებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­თა "ია­ტაკ­ქვე­შე­თი".

მის აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ფარ­მან ჯე­ი­რა­ნო­ვი, გე­ზალ ბა­ი­რამ­ლი, აფგან მუ­ჰთარ­ლი. ჯე­ი­რა­ნო­ვი ამ დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს, ბა­ი­რამ­ლი კი - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის...

მის­მა მე­უღ­ლემ, ლეია მუს­ტა­ფა­ევ­მა, ად­ვო­კატ­მა არ­ჩილ ჩო­ფი­კაშ­ვილ­მა და ალი­ე­ვის რე­ჟი­მის მიერ დევ­ნილ­მა, თბი­ლის­ში მცხოვ­რებ­მა რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, აფგან მუ­ჰთარ­ლის სა­კი­თხზე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს.

რო­გორც მუ­ჰთარ­ლის მე­უღ­ლე ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ სამ­შა­ბათს, "თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მისი მე­უღ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად არის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვა მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკის­რებს. მისი თქმით, ისი­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი" ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუ­ჰთარ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, ბა­ქო­ში გა­დაყ­ვა­ნილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა იუ­რისტ ნე­მატ ქე­რიმ­ლის და­უ­რე­კა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა...

და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი აქ­ტი­ვის­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუ­ჰთარ­ლი ბო­ლოს, 29 მა­ისს თბი­ლი­სის ერთ-ერთ კა­ფე­ში ნა­ხეს. და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ა­თის­თვის, ის თა­ვის მე­გო­ბარს ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ში და­ემ­შვი­დო­ბა, შემ­დეგ კი მე­უღ­ლეს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ მალე სახ­ლში იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამის შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს.

"მო­ბი­ლუ­რი გა­მორ­თუ­ლი აქვს... ვი­ცით, რომ ბოლო ხა­ნებ­ში მას სა­ვა­რა­უ­დოდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ..", - ამ­ბობს მისი მე­უღ­ლე ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვა.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქარ­თულ­მა მხა­რემ, ისე­ვე რო­გორც სხვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ აქ­ტი­ვის­ტებს, მას ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის დო­კუ­მენ­ტი აღარ გა­უგ­რძე­ლა, მი­ზე­ზად კი გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

მუ­ჰთარ­ლი და მისი ცოლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რძობ­დნენ, - ისი­ნი eydan TV- ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ. ლე­ი­ლა მუს­ტა­ფე­ვას თქმით, ამ­ჟა­მად სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტი­ე­ბის ციკლზე მუ­შა­ო­ბენ, რო­მე­ლიც ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯა­ხის ოშფო­რულ ბიზ­ნე­სებს მო­ი­ცავს.

ბოლო დროს, აზერ­ბა­ი­ჯან­ში სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბით არა­ერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი და­ა­კა­ვეს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ის აზ­რით, ალი­ე­ვის გუნ­დმა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის გზა აირ­ჩია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას წერდა ილჰამ ალიევზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან "გაუჩინარდა"

რას წერდა ილჰამ ალიევზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან "გაუჩინარდა"

თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუჰთარლი ბაქოში იპოვეს... მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის და მისი მეუღლე ილჰამ ალიევის ბიზნესის თემაზე მუშაობდნენ... ბოლო დროს, ის მის სატელეფონო ზარებზე არ პასუხობდა, რის შემდეგაც, მუსტაფაევამ საქართველოს პოლიციას მიმართა.

ჟურნალისტის ახლობლები შიშობდნენ, რომ მუჰთარლი, შესაძლო იყო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაეკავებინა, რადგან ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსია... მუჰთარლი 2015 წლიდან თბილისში ცხოვრობს და "რადიო თავისუფლების" ყოფილი ჟურნალისტია. ის მუდმივად აქვეყნებდა კრიტიკულ სტატიებს. ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერს, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, ილჰამ ალიევმა არცერთი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი და ბლოგერი, სულ 100-მდე პატიმარი არ შეიწყალა.

მუჰთარლის თქმით, 2015 წელს, ოპოზიციური პარტია "სახალხო ფრონტის" ლიდერი მურად ადილოვი დააკავეს და ნარკოტიკების მოხმარება და შენახვის ბრალდებით, 6 წელი მიუსაჯეს. პატიმრობა ემუქრებოდა მის ძმასაც... მუჰთალრის თქმით, ალიევის ხელისუფლებას არასდროს უჭირდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის "შესაბამისი მუხლის მიყენება..."

აზერბაიჯანული ინტერნეტტელევიზია eydan TV-ის ინფორმაციით, ახლახან ერთ-ერთ საიტზე, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება აკონტროლებს, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თბილისში მოქმედებს აზერბაიჯანის ოპოზიციონერთა "იატაკქვეშეთი".

მის აქტივისტებს შორის დასახელებულია ფარმან ჯეირანოვი, გეზალ ბაირამლი, აფგან მუჰთარლი. ჯეირანოვი ამ დღეებში საქართველოს სამართალდამცველებმა დააკავეს, ბაირამლი კი - აზერბაიჯანის...

მისმა მეუღლემ, ლეია მუსტაფაევმა, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა და ალიევის რეჟიმის მიერ დევნილმა, თბილისში მცხოვრებმა რამდენიმე ოპოზიციონერმა, გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც მუჰთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ სამშაბათს, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მეუღლის გაუჩინარება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ლეილა მუსტაფაევა მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ისინი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს თავიანთ ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევენ.

აზერბაიჯანში მომუშავე ჟურნალისტებმა მოგვიანებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისში "გაუჩინარებული" ჟურნალისტი აფგან მუჰთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. მათივე ცნობით, ბაქოში გადაყვანილმა ჟურნალისტმა იურისტ ნემატ ქერიმლის დაურეკა და დახმარება სთხოვა...

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუჰთარლი ბოლოს, 29 მაისს თბილისის ერთ-ერთ კაფეში ნახეს. დაახლოებით 19:00 საათისთვის, ის თავის მეგობარს ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში დაემშვიდობა, შემდეგ კი მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ მალე სახლში იქნებოდა, მაგრამ ამის შემდეგ აღარავის უნახავს.

"მობილური გამორთული აქვს... ვიცით, რომ ბოლო ხანებში მას სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ..", - ამბობს მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ქართულმა მხარემ, ისევე როგორც სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს, მას ბინადრობის მოწმობის დოკუმენტი აღარ გაუგრძელა, მიზეზად კი განუცხადეს, რომ ის საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მუჰთარლი და მისი ცოლი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, საქართველოში ჟურნალისტურ საქმიანობას განაგრძობდნენ, - ისინი eydan TV- ს საგამოძიებო მასალებს უგზავნიდნენ. ლეილა მუსტაფევას თქმით, ამჟამად საგამოძიებო სტატიების ციკლზე მუშაობენ, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის ოშფორულ ბიზნესებს მოიცავს.

ბოლო დროს, აზერბაიჯანში სხვადასხვა ბრალდებით არაერთი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი დააკავეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ოპოზიციის აზრით, ალიევის გუნდმა ჩრდილოეთ კორეის გზა აირჩია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე