სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში იქნება ფოიერვერკის გამოყენება ნებადართული
რა შემთხვევაში იქნება ფოიერვერკის გამოყენება ნებადართული

ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. პი­რო­ტეკ­ნი­კის გა­მო­ყე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ხმა­ურ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც დღი­სა და ღა­მის სა­ა­თებ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ/სა­ჯა­რო შე­ნო­ბებ­ში აკუს­ტი­კუ­რი ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სათ­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, და­ჯა­რი­მე­ბას პი­რო­ტეკ­ნი­კუ­რი ნა­კე­თო­ბე­ბის მიერ გა­მო­ცე­მულ ხმა­ურ­ზეც გა­მო­იწ­ვევს.

პი­რო­ტეკ­ნი­კის გა­მო­ყე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ხმა­ურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პუნ­ქტი პრო­ექტს გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში და­ე­მა­ტა. "ეს არის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გაჩ­ნდა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს ამ სერ­ვისს სთა­ვა­ზო­ბენ და ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად სა­ბურ­თა­ლო­ზე, სა­კუ­თარ პარტნი­ო­რებ­სა და მე­გობ­რებს ფო­ი­ერ­ვერ­კებს უწყო­ბენ. კა­ნო­ნით კონ­კრეტ­დე­ბა, რა შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი მათი გა­მო­ყე­ნე­ბა - მხო­ლოდ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ნე­ბარ­თვით დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა და ინი­ცი­ა­ტორ­მა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: ეკა ბე­სე­ლია, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ბექა ოდი­შა­რია, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, აკა­კი ზო­ი­ძე, ირაკ­ლი ბე­რა­ია, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ველ ჯერ­ზე ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სათ­ვის ით­ვა­ლის­წი­ნებს ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის გაფრ­თხი­ლე­ბას. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის მე­ო­რედ ჩა­დე­ნა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის - 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის მე­სა­მედ და მის შემ­დგომ ჩა­დე­ნა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას ფი­ზი­კუ­რი პი­რის - 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის - 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას დღის (07.00-23.00 სა­ა­თამ­დე) და ღა­მის სა­ა­თებ­ში (23.00-07.00 სა­ა­თამ­დე) ხმა­უ­რის და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სათ­ვის.

ასე­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 2018 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ოქმს ად­გე­ნენ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა საქ­მეს გა­ნი­ხი­ლა­ვენ ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ე­ბი - სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ხმა­ურმ­ზო­მი ხელ­სა­წყო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს პი­რის მი­მართ შე­სა­ბა­მი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას.

2018 წლის 1-ელი აპ­რი­ლი­დან ეს ფუნ­ქცია ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს გა­და­ე­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა შემთხვევაში იქნება ფოიერვერკის გამოყენება ნებადართული

რა შემთხვევაში იქნება ფოიერვერკის გამოყენება ნებადართული

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ე.წ. პიროტეკნიკის გამოყებით გამოწვეულ ხმაურზეც გავრცელდება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დღისა და ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს, დაჯარიმებას პიროტეკნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურზეც გამოიწვევს.

პიროტეკნიკის გამოყებით გამოწვეულ ხმაურთან დაკავშირებული პუნქტი პროექტს განხილვის პროცესში დაემატა. "ეს არის პრობლემა, რომელიც საკმაოდ აქტუალურია. გაჩნდა ორგანიზაციები, რომელიც მოქალაქეებს ამ სერვისს სთავაზობენ და ადამიანები, მაგალითად საბურთალოზე, საკუთარ პარტნიორებსა და მეგობრებს ფოიერვერკებს უწყობენ. კანონით კონკრეტდება, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მათი გამოყენება - მხოლოდ თვითმმართველობის ნებართვით დღესასწაულებზე და ოფიციალურ სახელმწიფო ღონისძიებებზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია, სალომე ზურაბიშვილი.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის.

ასევე, კანონპროექტის გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები - საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

2018 წლის 1-ელი აპრილიდან ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?