პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი და ახალი გამოწვევები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი და ახალი გამოწვევები

"ის ზო­დი­ა­ქოს 12 ნიშ­ნი­დან ას­ტრო­ლო­გე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლად აღ­სა­წე­რია. ისე­თი ჯი­უ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნებს უჭირთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ო­ცა­რი წი­ნათ­გრძნო­ბა აქვს. ცვა­ლე­ბა­დი, ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, თავ­ნე­ბა და ფეთ­ქე­ბა­დია. ის კარ­გად ახერ­ხებს გრძნო­ბე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­ი­მუ­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ თევ­ზებს. ეს კი დიპ­ლო­მატ და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" კონ­კურ­სანტ თა­თია დო­ლი­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს 12 ნიშ­ნი­დან ყვე­ლა­ზე რთუ­ლად აღ­სა­წე­რი თევ­ზე­ბია, რა­ტომ?

- ჩემი ნი­შა­ნი ხომ ორი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მცუ­რა­ვი თევ­ზია. ამით უკვე ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი, ეს ხა­სი­ათ­ზეც პირ­და­პი­რაა ასა­ხუ­ლი. ამის დას­ტუ­რია ის, რომ მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სი მაქვს, ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა შე­მიძ­ლია.

- "ურ­ჩევ­ნია დი­ნე­ბას მიჰ­ყვეს, იმის ნაც­ვლად, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს".

- ამა­ში ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი.

- დი­ნე­ბას უფრო ხში­რად მიჰ­ყვე­ბი თუ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ცურ­ვა გჩ­ვე­ვია?

- მთლად ასე ცალ­სა­ხად პა­სუ­ხის გა­ცე­მა რთუ­ლია. მე ჩემი სქე­მა მაქვს. რაც ჩემს წარ­მო­სახ­ვას არ ემ­თხვე­ვა, იმ მო­ნაკ­ვე­თებ­ში, რა თქმა უნდა, სა­პი­რის­პი­როდ ცურ­ვას ვი­წყებ. ზოგ­ჯერ არის მო­მენ­ტი, დი­ნე­ბას მივ­ყვე­ბი, მაგ­რამ ინერ­ტუ­ლი არას­დროს ვარ.

- "მუდ­მი­ვად მერ­ყე­ობს პე­სი­მიზმსა და ოპ­ტი­მიზმს შო­რის".

- ეს თვი­სე­ბა ნამ­დვი­ლად არის ჩემს ხა­სი­ათ­ში. როცა პე­სი­მიზ­მის მო­ჭარ­ბე­ბას ვგრძნობ, სა­კუ­თარ თავს ყო­ველ­თვის შთა­ვა­გო­ნებ და შე­დეგს ბრძო­ლით ვაღ­წევ. ყვე­ლა პრობ­ლე­მის და წარ­მა­ტე­ბის სა­თა­ვე სა­კუ­თარ თავ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ.

- "ისე­თი ჯი­უ­ტია, ადა­მი­ა­ნებს უჭირთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა".

- ჯი­უ­ტი ვარ, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, სხვა ვერ შე­მამ­ჩნევს. ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში მარ­ტი­ვად შევ­დი­ვარ. მარ­ტი­ვად ვთმობ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა იმ კონ­კრე­ტულ ამ­ბავს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ, რომ და­ვი­ხარ­ჯო. თუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­შინ ამ­ბო­ბენ, რომ ჯი­უ­ტი ვარ.

- მა­ში­ნაც ჯი­უ­ტობ, როცა იცი, რომ ცდე­ბი?

- არა, ამ დროს შე­მიძ­ლია ვა­ღი­ა­რო, ძალ­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- "ოც­ნე­ბე­ბის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს, ქრო­ნი­კუ­ლი მე­ოც­ნე­ბეა".

- მი­ზანს უფრო და­ვარ­ქმევ, ვიდ­რე ოც­ნე­ბას. ამ ცხოვ­რე­ბა­ზე ჩემი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს. მჯე­რა, ადა­მი­ა­ნი თუ მო­ინ­დო­მებს, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებს. მქონ­და შემ­თხვე­ვე­ბი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მი­წა­ზე ჩა­მო­დიო, მაგ­რამ მე და­ვუმ­ტკი­ცე, რომ იმ დროს ცაში არ ვი­ყა­ვი.

- შენი მე­უღ­ლე (ვაკო თურ­ნა­ვა) პირ­და­პირ ეთერს ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბა?

- ბუ­ნებ­რი­ვია, ის ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რა­ღა­ცა­ში არ მე­თან­ხმე­ბო­დეს, ან მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ იყოს, მაგ­რამ ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა და დათ­მო­ბა მოგ­ვიხ­და იმის­თვის, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჰარ­მო­ნია გვქო­ნო­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი და ახალი გამოწვევები

"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი და ახალი გამოწვევები

"ის ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ასტროლოგებისთვის ყველაზე რთულად აღსაწერია. ისეთი ჯიუტია, რომ ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა. საოცარი წინათგრძნობა აქვს. ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა. ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია. ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ თევზებს. ეს კი დიპლომატ და "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტ თათია დოლიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ყველაზე რთულად აღსაწერი თევზებია, რატომ?

- ჩემი ნიშანი ხომ ორი სხვადასხვა მიმართულებით მცურავი თევზია. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი, ეს ხასიათზეც პირდაპირაა ასახული. ამის დასტურია ის, რომ მრავალმხრივი ინტერესი მაქვს, ძალიან ბევრი რამის კეთება შემიძლია.

- "ურჩევნია დინებას მიჰყვეს, იმის ნაცვლად, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს".

- ამაში ვერ დავეთანხმები.

- დინებას უფრო ხშირად მიჰყვები თუ საპირისპირო მიმართულებით ცურვა გჩვევია?

- მთლად ასე ცალსახად პასუხის გაცემა რთულია. მე ჩემი სქემა მაქვს. რაც ჩემს წარმოსახვას არ ემთხვევა, იმ მონაკვეთებში, რა თქმა უნდა, საპირისპიროდ ცურვას ვიწყებ. ზოგჯერ არის მომენტი, დინებას მივყვები, მაგრამ ინერტული არასდროს ვარ.

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- ეს თვისება ნამდვილად არის ჩემს ხასიათში. როცა პესიმიზმის მოჭარბებას ვგრძნობ, საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ. ყველა პრობლემის და წარმატების სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

- "ისეთი ჯიუტია, ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა".

- ჯიუტი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს. ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციაში მარტივად შევდივარ. მარტივად ვთმობ იმ შემთხვევაში, როცა იმ კონკრეტულ ამბავს ისეთ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომ დავიხარჯო. თუ მნიშვნელოვანია, მაშინ ამბობენ, რომ ჯიუტი ვარ.

- მაშინაც ჯიუტობ, როცა იცი, რომ ცდები?

- არა, ამ დროს შემიძლია ვაღიარო, ძალზე სამართლიანი ადამიანი ვარ.

- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს, ქრონიკული მეოცნებეა".

- მიზანს უფრო დავარქმევ, ვიდრე ოცნებას. ამ ცხოვრებაზე ჩემი წარმოდგენა მაქვს. მჯერა, ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფრის გაკეთებას შეძლებს. მქონდა შემთხვევები, მეუბნებოდნენ, მიწაზე ჩამოდიო, მაგრამ მე დავუმტკიცე, რომ იმ დროს ცაში არ ვიყავი.

- შენი მეუღლე (ვაკო თურნავა) პირდაპირ ეთერს ყოველთვის ესწრება?

- ბუნებრივია, ის ჩემი დიდი გულშემატკივარია. შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში, რაღაცაში არ მეთანხმებოდეს, ან მისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი რამის სწავლა და დათმობა მოგვიხდა იმისთვის, რომ ურთიერთობაში ჰარმონია გვქონოდა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი