საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკები ვალდებულნი ხდებიან, ყველა შემთხვევაში დაეხმარონ პაციენტს, თუკი მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება
კლინიკები ვალდებულნი ხდებიან, ყველა შემთხვევაში დაეხმარონ პაციენტს, თუკი მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს კა­ნო­ნით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, თუკი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. ამას­თან, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ავად­მყო­ფის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­უ­წევ­ლო­ბა, მათ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს.

"ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ" კა­ნონ­სა და "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი დღეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი: სო­ფიო კი­ლა­ძე, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი და ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2017 წლის 1-ელი იან­ვრი­დან სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით გან­სა­ზღვრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბით კერ­ძო და­ზღვე­ვით მო­სარ­გებ­ლე პი­რე­ბი ვერ სარ­გებ­ლო­ბენ. რო­გორც კი­ლა­ძემ გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნულ­მა წარ­მოქ­მნა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბი­სას იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ჯერ კი­დევ არ არის გარ­კვე­უ­ლი და­ზღვე­უ­ლი პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა და­ზღვე­უ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

"დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნი ექიმს ავალ­დე­ბუ­ლებს, აღ­მო­უ­ჩი­ნოს პა­ცი­ენტს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოს მისი უწყვე­ტო­ბა, თუ გა­მო­ხა­ტუ­ლია სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში, მათ შო­რის, თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ან პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას ექი­მის სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, თუმ­ცა კა­ნონ­ში არ­სა­დაა ნახ­სე­ნე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მსგავ­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც წესი, ექი­მი სწო­რედ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რად გვევ­ლი­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კერ­ძოდ და­ზღვე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს და­უც­ვე­ლი, რო­დე­საც მას მი­ად­გა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და ჯერ არ არის გარ­კვე­უ­ლი მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა. ბრა­ლე­უ­ლო­ბის დად­გე­ნის პრო­ცე­სი კი, შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე კვი­რა ან სუ­ლაც რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­დეს. კერ­ძო და­ზღვე­ვა მას მსგავს შემ­თხვე­ვებს ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნა­ზღა­უ­რებს. არ­სე­ბობს რის­კი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ უარი თქვას მის მი­ღე­ბა­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის არ­ქო­ნის გამო. პრაქ­ტი­კა­ში გვხვდე­ბა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი", - ით­ქვა კო­მი­ტე­ტის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე.

კლინიკები ვალდებულნი ხდებიან, ყველა შემთხვევაში დაეხმარონ პაციენტს, თუკი მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება

კლინიკები ვალდებულნი ხდებიან, ყველა შემთხვევაში დაეხმარონ პაციენტს, თუკი მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება

სამედიცინო დაწესებულებებს კანონით დაკისრებული ვალდებულება ექნებათ, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამასთან, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონსა და "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ვანო ზარდიაშვილი.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურებებით კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები ვერ სარგებლობენ. როგორც კილაძემ განმარტა, აღნიშნულმა წარმოქმნა გარკვეული პრობლემები სამედიცინო სერვისების მიღებისას იმ შემთხვევებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული დაზღვეული პირის ბრალეულობა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში.

"დღეს მოქმედი კანონი ექიმს ავალდებულებს, აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის, თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე, თუმცა კანონში არსადაა ნახსენები სამედიცინო დაწესებულების მსგავსი ვალდებულების შესახებ. როგორც წესი, ექიმი სწორედ სამედიცინო დაწესებულების პოლიტიკის გამტარად გვევლინება. შესაბამისად, კერძოდ დაზღვეული პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი, როდესაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და ჯერ არ არის გარკვეული მისი ბრალეულობა. ბრალეულობის დადგენის პროცესი კი, შესაძლებელია რამდენიმე კვირა ან სულაც რამდენიმე თვე გაგრძელდეს. კერძო დაზღვევა მას მსგავს შემთხვევებს ამ პერიოდის განმავლობაში არ უნაზღაურებს. არსებობს რისკი, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უარი თქვას მის მიღებაზე დაზარალებულის ფინანსური რესურსების არქონის გამო. პრაქტიკაში გვხვდება ასეთი შემთხვევები", - ითქვა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი