საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო 4 წელიწადში ბანკებმა 3-ჯერ მეტი მოგება მიიღეს, ვიდრე მანამდე 15 წლის განმავლობაში
ბოლო 4 წელიწადში ბანკებმა 3-ჯერ მეტი მოგება მიიღეს, ვიდრე მანამდე 15 წლის განმავლობაში

ბოლო 4 წე­ლი­წადსა და 4 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­მა 3-ჯერ მეტი წმინ­და მო­გე­ბა მი­ი­ღეს, ვიდ­რე მათი არ­სე­ბო­ბის 15-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში მთლი­ა­ნად.

ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი მი­ხე­ილ დუნ­დუა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

1998-2012 წლებ­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ბა­კე­ბის 15 წლი­ა­ნი ჯა­მუ­რი წმინ­და მო­გე­ბა 780 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, 2013-2016 წლებ­ში და 2017 წლის პირ­ველ მე­სა­მედ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კე­ბის ჯა­მუ­რი წმინ­და მო­გე­ბა 2 მი­ლი­არდ 376 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ეს თან­ხე­ბი დო­ლარ­ში შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბით და აღ­მო­ვა­ჩენთ რომ, მა­ინც 2-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ბოლო 4 წელი და 4 თვე წინა 15 წლი­ან და­ჯა­მე­ბულ ის­ტო­რი­ას.

სა­ბან­კო სექ­ტო­რის მო­გე­ბის მკვეთ­რი ზრდა უკავ­შირ­დე­ბა მის აქ­ტი­უ­რო­ბას უპი­რა­ტე­სად სა­ცა­ლო-სა­მომ­ხმა­რებ­ლო სექ­ტორ­ში და არა ეკო­ნო­მი­კის გან­მა­ვი­თა­რე­ბელ დარ­გებ­ში.

სამ­წუ­ხა­როდ 2012 წლის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა და­ტო­ვა და თვით­დი­ნე­ბა­ზე მი­უშ­ვა პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მიგ­ვიყ­ვნა მო­სახ­ლე­ო­ბის ჭარბვა­ლი­ო­ა­ნო­ბამ­დე.

დღეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც იწყებს სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რო­მელ­მაც სა­ბან­კო სექ­ტო­რი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­ნა­ვი­თა­როს და ჩა­ა­ყე­ნოს ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლის სამ­სა­ხურ­ში.

ვე­ლო­დე­ბი ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა­გან, რო­დის გა­და­ვა სის­ტე­მა "ბა­ზელ 3"-ზე. ვე­ლო­დე­ბი მთავ­რო­ბი­სა­გან, რო­დის და­ი­წყე­ბა სა­პენ­სიო რე­ფორ­მა, რომ გაჩ­ნდეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­სურ­სი ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში ეკო­ნო­მი­კის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სექ­ტო­რე­ბის და­საკ­რე­დი­ტებ­ლად.

"ბა­ზელ 3"-ზე გა­დას­ვლა იმა­საც ნიშ­ნავს, რომ კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს კა­პი­ტა­ლის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბის და­სა­ცა­ვად მხო­ლოდ ფუ­ლის და ფულ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის და­რე­ზერ­ვე­ბა მო­უ­წევთ და არა ისე რო­გორც დღეს ხდე­ბა - ნაკ­ლე­ბხა­რის­ხი­ა­ნი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის და­რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯზე ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოძ­ვე­ლე­ბუ­რი დე­მონ­სტრი­რე­ბა.

როცა და­სა­რე­ზერ­ვე­ბე­ლი აქ­ტი­ვე­ბის ხა­რის­ხი გა­იზ­რდე­ბა, შემ­ცირ­დე­ბა ბან­კე­ბის მო­გე­ბა, მაგ­რამ გა­იზ­რდე­ბა ბან­კე­ბის ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, რაც სა­ფი­ნან­სო სექ­ტორს გრძელ­ვა­დი­ა­ნი მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ველს შე­უქ­მნის.

2015 წლის ივ­ნის­ში გერ­მა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა (KfW) და "ფრან­კფურ­ტის ფი­ნან­სე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლამ" კვლე­ვა მო­ამ­ზა­და და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გას­ცა

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს დო­კუ­მენ­ტი­დან:

"... მცი­რე­დი წვლი­ლი აქვს ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ბან­კო სის­ტე­მის და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის უმ­თავ­რე­სი როლი არის დაგ­რო­ვე­ბის გარ­დაქ­მნა სეს­ხად, ხელ­მი­საწ­ვდომ პი­რო­ბებ­ში. 2009 წლამ­დე სა­ბან­კო სექ­ტო­რის ძლი­ე­რი ზრდის მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, რად­გა­ნაც საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი სეს­ხზე იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. მას შემ­დეგ უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში გა­ცე­მულ სეს­ხებ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და არის თა­ნა­ბა­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი საპ­რო­ცენ­ტო

გა­ნაკ­ვე­თის სა­და­რი. მაგ­რამ ად­გი­ლობ­რივ ვა­ლუ­ტა­ში სეს­ხე­ბის მარ­ჟა არის უკ­რა­ი­ნა­ზე ორ­ჯერ მა­ღა­ლი და სომ­ხე­თის მარ­ჟის 265%. ასე­ვე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ სეს­ხის ვა­დი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 2008 წლამ­დე, ვა­დი­ა­ნო­ბა კვლავ ძა­ლი­ან მოკ­ლეა. სა­შუ­ა­ლო ვა­დი­ა­ნო­ბა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში არის 16.9 თვე, ხოლო ად­გი­ლობ­რივ­ში 15.3. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვა­დი­ა­ნო­ბის ზრდის მხრივ არის ტენ­დენ­ცია, პროგ­რე­სი არის ძა­ლი­ან ნელი. სა­ბან­კო სეს­ხე­ბის კონ­ტრი­ბუ­ცია ეკო­ნო­მი­კის ზრდა­ში არის ძა­ლი­ან მწი­რი, რად­გა­ნაც სა­ბან­კო პი­რო­ბე­ბი რთუ­ლი მი­სა­ღე­ბია ინ­ვეს­ტორ­თათ­ვის.

ის აფი­ნან­სებს მოხ­მა­რე­ბას...

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და ვაჭ­რო­ბი­სა და ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სა­სეს­ხო პრო­დუქ­ტე­ბის ზრდა, რო­მელ­საც ფარ­თო გა­გე­ბით "სა­მომ­ხმა­რებ­ლო" გან­მარ­ტე­ბა გა­აჩ­ნია. სა­ვაჭ­რო სეს­ხე­ბი 7.9 -ჯერ გა­ი­ზარ­და, ხოლო ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის სეს­ხე­ბი 24.4-ჯერ 2005-იდან 2015 წლამ­დე. სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით ბო­ლოდ­რო­ინ­დელ დე­ვალ­ვა­ცი­ამ­დე 2014 წელს სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ერთი მე­სა­მე­დი თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს სა­ბან­კო სეს­ხე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ხარ­ჯავ­დნენ. სა­სეს­ხო ტვირ­თი ძი­რი­თა­დად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით. გა­სუ­ლი დე­კა­დის უკუ-დაგ­რო­ვე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არის მთა­ვა­რი აქ­ტი­ვი ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის ხელ­ში და ეს აქ­ტი­ვე­ბი დიდი პრობ­ლე­მის ქვეშ არის.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბოლო 4 წელიწადში ბანკებმა 3-ჯერ მეტი მოგება მიიღეს, ვიდრე მანამდე 15 წლის განმავლობაში

ბოლო 4 წელიწადში ბანკებმა 3-ჯერ მეტი მოგება მიიღეს, ვიდრე მანამდე 15 წლის განმავლობაში

ბოლო 4 წელიწადსა და 4 თვეში საქართველოს ბანკებმა 3-ჯერ მეტი წმინდა მოგება მიიღეს, ვიდრე მათი არსებობის 15-წლიან ისტორიაში მთლიანად.

ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

1998-2012 წლებში კომერციული ბაკების 15 წლიანი ჯამური წმინდა მოგება 780 მილიონი ლარია, 2013-2016 წლებში და 2017 წლის პირველ მესამედში საქართველოს ბანკების ჯამური წმინდა მოგება 2 მილიარდ 376 მილიონი ლარია.

გადავიყვანოთ ეს თანხები დოლარში შესაბამისი კურსებით და აღმოვაჩენთ რომ, მაინც 2-ჯერ აღემატება ბოლო 4 წელი და 4 თვე წინა 15 წლიან დაჯამებულ ისტორიას.

საბანკო სექტორის მოგების მკვეთრი ზრდა უკავშირდება მის აქტიურობას უპირატესად საცალო-სამომხმარებლო სექტორში და არა ეკონომიკის განმავითარებელ დარგებში.

სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგ ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ყურადღების მიღმა დატოვა და თვითდინებაზე მიუშვა პროცესი, რომელმაც საბოლოო ჯამში მიგვიყვნა მოსახლეობის ჭარბვალიოანობამდე.

დღეს ეროვნული ბანკი დაგვიანებულად, მაგრამ მაინც იწყებს სავალუტო ფონდის და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების შესრულებას, რომელმაც საბანკო სექტორი სწორი მიმართულებით უნდა განავითაროს და ჩააყენოს ეკონომიკური წინსვლის სამსახურში.

ველოდები ეროვნული ბანკისაგან, როდის გადავა სისტემა "ბაზელ 3"-ზე. ველოდები მთავრობისაგან, როდის დაიწყება საპენსიო რეფორმა, რომ გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ეროვნულ ვალუტაში ეკონომიკის განმავითარებელი სექტორების დასაკრედიტებლად.

"ბაზელ 3"-ზე გადასვლა იმასაც ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს კაპიტალის ადეკვატურობის დასაცავად მხოლოდ ფულის და ფულთან გათანაბრებული აქტივების დარეზერვება მოუწევთ და არა ისე როგორც დღეს ხდება - ნაკლებხარისხიანი ფასიანი ქაღალდების დარეზერვების ხარჯზე ფინანსური სტაბილურობის მოძველებური დემონსტრირება.

როცა დასარეზერვებელი აქტივების ხარისხი გაიზრდება, შემცირდება ბანკების მოგება, მაგრამ გაიზრდება ბანკების ფინანსური სტაბილურობა, რაც საფინანსო სექტორს გრძელვადიანი მდგრადი განვითარების საფუძველს შეუქმნის.

2015 წლის ივნისში გერმანიის განვითარების ბანკმა (KfW) და "ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლამ" კვლევა მოამზადა და საქართველოს საფინანსო სისტემის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები გასცა

გთავაზობთ ამონარიდებს დოკუმენტიდან:

"... მცირედი წვლილი აქვს ეკონომიკურ განვითარებაში

ადგილობრივი საბანკო სისტემის და საფინანსო სექტორის უმთავრესი როლი არის დაგროვების გარდაქმნა სესხად, ხელმისაწვდომ პირობებში. 2009 წლამდე საბანკო სექტორის ძლიერი ზრდის მიუხედავად ასეთი პოზიტიური განვითარება არ მოჰყოლია, რადგანაც საპროცენტო განაკვეთი სესხზე იყო ძალიან მაღალი. მას შემდეგ უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე აღინიშნება გარკვეული გაუმჯობესება და არის თანაბარი განვითარების მქონე ქვეყნებში არსებული საპროცენტო

განაკვეთის სადარი. მაგრამ ადგილობრივ ვალუტაში სესხების მარჟა არის უკრაინაზე ორჯერ მაღალი და სომხეთის მარჟის 265%. ასევე მიუხედავად იმისა რომ სესხის ვადიანობა გაიზარდა 2008 წლამდე, ვადიანობა კვლავ ძალიან მოკლეა. საშუალო ვადიანობა უცხოურ ვალუტაში არის 16.9 თვე, ხოლო ადგილობრივში 15.3. მიუხედავად იმისა, რომ ვადიანობის ზრდის მხრივ არის ტენდენცია, პროგრესი არის ძალიან ნელი. საბანკო სესხების კონტრიბუცია ეკონომიკის ზრდაში არის ძალიან მწირი, რადგანაც საბანკო პირობები რთული მისაღებია ინვესტორთათვის.

ის აფინანსებს მოხმარებას...

ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოში მოხდა ვაჭრობისა და შინამეურნეობების დასაფინანსებლად სასესხო პროდუქტების ზრდა, რომელსაც ფართო გაგებით "სამომხმარებლო" განმარტება გააჩნია. სავაჭრო სესხები 7.9 -ჯერ გაიზარდა, ხოლო შინამეურნეობების სესხები 24.4-ჯერ 2005-იდან 2015 წლამდე. სავალუტო ფონდის მონაცემებით ბოლოდროინდელ დევალვაციამდე 2014 წელს სამომხმარებლო სესხების მომხმარებლების ერთი მესამედი თავისი შემოსავლების ნახევარზე მეტს საბანკო სესხების მომსახურებაზე ხარჯავდნენ. სასესხო ტვირთი ძირითადად უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. გასული დეკადის უკუ-დაგროვებითი პროცესების გათვალისწინებით უძრავი ქონება არის მთავარი აქტივი შინამეურნეობების ხელში და ეს აქტივები დიდი პრობლემის ქვეშ არის.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."