პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში - ნეიროქირურგი კომის სტადიებზე და პრევენციაზე
რამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში - ნეიროქირურგი კომის სტადიებზე და პრევენციაზე

კომა ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა და ღრმა ძილს, თვლე­მას ნიშ­ნავს. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თოა, რად­გა­ნაც ირ­ღვე­ვა ცნო­ბი­ე­რე­ბა. რეფ­ლექ­სე­ბიც თან­და­თან იშ­ლე­ბა, ან სრუ­ლად ქრე­ბა, სუს­ტდე­ბა სუნ­თქვა, რიტ­მი, მა­ჯის­ცე­მა ნელ­დე­ბა ან ჩქარ­დე­ბა. შე­საძ­ლოა ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­აც მო­ი­შა­ლოს, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა და­ე­ცეს... კომა შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი, ორი კვი­რა, ორი თვე, ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა...

მა­გა­ლი­თად, კო­მა­ში 42 წელი გა­ა­ტა­რა ედუ­არ­და ო'ბა­რამ. ქალი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 16 წლის ასაკ­ში დი­ა­ბე­ტის გამო აღ­მოჩ­ნდა. 35 წლის მან­ძილ­ზე დედა უვ­ლი­და, რო­მე­ლიც 80 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა და ედუ­არ­და­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა მის­მა დამ იკის­რა. პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­დან 42 წლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა...

ედუ­არ­და ო'ბარა დე­დას­თან ერ­თად

მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა ასეთ მა­გა­ლით­საც იც­ნობს: 1941 წლის 6 აგ­ვის­ტოს, 6 წლის ელე­ინ ეს­პო­ზი­ტო (აშშ) აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცი­ის დროს კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და. უგო­ნოდ 37 წელი და 111 დღე გა­ა­ტა­რა და 1978 წლის 25 ნო­ემ­ბერს, 43 წლი­სა და 357 დღის გარ­და­იც­ვა­ლა.

ამე­რი­კელ­მა ჯა­რის­კაც­მა, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­შავ­და და მრა­ვა­ლი წელი კო­მა­ში იყო, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა 2014 წლის ივ­ლის­ში სან დი­ე­გოს ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში შეძ­ლო... ჯე­იმს ჰი­ლის­თვის, უკვე 100 წელს მიღ­წე­უ­ლი მო­ხუ­ცის­თვის, რო­მე­ლიც ომში არა­ერ­თხელ დაჭ­რი­ლა, 1945 წლის 27 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა კი მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, თუმ­ცა, მი­ღე­ბუ­ლი შო­კის გამო, პა­ცი­ენ­ტის კო­მი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ფიქ­რობ­დნენ, ამ მდგო­მა­რე­ო­ბას თავს ვე­რა­სო­დეს და­აღ­წევ­და... 69 წლის შემ­დეგ, კო­მი­დან გა­მო­სულ­მა მო­ხუც­მა ჯა­რის­კაც­მა ჰილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი ბიჭი და მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა ჰყავს 70 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ნახა, რად­გა­ნაც ის მისი ომში გაწ­ვე­ვის შემ­დეგ და­ი­ბა­და. ჯე­იმ­სი ასე­ვე 4 შვი­ლიშ­ვი­ლი­სა და 3 შვილ­თაშ­ვი­ლის ბა­ბუაა...

ჰილი გი­ნე­სის არა­ერ­თი სერ­თი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლია, რე­კორდსმე­ნია, რო­გორც კო­მა­ში ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს მყო­ფი ადა­მი­ა­ნი და რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი კო­მის შემ­დეგ გა­მოღ­ვი­ძე­ბა შეძ­ლო.

AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რი ექი­მი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი გოჩა ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლია და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა:

- კომა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბას იწ­ვევს ტვი­ნის სტრუქ­ტუ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. როცა ის უკვე კარ­გავს აზ­როვ­ნე­ბის უნარს და ადა­მი­ა­ნი უკონ­ტაქ­ტო ხდე­ბა. კო­მის ხა­რის­ხე­ბი სხვა­დას­ხვაა.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რა დროს ვი­თარ­დე­ბა კომა?

- ხში­რია კო­მის გან­ვი­თა­რე­ბა თა­ვის ქალა-ტვი­ნის მძი­მე ტრავ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საკ­მა­ოდ ხში­რია ასე­ვე ტვი­ნის შე­შუ­პე­ბის დროს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გამო გან­ვი­თარ­დეს, მე­ნინ­გი­ტე­ბის დროს, შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი­სას მოხ­დეს, სიმ­სივ­ნის დროს, ან ე.წ. ჰიდ­რო­ცე­ფა­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში... აგ­რეთ­ვე ინ­სულ­ტის სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი­სასც და იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის დრო­საც. მა­გა­ლი­თად, იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ე­წო­დე­ბა ტვინს სის­ხლი და ტვი­ნის გარ­კვე­უ­ლი უბ­ნის სიკ­ვდი­ლი ხდე­ბა, რა­მაც თა­ვის მხრივ შე­იძ­ლე­ბა ტვი­ნის და­მა­ტე­ბი­თი შე­შუ­პე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

- ტრავ­მულს და ინ­ფექ­ცი­ურს თუ გა­მოვ­რი­ცხავთ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, კო­მის სიმპტო­მად, წი­ნა­პე­რი­ო­დად, გარ­კვე­ულ ნიშ­ნად რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს?..

- წი­ნა­პე­რი­ო­დად და გარ­კვე­ულ ნიშ­ნად ვე­რა­ფერს ჩავ­თვლით, როცა სიმ­სივ­ნე მი­დის და ნელა ვი­თარ­დე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ამას თა­ვი­სი სიმპტო­მა­ტი­კა აქვს, ესეც იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტვი­ნის რა უბა­ნი ზი­ან­დე­ბა.

- კო­მა­ტო­ზუ­რი პე­რი­ო­დი რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა?

- ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ვე­რა­ვინ გან­სა­ზღვრავს, ზუს­ტად რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბა კომა გაგ­რძელ­დეს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყოს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი, ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, წლე­ბის მან­ძილ­ზე...

- არის შემ­თხვე­ვა, როცა კო­მა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, თით­ქოს მე­დი­ცი­ნა უძ­ლუ­რია, მისი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი არ აქვთ და ამ დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მობ­რუ­ნე­ბა ხდე­ბა. პა­ცი­ენ­ტი გონ­ზე მო­დის, ლა­პა­რაკ­საც იწყებს და პრაქ­ტი­კუ­ლად, თა­ვი­დან იწყებს ცხოვ­რე­ბას.

- აქ გა­აჩ­ნია ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის რა ხა­რის­ხია, ორ­გა­ნიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა და იმას, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მკურ­ნა­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნი კო­მა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს გულყრის დრო­საც, როცა არის ეპი­ლეფ­სი­უ­რი გულყრა, როცა ტვინს ჟანგბა­დი აკ­ლდე­ბა, მისი მო­მა­რა­გე­ბა არ ხდე­ბა. ასე­თი რამ შე­იძ­ლე­ბა ინ­ფარ­ქტის დრო­საც მოხ­დეს.

კო­მას ზო­გა­დად თა­ვის ხა­რის­ხე­ბი აქვს. ცნო­ბი­ე­რე­ბის სა­ზომ ერ­თე­უ­ლე­ბად ნა­თე­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა ით­ვლე­ბა, რაც 15 ქუ­ლით ფას­დე­ბა, 3 ქულა კი არის ტვი­ნის სიკ­ვდი­ლი, 3-დან 9 ქუ­ლამ­დე, ანუ 8 ქუ­ლის ჩათ­ვლით, მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს არის კომა. 9-დან 11 ქუ­ლამ­დე - სო­პო­რი (გო­ნე­ბის დაბ­ნე­ლე­ბის ღრმა სტა­დია). შემ­დეგ ძი­ლი­ა­ნო­ბაა და ნა­თე­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა.

- კომა რა კვალს ტო­ვებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, გო­ნე­ბა­ზე?

- ამას ვე­რა­ვინ იტყვის, გა­აჩ­ნია, ტვი­ნის რო­მე­ლი უბა­ნია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი...

- თქვენ­თან ტვი­ნის რო­გო­რი და­ზი­ა­ნე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი ხვდე­ბი­ან?

- ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვის სა­ზო­მი ქულა აქვს. ვერც ერთი სი­ტყვით ვერ ახ­სნი და იტყვი, რა დროს რა უნდა გა­ა­კე­თო. ყვე­ლა პა­ცი­ენტს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა მი­უდ­გე, თი­თო­ე­ულს პერ­სო­ნა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

- პრე­ვენ­ცია რა არის, რას უნდა მი­აქ­ცი­ოს ადა­მი­ან­მა ყუ­რა­დღე­ბა, რომ ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ აღ­მოჩ­ნდეს?

- ყვე­ლა­ზე კარ­გი პრე­ვენ­ცია ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სია, - სწო­რი კვე­ბა, სუფ­თა ჰა­ე­რი, ზო­მი­ე­რი დატ­ვირ­თვა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­დაღ­ლის პრე­ვენ­ცია, უბ­რა­ლოდ, არ უნდა გა­და­ი­ღა­ლო, ზედ­მე­ტი არა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს თა­ვი­სი ზომა აქვს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა.

- რამ­დე­ნია ძი­ლის ნორ­მა?

- ზრდას­რულ ადა­მი­ანს 7 სა­ა­თი უნდა ეძი­ნოს, მაგ­რამ ნა­პო­ლე­ონს 4 სა­ა­თი ეძი­ნა და ყოფ­ნი­და... ზო­გა­დად კო­მის მარ­თვა უფრო მე­ტად რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში ვე­რე­ვით, თუკი ტვინს რა­ღაც აწ­ვე­ბა, ან ნერ­ვულ ქსო­ვილ­ზე ზე­წო­ლას რა­ი­მე ფაქ­ტო­რი ახ­დენს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კო­მას არ ვმკურ­ნა­ლობთ, ამას რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი უძღვე­ბი­ან.

- ე.ი. კო­მის მკურ­ნა­ლო­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა...

- დიახ, ეს სა­ჭი­რო­ებს აპა­რა­ტულ სუნ­თქვას. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა 9 ქუ­ლა­ზე და­ბა­ლია, უნდა იყოს გა­დაყ­ვა­ნი­ლი აპა­რა­ტულ სინ­თქვა­ზე, ვი­ნა­ი­დან ტვინს ამ დროს მეტი ჟანგბა­დი სჭირ­დე­ბა, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ უზ­რუნ­ველ­ყოფს, რად­გა­ნაც მას ორ­გა­ნიზ­მზე თა­ვი­სი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი ფუნ­ქცია და­კარ­გუ­ლი აქვს.

- ე.ი. 9 ქულა ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნი შე­კი­თხვებ­ზე ვე­ღარ პა­სუ­ხობს და მძი­მეა...

- კი, ეს უკვე სუ­პო­რია, ხოლო 8 ქულა კი კომა!

- ამ ყვე­ლა­ფერს აპა­რა­ტუ­რა აფიქ­სი­რებს?

- არა, - ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნეს ექი­მი აფიქ­სი­რებს, ნევ­რო­ლო­გი, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი, ან რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი. ფას­დე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის დონე და იწყე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.

- რა სხვა­ო­ბაა ჰე­მო­რა­გი­ულ და იშე­მი­ურ ინ­სულტს შო­რის, რომ­ლის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა კომა გან­ვი­თარ­დეს?

- ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტის დროს ხდე­ბა სიხლჩაქ­ცე­ვა (ჰე­მო­რა­გია ნიშ­ნავს სის­ხლის ჩაქ­ცე­ვა), იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის დროს ტვინს არ მი­ე­წო­დე­ბა კვე­ბა (იშე­მია შიმ­შილს ნიშ­ნავს). ერთ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლძარ­ღვი სკდე­ბა და იქ­ცე­ვა სის­ხლი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ტვი­ნის ქსო­ვილს აზი­ა­ნებს, გარ­და ამი­სა, დაგ­რო­ვი­ლი სის­ხლი ტვი­ნის ქსო­ვილ­ზე ზე­წო­ლას ახ­დენს და რო­გორც სიმ­სივ­ნე, ისე აწ­ვე­ბა.

ფაქ­ტო­რი არ ის, როცა სის­ხლი დაშ­ლას იწყებს და სის­ხლის ნა­შა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას ქმნის, - წამ­ლავს ტვინს და და­მა­ტე­ბით შე­შუ­პე­ბას იწ­ვევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვე­რე­ვით, ანუ ეს არის ჰე­მო­რა­გი­უ­ლის შემ­თხვე­ვა, როცა ქი­რურ­გი­უ­ლად ვე­რე­ვით, რომ მო­ვა­ცი­ლოთ ჩაქ­ცე­უ­ლი სის­ხლის მასა. ასეა იმ დროს, თუ 35-40 მლ-მდე მე­ტია, მაგ­რამ თუ 100 მი­ლი­ლიტრზე მე­ტია, ამ დროს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და ჩვე­ნი ჩა­რე­ვა სამ­წუ­ხა­როდ, შე­დეგს აღარ იძ­ლე­ვა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი უნდა მო­უფრ­თხილ­დეს სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში - ნეიროქირურგი კომის სტადიებზე და პრევენციაზე

რამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში - ნეიროქირურგი კომის სტადიებზე და პრევენციაზე

კომა ბერძნული სიტყვაა და ღრმა ძილს, თვლემას ნიშნავს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, კომატოზური მდგომარეობა სიცოცხლისათვის სახიფათოა, რადგანაც ირღვევა ცნობიერება. რეფლექსებიც თანდათან იშლება, ან სრულად ქრება, სუსტდება სუნთქვა, რიტმი, მაჯისცემა ნელდება ან ჩქარდება. შესაძლოა ტემპერატურული რეგულაციაც მოიშალოს, არტერიული წნევა დაეცეს... კომა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი, ორი კვირა, ორი თვე, ან მთელი ცხოვრება...

მაგალითად, კომაში 42 წელი გაატარა ედუარდა ო'ბარამ. ქალი ამ მდგომარეობაში 16 წლის ასაკში დიაბეტის გამო აღმოჩნდა. 35 წლის მანძილზე დედა უვლიდა, რომელიც 80 წლისა გარდაიცვალა და ედუარდაზე მზრუნველობა მისმა დამ იკისრა. პაციენტი კომაში ჩავარდნიდან 42 წლის შემდეგ გარდაიცვალა...

ედუარდა ო'ბარა დედასთან ერთად

მსოფლიო მედიცინა ასეთ მაგალითსაც იცნობს: 1941 წლის 6 აგვისტოს, 6 წლის ელეინ ესპოზიტო (აშშ) აპენდიციტის ოპერაციის დროს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. უგონოდ 37 წელი და 111 დღე გაატარა და 1978 წლის 25 ნოემბერს, 43 წლისა და 357 დღის გარდაიცვალა.

ამერიკელმა ჯარისკაცმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაშავდა და მრავალი წელი კომაში იყო, მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა 2014 წლის ივლისში სან დიეგოს ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში შეძლო... ჯეიმს ჰილისთვის, უკვე 100 წელს მიღწეული მოხუცისთვის, რომელიც ომში არაერთხელ დაჭრილა, 1945 წლის 27 თებერვალს მომხდარი აფეთქება კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, თუმცა, მიღებული შოკის გამო, პაციენტის კომიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ფიქრობდნენ, ამ მდგომარეობას თავს ვერასოდეს დააღწევდა... 69 წლის შემდეგ, კომიდან გამოსულმა მოხუცმა ჯარისკაცმა ჰილმა აღმოაჩინა, რომ მისი ბიჭი და მეუღლე გარდაცვლილები არიან, თუმცა ჰყავს 70 წლის ქალიშვილი, რომელიც პირველად ნახა, რადგანაც ის მისი ომში გაწვევის შემდეგ დაიბადა. ჯეიმსი ასევე 4 შვილიშვილისა და 3 შვილთაშვილის ბაბუაა...

ჰილი გინესის არაერთი სერთიფიკატის მფლობელია, რეკორდსმენია, როგორც კომაში ყველაზე დიდხანს მყოფი ადამიანი და რომელმაც ყველაზე ხანგრძლივი კომის შემდეგ გამოღვიძება შეძლო.

AMBEBI.GE-ს სტუმარი ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ნეიროქირურგი გოჩა ჩუტკერაშვილია და ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება:

- კომა უგონო მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული. უგონო მდგომარეობას იწვევს ტვინის სტრუქტურების დაზიანება. როცა ის უკვე კარგავს აზროვნების უნარს და ადამიანი უკონტაქტო ხდება. კომის ხარისხები სხვადასხვაა.

- ყველაზე ხშირად რა დროს ვითარდება კომა?

- ხშირია კომის განვითარება თავის ქალა-ტვინის მძიმე ტრავმების შემთხვევაში, საკმაოდ ხშირია ასევე ტვინის შეშუპების დროს, რომელიც შეიძლება ინფექციის გამო განვითარდეს, მენინგიტების დროს, შესაძლებელია სისხლჩაქცევებისას მოხდეს, სიმსივნის დროს, ან ე.წ. ჰიდროცეფალიის განვითარების შემთხვევაში... აგრეთვე ინსულტის სისხლჩაქცევებისასც და იშემიური ინსულტის დროსაც. მაგალითად, იშემიური ინსულტის შემთხვევაში არ მიეწოდება ტვინს სისხლი და ტვინის გარკვეული უბნის სიკვდილი ხდება, რამაც თავის მხრივ შეიძლება ტვინის დამატებითი შეშუპება გამოიწვიოს.

- ტრავმულს და ინფექციურს თუ გამოვრიცხავთ, სხვა შემთხვევაში, კომის სიმპტომად, წინაპერიოდად, გარკვეულ ნიშნად რა შეიძლება ჩაითვალოს?..

- წინაპერიოდად და გარკვეულ ნიშნად ვერაფერს ჩავთვლით, როცა სიმსივნე მიდის და ნელა ვითარდება, ამ შემთხვევაში, ამას თავისი სიმპტომატიკა აქვს, ესეც იქიდან გამომდინარე, ტვინის რა უბანი ზიანდება.

- კომატოზური პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება?

- ეს ინდივიდუალურია. ვერავინ განსაზღვრავს, ზუსტად რამდენი ხანი შეიძლება კომა გაგრძელდეს. შესაძლებელია, იყოს რამდენიმე საათი, ან მთელი ცხოვრება, წლების მანძილზე...

- არის შემთხვევა, როცა კომაში მყოფი ადამიანის მიმართ, თითქოს მედიცინა უძლურია, მისი გადარჩენის იმედი არ აქვთ და ამ დროს მოულოდნელი შემობრუნება ხდება. პაციენტი გონზე მოდის, ლაპარაკსაც იწყებს და პრაქტიკულად, თავიდან იწყებს ცხოვრებას.

- აქ გააჩნია ტვინის დაზიანების რა ხარისხია, ორგანიზმის მდგომარეობასაც ექცევა ყურადღება და იმას, რამდენად ადეკვატურად მიმდინარეობს მკურნალობა. ადამიანი კომაში შეიძლება გადავიდეს გულყრის დროსაც, როცა არის ეპილეფსიური გულყრა, როცა ტვინს ჟანგბადი აკლდება, მისი მომარაგება არ ხდება. ასეთი რამ შეიძლება ინფარქტის დროსაც მოხდეს.

კომას ზოგადად თავის ხარისხები აქვს. ცნობიერების საზომ ერთეულებად ნათელი ცნობიერება ითვლება, რაც 15 ქულით ფასდება, 3 ქულა კი არის ტვინის სიკვდილი, 3-დან 9 ქულამდე, ანუ 8 ქულის ჩათვლით, მიიჩნევა, რომ ეს არის კომა. 9-დან 11 ქულამდე - სოპორი (გონების დაბნელების ღრმა სტადია). შემდეგ ძილიანობაა და ნათელი ცნობიერება.

- კომა რა კვალს ტოვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, გონებაზე?

- ამას ვერავინ იტყვის, გააჩნია, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული...

- თქვენთან ტვინის როგორი დაზიანების მქონე პაციენტები ხვდებიან?

- ამ ყველაფერს თავის საზომი ქულა აქვს. ვერც ერთი სიტყვით ვერ ახსნი და იტყვი, რა დროს რა უნდა გააკეთო. ყველა პაციენტს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, თითოეულს პერსონალური დამოკიდებულება სჭირდება.

- პრევენცია რა არის, რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს?

- ყველაზე კარგი პრევენცია ჯანმრთელი ცხოვრების წესია, - სწორი კვება, სუფთა ჰაერი, ზომიერი დატვირთვა, აუცილებელია გადაღლის პრევენცია, უბრალოდ, არ უნდა გადაიღალო, ზედმეტი არაფერი შეიძლება, ნებისმიერ საქმეს თავისი ზომა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება.

- რამდენია ძილის ნორმა?

- ზრდასრულ ადამიანს 7 საათი უნდა ეძინოს, მაგრამ ნაპოლეონს 4 საათი ეძინა და ყოფნიდა... ზოგადად კომის მართვა უფრო მეტად რეანიმატოლოგების პრეროგატივაა, ნეიროქირურგები იმ შემთხვევაში ვერევით, თუკი ტვინს რაღაც აწვება, ან ნერვულ ქსოვილზე ზეწოლას რაიმე ფაქტორი ახდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომას არ ვმკურნალობთ, ამას რეანიმატოლოგები უძღვებიან.

- ე.ი. კომის მკურნალობა რეანიმაციული ღონისძიებაა...

- დიახ, ეს საჭიროებს აპარატულ სუნთქვას. როდესაც ადამიანის ცნობიერება 9 ქულაზე დაბალია, უნდა იყოს გადაყვანილი აპარატულ სინთქვაზე, ვინაიდან ტვინს ამ დროს მეტი ჟანგბადი სჭირდება, რომელსაც ორგანიზმი ვეღარ უზრუნველყოფს, რადგანაც მას ორგანიზმზე თავისი მაორგანიზებელი ფუნქცია დაკარგული აქვს.

- ე.ი. 9 ქულა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შეკითხვებზე ვეღარ პასუხობს და მძიმეა...

- კი, ეს უკვე სუპორია, ხოლო 8 ქულა კი კომა!

- ამ ყველაფერს აპარატურა აფიქსირებს?

- არა, - ცნობიერების დონეს ექიმი აფიქსირებს, ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ან რეანიმატოლოგი. ფასდება ცნობიერების დონე და იწყება შესაბამისი მკურნალობა.

- რა სხვაობაა ჰემორაგიულ და იშემიურ ინსულტს შორის, რომლის დროსაც შეიძლება კომა განვითარდეს?

- ჰემორაგიული ინსულტის დროს ხდება სიხლჩაქცევა (ჰემორაგია ნიშნავს სისხლის ჩაქცევა), იშემიური ინსულტის დროს ტვინს არ მიეწოდება კვება (იშემია შიმშილს ნიშნავს). ერთ შემთხვევაში სისხლძარღვი სკდება და იქცევა სისხლი, რომელიც თავის მხრივ ტვინის ქსოვილს აზიანებს, გარდა ამისა, დაგროვილი სისხლი ტვინის ქსოვილზე ზეწოლას ახდენს და როგორც სიმსივნე, ისე აწვება.

ფაქტორი არ ის, როცა სისხლი დაშლას იწყებს და სისხლის ნაშალი პროდუქტები სერიოზულ პრობლემას ქმნის, - წამლავს ტვინს და დამატებით შეშუპებას იწვევს. ამ შემთხვევაში ვერევით, ანუ ეს არის ჰემორაგიულის შემთხვევა, როცა ქირურგიულად ვერევით, რომ მოვაცილოთ ჩაქცეული სისხლის მასა. ასეა იმ დროს, თუ 35-40 მლ-მდე მეტია, მაგრამ თუ 100 მილილიტრზე მეტია, ამ დროს პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ჩვენი ჩარევა სამწუხაროდ, შედეგს აღარ იძლევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანი უნდა მოუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ, არ გვინდა, ხალხმრავალი წვეულებები" - გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ქუთაისში კორონავირუსს ურილოგი გენადი ესაკია ემსხვერპლა

"მომხრე ვართ შეზღუდვების მინიმალური შემსუბუქების - თუ 24-დან ყველაფერს გავხსნით, ინფიცირების მაჩვენებელი ავარდება 5000-ზე" - გამყრელიძე