მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა აარიდოთ შვილი საშიშ ინტერნეტგართობას - ფსიქოლოგის რჩევები "ლურჯი ვეშაპით" შეშინებულ მშობლებს
როგორ უნდა აარიდოთ შვილი საშიშ ინტერნეტგართობას - ფსიქოლოგის რჩევები "ლურჯი ვეშაპით" შეშინებულ მშობლებს

15 წლის იუ­ლია, 14 წლის ვე­რო­ნი­კა, 16 წლის ეკა­ტე­რი­ნა, - ეს მო­ზარ­დე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თა­მა­შის მსხვერ­პლი გახ­დნენ, რო­მელ­საც, "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" ცნო­ბით, რუ­სეთ­ში, 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 130 მო­ზარ­დი შე­ე­წი­რა. მო­ზარ­დებ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­მაშ­მა - "ლურ­ჯი ვე­შა­პი" სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­აღ­წია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არ და­ა­დას­ტუ­რეს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, პო­ლი­ცი­ამ დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ "ლურ­ჯი ვე­შა­პის" შე­საძ­ლო თა­მა­შის ფაქ­ტებს. "სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ე.წ. ონ­ლა­ინ თა­მა­ში "ლურ­ჯი ვე­შა­პის" არ­სე­ბო­ბის რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ახ­ლა­ხანს კი, 17 წლის ხელ­ვა­ჩა­უ­რელ­მა ბიჭ­მა, რო­მელ­მაც გა­სულ წელს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, აღი­ა­რა, რომ სა­ხი­ფა­თო ინ­ტერ­ნეტ თა­მა­შით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

ორი დღის წინ კი 16 წლის სკო­ლის მოს­წავ­ლე გად­მო­ვარ­და მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან, ბიჭი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა და ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამ შემ­თხვე­ვას ოჯა­ხი სა­ხი­ფა­თო ინ­ტერ­ნეტ-თა­მაშს უკავ­ში­რებს. 16 წლის ბი­ჭის ოჯა­ხის წევ­რმა ფე­ის­ბუ­ქით მი­მარ­თვაც გა­ავ­რცე­ლა: "ეს არის სექ­ტა, რო­მელ­საც მო­ზარ­დე­ბი სუ­ი­ცი­დამ­დე მიჰ­ყავს, და­ში­ნე­ბით, შან­ტა­ჟით და სხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით. ჩემი 16 წლის ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი, ნა­ფე­რე­ბი, კომ­ფორ­ტსა და სიყ­ვა­რულ­ში გაზ­რდი­ლი ძმა თა­ვის ოთა­ხის აივ­ნი­დან, მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა! დროა ამ ბავ­შვებს უთხრათ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს და დრო­ზე უნდა ამო­ი­ღონ ხმა, რომ ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით, ვუშ­ვე­ლით, და­ვი­ცავთ. ჩემი სან­დრო გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ათე­უ­ლო­ბით ბავ­შვი ვერ! ეს არის რუ­სეთ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ სექ­ტა, კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სულ ენა­ზე, რო­მე­ლიც ბავ­შვებს და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევს, ბოლო და­ვა­ლე­ბა კი სა­ხუ­რა­ვი­დან გა­დახ­ტო­მაა! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბი­ან!"...

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­იც­ვან მშობ­ლებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან?

ფსი­ქო­ლოგ ზუ­რაბ მხე­ი­ძის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც არამ­ხო­ლოდ ბავ­შვის აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, არა­მედ მას­თან ერ­თად მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ასეთ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი ბავ­შვის­თვის ინ­ტე­რე­სე­ბის პოვ­ნა და მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­ებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბაა, იქ­ნე­ბა ეს სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა თუ სხვა. რო­დე­საც მას გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, ინ­ტერ­ნეტ-თა­მა­შებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, მსგავს აქ­ტი­ვო­ბებ­ში ნაკ­ლე­ბად ერ­თვე­ბა. ამ მხრივ, მშობ­ლის როლი ძა­ლი­ან დი­დია, რად­გან რო­დე­საც ისი­ნი შვი­ლებ­თან ერ­თად დროს ვერ ატა­რე­ბენ, არ იცი­ან მათი ბავ­შვე­ბი რით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, არ ესა­უბ­რე­ბი­ან პრობ­ლე­მებ­ზე, არ უზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ ინ­ტე­რე­სებს, ეს მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან ალ­ტერ­ნა­ტი­ვის ძი­ე­ბი­სა და თუნ­დაც, ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვლის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს," - გან­მარ­ტავს ფსი­ქო­ლო­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ თა­მაშს, ზუ­რაბ მხე­ი­ძის თქმით, მას შე­საძ­ლოა, "სექ­ტის" კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც მივ­ცეთ. კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი ბავ­შვებს გარ­კვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში ით­რე­ვენ, ას­რუ­ლე­ბი­ნე­ბენ ბრძა­ნე­ბებს, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც თავს მნიშ­ვნე­ლო­ვან პი­რე­ბად გრძნო­ბენ წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ უნდა აარიდოთ შვილი საშიშ ინტერნეტგართობას - ფსიქოლოგის რჩევები "ლურჯი ვეშაპით" შეშინებულ მშობლებს

როგორ უნდა აარიდოთ შვილი საშიშ ინტერნეტგართობას - ფსიქოლოგის რჩევები "ლურჯი ვეშაპით" შეშინებულ მშობლებს

15 წლის იულია, 14 წლის ვერონიკა, 16 წლის ეკატერინა, - ეს მოზარდები ინტერნეტში გავრცელებული თამაშის მსხვერპლი გახდნენ, რომელსაც, "ნოვაია გაზეტას" ცნობით, რუსეთში, 1 წლის განმავლობაში, 130 მოზარდი შეეწირა. მოზარდებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თამაშმა - "ლურჯი ვეშაპი" საქართველოშიც შემოაღწია შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაადასტურეს. რამდენიმე თვის წინ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიმდინარე გამოძიების პროცესში, პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ "ლურჯი ვეშაპის" შესაძლო თამაშის ფაქტებს. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა“, - აღნიშნული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახლახანს კი, 17 წლის ხელვაჩაურელმა ბიჭმა, რომელმაც გასულ წელს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, აღიარა, რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული.

ორი დღის წინ კი 16 წლის სკოლის მოსწავლე გადმოვარდა მაღალი სართულიდან, ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ამ შემთხვევას ოჯახი სახიფათო ინტერნეტ-თამაშს უკავშირებს. 16 წლის ბიჭის ოჯახის წევრმა ფეისბუქით მიმართვაც გაავრცელა: "ეს არის სექტა, რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს, დაშინებით, შანტაჟით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით. ჩემი 16 წლის ნალოლიავები, ნაფერები, კომფორტსა და სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა! დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს და დროზე უნდა ამოიღონ ხმა, რომ ჩვენ დავეხმარებით, ვუშველით, დავიცავთ. ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი ვერ! ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული ინტერნეტ სექტა, კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსულ ენაზე, რომელიც ბავშვებს დავალებებს აძლევს, ბოლო დავალება კი სახურავიდან გადახტომაა! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან!"...

როგორ შეიძლება დაიცვან მშობლებმა არასრულწლოვანი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისგან?

ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის თქმით, თავდაპირველად, აუცილებელია მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაცია, რაც არამხოლოდ ბავშვის აქტივობების შესახებ ინფორმირებულობას, არამედ მასთან ერთად მეტი დროის გატარებას გულისხმობს.

"ასეთ თამაშებში ჩართვის პრევენციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ბავშვისთვის ინტერესების პოვნა და მის საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულობაა, იქნება ეს სპორტული აქტივობა თუ სხვა. როდესაც მას გარკვეული ინტერესები აქვს, ინტერნეტ-თამაშებში და განსაკუთრებით, მსგავს აქტივობებში ნაკლებად ერთვება. ამ მხრივ, მშობლის როლი ძალიან დიდია, რადგან როდესაც ისინი შვილებთან ერთად დროს ვერ ატარებენ, არ იციან მათი ბავშვები რით არიან დაკავებულები, არ ესაუბრებიან პრობლემებზე, არ უზიარებენ თავიანთ ინტერესებს, ეს მოზარდების მხრიდან ალტერნატივის ძიებისა და თუნდაც, ვირტუალურ სამყაროში გადასვლის პროვოცირებას იწვევს," - განმარტავს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება აღნიშნულ თამაშს, ზურაბ მხეიძის თქმით, მას შესაძლოა, "სექტის" კვალიფიკაციაც მივცეთ. კონკრეტული პირები ბავშვებს გარკვეულ საქმიანობებში ითრევენ, ასრულებინებენ ბრძანებებს, რისი საშუალებითაც თავს მნიშვნელოვან პირებად გრძნობენ წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი