Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სტატიებს უკვეთავს Facebook-ი მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ გამოცემებს
რა სტატიებს უკვეთავს Facebook-ი მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ გამოცემებს

გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და ახლა უკვე დიდი ბრი­ტა­ნე­თი - Facebook აფარ­თო­ებს კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებს, რომ­ლი­თაც ყალ­ბი ნი­უ­სე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ამ­ჯე­რად სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­სა­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტი­ე­ბი ამ სა­კი­თხზე.

The Times-ში, The Guardian-სა და Daily Telegraph-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს 10 რჩე­ვას, თუ რო­გორ უნდა გა­ვარ­ჩი­ოთ რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ყალ­ბის­გან.

ყალ­ბი ნი­უ­სის ამო­საც­ნო­ბად შემ­დე­გი 10 ხერ­ხი და­გეხ­მა­რე­ბათ:

• სკეპ­ტი­კუ­რად შე­ხე­დეთ სა­თა­ურს

• კარ­გად და­აკ­ვირ­დით URL-ს

• გა­მო­ი­ძი­ეთ წყა­რო

• და­აკ­ვირ­დით უც­ნა­ურ ფორ­მატს

• ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

• შე­ა­მოწ­მეთ თა­რი­ღი

• შე­ა­მოწ­მეთ ფაქ­ტე­ბი

• კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე გა­და­ა­მოწ­მეთ სხვა მა­სა­ლე­ბიც

• ეს ამ­ბა­ვი ხუმ­რო­ბა ხომ არაა?

• ზოგი ინ­ფორ­მა­ცია სა­ტი­რულ ხა­სი­ათს ატა­რებს და ის რე­ა­ლო­ბად არ უნდა მი­ი­ღოთ

ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი შე­ხედ­ვით მარ­ტი­ვად ჟღერს და თით­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა არა­ვის უნდა უჭირ­დეს. მაგ­რამ როცა მომ­ხმა­რე­ბელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხვდე­ბა ნი­უ­სი, რო­მელ­საც მისი მე­გო­ბა­რი აზი­ა­რებს, ხში­რად მისი, რო­გორც უტყუ­არ ფაქ­ტად აღ­ქმა, ხდე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პოს­ტის და­შე­ა­რე­ბა მხო­ლოდ მისი სა­თა­უ­რის წა­კი­თხვის შემ­დეგ ხდე­ბა. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყუ­რა­დღე­ბას აღარ აქ­ცევს, თუ რა წე­რია თა­ვად ნი­უს­ში. მისი წა­კი­თხვის შემ­თვე­ვა­ში კი ალ­ბა­თო­ბა, რომ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია ამო­იც­ნოს, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 8 ივ­ნისს და­გეგ­მილ­მა არ­ჩევ­ნებ­მა სი­ტუ­ა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ამ­წვა­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ამ­ბე­ბის გამო, Facebook-ი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის ქვე­შაა და ეს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში არ და­წყე­ბუ­ლა. კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი როლი ითა­მა­შა აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის რე­ფე­რენ­დუმ­ში.

და მა­ინც, რაში მდგო­მა­რე­ობს საფრ­თხე?

"ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის წყა­რო Facebook-ია. თუ მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს, მა­შინ გა­მო­დის, რომ მათი არ­ჩე­ვა­ნი ტყუ­ილ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი," - აღ­ნიშ­ნავს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­მი­ან კო­ლინ­სი.

სწო­რედ ამ საფრ­თხის გამო, მან მკაც­რად მო­უ­წო­და Facebook-ს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან გაწ­მინ­დოს.

Facebook-ი ამ ფაქტს არც უარ­ყოფს. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჯერ კი­დევ აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს და­ფიქ­სირ­და დარ­ღვე­ვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მოქ­მე­დე­ბას მო­ი­თხოვს. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს მოქ­მე­დე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და Facebook-ზე მი­ლი­ო­ნო­ბით ყალ­ბი ან­გა­რი­შია დაბ­ლო­კი­ლი.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა გერ­მა­ნი­ა­შიც და­ფიქ­სირ­და. ან­გე­ლა მერ­კე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მკაც­რად მო­უ­წო­და Facebook-ს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ყალ­ბი ნი­უ­სე­ბის­გან გაწ­მინ­დოს. Facebook-ის სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბა კი ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა იყო. 10 რჩე­ვა ყალ­ბი ნი­უ­სის ამო­საც­ნო­ბად და­ი­ბეჭ­და Sueddeutsche Zeitung-სა და Axel Springer SE’s Die Welt-ში. თუმ­ცა გერ­მა­ნია მხო­ლოდ მო­წო­დე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლა. მთავ­რო­ბამ Facebook-ის­თვის და­ა­წე­სა 50 000 ევ­როს ჯა­რი­მა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უარს იტყვი­ან ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის წაშ­ლა­ზე ან მომ­ხმა­რებ­ლებს მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არჩვე­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე Facebook-მა ყალ­ბი ნი­უ­სის ამო­საც­ნო­ბი რჩე­ვე­ბი საფ­რან­გე­თის პრე­სა­შიც გა­ავ­რცე­ლა და ამით კი­დევ ერთ სკან­დალ­ში გა­რე­ვას აა­რი­და თავი. სა­რეკ­ლა­მო სტა­ტი­ე­ბი და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში Le Monde, Les Échos, Libération, Le Parisien, 20 Minutes და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსხვილ გა­მო­ცე­მა­ში.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ Facebook-მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად მე­დი­ის ყვე­ლა­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი სახე - ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი აირ­ჩია. ეს ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის სან­დო­ო­ბას კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

ფო­ტო­მონ­ტა­ჟი, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მო­ა­ტყუა

5 ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა "ფე­ის­ბუქ­მა" და­ი­ჯე­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რა სტატიებს უკვეთავს Facebook-ი მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ გამოცემებს

რა სტატიებს უკვეთავს Facebook-ი მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ გამოცემებს

გერმანია, საფრანგეთი და ახლა უკვე დიდი ბრიტანეთი - Facebook აფართოებს კამპანიის ფარგლებს, რომლითაც ყალბი ნიუსების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ამჯერად სოციალურმა ქსელმა დიდი ბრიტანეთის პრესაში გამოაქვეყნა სტატიები ამ საკითხზე.

The Times-ში, The Guardian-სა და Daily Telegraph-ში გამოქვეყნდა მასალები, რომლებიც მოიცავს 10 რჩევას, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ რეალური ინფორმაცია ყალბისგან.

ყალბი ნიუსის ამოსაცნობად შემდეგი 10 ხერხი დაგეხმარებათ:

• სკეპტიკურად შეხედეთ სათაურს

• კარგად დააკვირდით URL-ს

• გამოიძიეთ წყარო

• დააკვირდით უცნაურ ფორმატს

• ნახეთ ფოტოები

• შეამოწმეთ თარიღი

• შეამოწმეთ ფაქტები

• კონკრეტულ თემაზე გადაამოწმეთ სხვა მასალებიც

• ეს ამბავი ხუმრობა ხომ არაა?

• ზოგი ინფორმაცია სატირულ ხასიათს ატარებს და ის რეალობად არ უნდა მიიღოთ

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს და თითქოს ინფორმაციის სანდოობის შემოწმება არავის უნდა უჭირდეს. მაგრამ როცა მომხმარებელს სოციალურ ქსელში ხვდება ნიუსი, რომელსაც მისი მეგობარი აზიარებს, ხშირად მისი, როგორც უტყუარ ფაქტად აღქმა, ხდება. მეორე მხრივ, ხშირია შემთხვევები, როცა პოსტის დაშეარება მხოლოდ მისი სათაურის წაკითხვის შემდეგ ხდება. მომხმარებელი ყურადღებას აღარ აქცევს, თუ რა წერია თავად ნიუსში. მისი წაკითხვის შემთვევაში კი ალბათობა, რომ ყალბი ინფორმაცია ამოიცნოს, ძალიან მაღალია.

დიდ ბრიტანეთში 8 ივნისს დაგეგმილმა არჩევნებმა სიტუაცია განსაკუთრებით გაამწვავა. აღნიშნული ამბების გამო, Facebook-ი, ფაქტობრივად, პოლიტიკური წნეხის ქვეშაა და ეს დიდ ბრიტანეთში არ დაწყებულა. კვლევებით დასტურდება, რომ სოციალურმა ქსელმა გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა აშშ-ის არჩევნებსა და დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმში.

და მაინც, რაში მდგომარეობს საფრთხე?

"ბევრი ადამიანისთვის ინფორმაციის მიღების წყარო Facebook-ია. თუ მოსახლეობა სოციალური ქსელიდან ყალბ ინფორმაციას მიიღებს, მაშინ გამოდის, რომ მათი არჩევანი ტყუილზე იქნება დაფუძნებული," - აღნიშნავს კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო წარმომადგენელი დამიან კოლინსი.

სწორედ ამ საფრთხის გამო, მან მკაცრად მოუწოდა Facebook-ს, არჩევნებამდე სოციალური ქსელი ყალბი პროფილებისა და ინფორმაციისგან გაწმინდოს.

Facebook-ი ამ ფაქტს არც უარყოფს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა დარღვევები ამ მიმართულებით, რაც მოქმედებას მოითხოვს. მათივე განმარტებით, ეს მოქმედება უკვე დაწყებულია და Facebook-ზე მილიონობით ყალბი ანგარიშია დაბლოკილი.

დიდი ბრიტანეთის მსგავსი აქტივობა გერმანიაშიც დაფიქსირდა. ანგელა მერკელის ხელისუფლებამ მკაცრად მოუწოდა Facebook-ს, რომ სოციალური ქსელი ყალბი ნიუსებისგან გაწმინდოს. Facebook-ის საპასუხო ქმედება კი ბეჭდურ მედიაში სტატიების გამოქვეყნება იყო. 10 რჩევა ყალბი ნიუსის ამოსაცნობად დაიბეჭდა Sueddeutsche Zeitung-სა და Axel Springer SE’s Die Welt-ში. თუმცა გერმანია მხოლოდ მოწოდებით არ შემოიფარგლა. მთავრობამ Facebook-ისთვის დააწესა 50 000 ევროს ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვიან ყალბი ინფორმაციის წაშლაზე ან მომხმარებლებს მსგავსი ფაქტების გამოვლენის საშუალებას არ მისცემენ.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარებამდე Facebook-მა ყალბი ნიუსის ამოსაცნობი რჩევები საფრანგეთის პრესაშიც გაავრცელა და ამით კიდევ ერთ სკანდალში გარევას აარიდა თავი. სარეკლამო სტატიები დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში Le Monde, Les Échos, Libération, Le Parisien, 20 Minutes და კიდევ რამდენიმე მსხვილ გამოცემაში.

საინტერესოა, რომ Facebook-მა აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველაზე ტრადიციული სახე - ბეჭდური გამოცემები აირჩია. ეს ბეჭდური მედიის სანდოობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ასევე წაიკითხეთ:

ფოტომონტაჟი, რომელმაც ქართველი ფეისბუქმომხმარებლები მოატყუა

5 ტყუილი, რომელიც ქართულმა "ფეისბუქმა" დაიჯერა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"