საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ავრცელებს აუდიტის სამსახური სახელმწიფო მოხელეთა პრემია-დანამატებზე
რა ინფორმაციას ავრცელებს აუდიტის სამსახური სახელმწიფო მოხელეთა პრემია-დანამატებზე

მი­უ­ხე­და­ვად მთავ­რო­ბის 2014 წლის 15 ივ­ლი­სის №449 დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ლი­მი­ტე­ბი­სა, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ად­გი­ლი აქვს რო­გორც პრე­მი­ის, ისე და­ნა­მა­ტის თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გო­ზე მეტი ოდე­ნო­ბი­თა და და­წე­სე­ბულ ლი­მიტ­ზე მეტი სიხ­ში­რით გა­ცე­მას, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ "2016 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის წლი­უ­რი შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ან­გა­რიშ­ზე" მომ­ზა­დე­ბულ მოხ­სე­ნე­ბა­ში, რომ­ლის ერთ-ერთი თავი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას ეხე­ბა.

რო­გორც აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მოხ­სე­ნე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, "შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის" მუხ­ლით გა­ცე­მუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი არას­რულ­ყო­ფი­ლად ასა­ხავს ამ მიზ­ნობ­რი­ო­ბით ათ­ვი­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის ჯა­მურ მო­ცუ­ლო­ბას და არ იძ­ლე­ვა სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში შტა­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­მუ­შა­ვე­ე­ბის მიერ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, მო­მუ­შა­ვე­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა ასე­ვე ხდე­ბა "სუბ­სი­დი­ე­ბი­სა" და "სხვა ხარ­ჯე­ბის" მუხ­ლე­ბი­და­ნაც. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლე­ბი­დან გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ჯა­მურ­მა მო­ცუ­ლო­ბამ 53,027 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა და წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 6,821 ათა­სი ლა­რით გა­ი­ზარ­და.

რო­გორც მოხ­სე­ნე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ პრე­მი­ის გა­ცე­მა ხდე­ბა მხო­ლოდ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­სა­ბა­მი­სი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე ან მხო­ლოდ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლის მი­თი­თე­ბით.

"მთავ­რო­ბის 2014 წლის 15 ივ­ლი­სის N449 დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი პრე­მი­ის გა­ცე­მის და­სა­ბუ­თე­ბა­ში მი­სა­თი­თე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია და არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას დად­გინ­დეს, თუ რა კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რის წა­ხა­ლი­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა;

მხარ­ჯავ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­ნა­მა­ტის გა­ცე­მის ფაქ­ტი, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია და­ნა­მა­ტის მიმ­ღე­ბი პი­რის ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი მუ­შა­ო­ბით ან/და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვით. თუმ­ცა, უწყე­ბის მხრი­დან ვერ ხდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა;

გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, რიგ სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ად­გი­ლი აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მიერ ერთი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­კრე­ტულ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე წი­ნას­წარ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ნა­მა­ტის და­ნიშ­ვნის ფაქ­ტებს, რაც თა­ვი­სი ყო­ველ­თვი­უ­რი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უფრო თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ხა­სი­ათს ატა­რებს ვიდ­რე და­ნა­მა­ტის;

ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში რე­ა­ლუ­რად და­საქ­მე­ბულ მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხოვ­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვის ეტაპ­ზე გან­სა­ზღვრულ საშ­ტა­ტო რი­ცხოვ­ნო­ბას. შე­დე­გად,

"შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის" მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი ან აუთ­ვი­სე­ბე­ლი რჩე­ბა ან ნა­წილ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის სა­ხით;

სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რიშ­ში არ ხდე­ბა მხარ­ჯა­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ა­ლუ­რად და­საქ­მე­ბულ თა­ნამ­შრო­მელ­თა რი­ცხოვ­ნო­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რიშ­გე­ბა. შე­დე­გად, გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დე­ნად მოხ­და სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გეგ­მუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის შეს­რუ­ლე­ბა და რო­გო­რი მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რია "შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის" მუხ­ლით გა­ხარ­ჯულ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებ­სა და რე­ა­ლუ­რად და­საქ­მე­ბულ მო­მუ­შა­ვე­თა რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის;

შტატ­გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე "სა­ქო­ნე­ლი და მომ­სა­ხუ­რე­ბის" მუხ­ლი­დან მი­მარ­თუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი არას­რულ­ყო­ფი­ლად ასა­ხავს ამ მიზ­ნობ­რი­ო­ბით ათ­ვი­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის ჯა­მურ მო­ცუ­ლო­ბას, ვი­ნა­ი­დან, შტატ­გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე თან­ხე­ბი ასე­ვე მი­ი­მარ­თე­ბა "სუბ­სი­დი­ე­ბის" მუხ­ლი­დან, სა­ი­და­ნაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 2016 წელს ათ­ვი­სე­ბულ იქნა 7,349 ათა­სი ლარი;

შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მელ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე გა­წე­ულ ხარ­ჯებ­თან და რა­ო­დე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი ლი­მი­ტე­ბი­დან გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბის სა­ხით გა­დაც­დო­მის სიხ­ში­რი­სა და მას­შტა­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეჭვქვეშ დგე­ბა ზღვრუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, მათი გო­ნივ­რუ­ლო­ბის სა­კი­თხი;

მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით დაშ­ვე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შტატ­გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე­თა ლი­მი­ტე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა ინერ­ცი­ულ ხა­სი­ათს ატა­რებს, რის გა­მოც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო უწყე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფაქ­ტი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სით დაშ­ვე­ბულ ოდე­ნო­ბას;

არც სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­ნა­ცხა­დი და არც ბი­უ­ჯე­ტის კა­ნო­ნი არ შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას შტატ­გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის გეგ­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტომ, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად ათ­ვი­სე­ბუ­ლი სახ­სრე­ბის ოდე­ნო­ბის და­გეგ­მილ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­და­რე­ბა;

სა­ბი­უ­ჯე­ტო უწყე­ბებ­ში შტატ­გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე­თა და­საქ­მე­ბა ხდე­ბა ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით, ამას­თან არა დრო­ე­ბი­თი, არა­მედ მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ნირ­ჩე­ვა შტა­ტით და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის სა­მუ­შა­ოს­გან", - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ მომ­ზა­დე­ბულ მოხ­სე­ნე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ინფორმაციას ავრცელებს აუდიტის სამსახური სახელმწიფო მოხელეთა პრემია-დანამატებზე

რა ინფორმაციას ავრცელებს აუდიტის სამსახური სახელმწიფო მოხელეთა პრემია-დანამატებზე

მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით განსაზღვრული ლიმიტებისა, გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს როგორც პრემიის, ისე დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობითა და დაწესებულ ლიმიტზე მეტი სიხშირით გაცემას, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ "2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე" მომზადებულ მოხსენებაში, რომლის ერთ-ერთი თავი შრომის ანაზღაურებას ეხება.

როგორც აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი, "შრომის ანაზღაურების" მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას და არ იძლევა სრულ ინფორმაციას საჯარო სექტორში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების გაწევა ასევე ხდება "სუბსიდიებისა" და "სხვა ხარჯების" მუხლებიდანაც. აღნიშნული მუხლებიდან გაწეული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ 53,027 ათასი ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,821 ათასი ლარით გაიზარდა.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, გარკვეულ შემთხვევებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ პრემიის გაცემა ხდება მხოლოდ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთების გარეშე ან მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მუხლის მითითებით.

"მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით განსაზღვრული პრემიის გაცემის დასაბუთებაში მისათითებელი მონაცემები ნაკლებად ინფორმაციულია და არ იძლევა საშუალებას დადგინდეს, თუ რა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შეიძლება იქნეს მიღებული დასაქმებული პირის წახალისების გადაწყვეტილება;

მხარჯავ დაწესებულებებში დანამატის გაცემის ფაქტი, რიგ შემთხვევებში დასაბუთებულია დანამატის მიმღები პირის ზეგანაკვეთური მუშაობით ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვით. თუმცა, უწყების მხრიდან ვერ ხდება აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა;

გასული წლების მსგავსად, რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადგილი აქვს უფლებამოსილი პირის მიერ ერთი ბრძანების საფუძველზე, კონკრეტულ თანამშრომლებზე წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნის ფაქტებს, რაც თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს ვიდრე დანამატის;

ცალკეულ შემთხვევებში, წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობას. შედეგად,

"შრომის ანაზღაურების" მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები ან აუთვისებელი რჩება ან ნაწილდება თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების სახით;

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ ხდება მხარჯავი დაწესებულებების ფარგლებში წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის შესახებ ანგარიშგება. შედეგად, გაურკვეველია, რამდენად მოხდა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გეგმური მაჩვენებლის შესრულება და როგორი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია "შრომის ანაზღაურების" მუხლით გახარჯულ საბიუჯეტო სახსრებსა და რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა რაოდენობას შორის;

შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე "საქონელი და მომსახურების" მუხლიდან მიმართული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას, ვინაიდან, შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე თანხები ასევე მიიმართება "სუბსიდიების" მუხლიდან, საიდანაც ამ მიმართულებით 2016 წელს ათვისებულ იქნა 7,349 ათასი ლარი;

შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებთან და რაოდენობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტებიდან გამონაკლისის დაშვების სახით გადაცდომის სიხშირისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დგება ზღვრული მაჩვენებლების ქმედითუნარიანობისა და შესაბამისად, მათი გონივრულობის საკითხი;

მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე გამონაკლისის სახით დაშვებული კანონმდებლობით დაწესებული შტატგარეშე მომუშავეთა ლიმიტების გადაჭარბება ინერციულ ხასიათს ატარებს, რის გამოც წლის განმავლობაში საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების ფაქტიური რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება გამონაკლისით დაშვებულ ოდენობას;

არც საბიუჯეტო განაცხადი და არც ბიუჯეტის კანონი არ შეიცავს ინფორმაციას შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების გეგმური მოცულობების შესახებ. ამიტომ, შეუძლებელი ხდება ამ მიმართულებით ფაქტობრივად ათვისებული სახსრების ოდენობის დაგეგმილ მაჩვენებელთან შესაბამისობის შედარება;

საბიუჯეტო უწყებებში შტატგარეშე მომუშავეთა დასაქმება ხდება ხანგრძლივი პერიოდით, ამასთან არა დროებითი, არამედ მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესრულების მიზნით, რომელიც თავისი სპეციფიკით, ხშირ შემთხვევაში არ განირჩევა შტატით დასაქმებული თანამშრომლის სამუშაოსგან", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი