პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ
პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ

ახ­ლა­ხან საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მკვლე­ვარ­მა, ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ველ­მა მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის ხუთი დე­პუ­ტა­ტი ქა­ლის შე­სა­ხებ. მი­ნა­დო­რა ტო­რო­შე­ლი­ძე, ჩიტო შა­რა­ში­ძე, ოლა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, ელე­ო­ნო­რა ტერ-ფარ­სე­გო­ვა-მახ­ვი­ლა­ძე და ელი­სა­ბედ ბოლ­ქვა­ძე. მათ შე­სა­ხებ ხსე­ნე­ბულ კვლე­ვამ­დე ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობ­და.

დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის (სა­ყო­ველ­თაო თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბით არ­ჩე­უ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცია შე­ი­მუ­შა­ვა) წევ­რად ხუთი ქალი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის სიით იმ დრო­ის პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რა­ში სა­გუ­ლის­ხმო ფაქ­ტია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, კავ­კა­სი­ის ან ყო­ფი­ლი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ფარ­გლე­ბის, არა­მედ ევ­რო­პი­სა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის, რად­გან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებ­ში ქალ­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მა­შინ მე­ტად და­ბა­ლი იყო. ქალი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ დრო­ის­თვის ევ­რო­პის სულ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში იყ­ვნენ. ამ ხუთი ქა­ლის, იდე­ის, უფ­ლე­ბე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლის პრო­ცეს­ში მათი სტრე­სუ­ლი პი­რა­დი და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და მათი თავ­გან­წირ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ხვა­და­გი­ანს ვე­სა­უბ­რეთ...

- ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ­სა­ვე ეტაპ­ზე გახ­დნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი. ყვე­ლა მათ­განს დიდი პარ­ტი­ულ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მუ­შა­ო­ბის სტა­ჟი ჰქონ­და. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა 1905 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი და 1921 წლი­დან გა­ჩე­ნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ია­ტაკ­ქვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ლი­დე­რი იყო. ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებს, მათ ოჯა­ხებ­სა და საბ­ჭო­თა ტე­რო­რის მსხვერ­პლებს. თით­ქმის ყვე­ლა ეს ქალი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ლი­დე­რი და მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა იყო. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი იყო საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის დროს.

- რაზე მი­უ­თი­თებს თა­ვად ფაქ­ტი, რომ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ხუთი ღირ­სე­უ­ლი წარ­სუ­ლის, პო­ლი­ტი­კუ­რად მე­ტად აქ­ტი­უ­რი ქალი იყო?

- გარ­და ამ თე­მის გენ­დერუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა, ეს ფაქ­ტი, ასე­ვე, გახ­ლავთ ილუსტრა­ცია, თუ რა ტი­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბობ­და მა­შინ და რო­გორ შეძ­ლო მან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­ფუძ­ნე­ბა. ფაქ­ტია, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კულ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით, იმა­ზე ბევ­რად უფრო მო­წი­ნა­ვე, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და პროგ­რე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხი გახ­ლდათ, ვიდ­რე დღეს გვაქვს.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ამ მხრივ სხვა ქვეყ­ნებ­ში?

- ჩრდი­ლო და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ფი­ნეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბი 1910-იან წლებ­ში იყ­ვნენ არ­ჩე­ულ­ნი. უკვე 1919 წელს ეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც მოხ­და. გარ­და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბი­სა, ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბი იყ­ვნენ ქა­ლა­ქე­ბის, მხა­რე­ე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში. ეს თემა ჯერ შეს­წავ­ლი­ლი არ არის. ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყო. დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის არ­ჩე­ვამ­დე ბევ­რად ადრე არ­სე­ბობ­და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ჯგუ­ფე­ბი, სა­დაც ქა­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­სია ჰქონ­დათ და­კის­რე­ბუ­ლი. მა­შინ, როცა მა­შინ­დე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში ამ მხრივ სრუ­ლი სი­ჩუ­მე იყო, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ეს მარ­თლაც დიდი მიღ­წე­ვაა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ

პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ

ახლახან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, ირაკლი ხვადაგიანმა, საზოგადოებას პირველმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ხუთი დეპუტატი ქალის შესახებ. მინადორა ტოროშელიძე, ჩიტო შარაშიძე, ოლა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ელისაბედ ბოლქვაძე. მათ შესახებ ხსენებულ კვლევამდე ინფორმაცია არ არსებობდა.

დამფუძნებელი კრების (საყოველთაო თავისუფალი არჩევნებით არჩეული საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუცია შეიმუშავა) წევრად ხუთი ქალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით იმ დროის პოლიტიკურ კულტურაში საგულისხმო ფაქტია არა მხოლოდ საქართველოს, კავკასიის ან ყოფილი რუსეთის იმპერიის ფარგლების, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, რადგან საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობა მაშინ მეტად დაბალი იყო. ქალი წარმომადგენლები იმ დროისთვის ევროპის სულ რამდენიმე ქვეყანაში იყვნენ. ამ ხუთი ქალის, იდეის, უფლებებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლის პროცესში მათი სტრესული პირადი და პოლიტიკური ცხოვრებისა და მათი თავგანწირვის მნიშვნელობის შესახებ ირაკლი ხვადაგიანს ვესაუბრეთ...

- ეს ქალბატონები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, არჩევნების პირველსავე ეტაპზე გახდნენ დეპუტატები. ყველა მათგანს დიდი პარტიულ-საზოგადოებრივი მუშაობის სტაჟი ჰქონდა. მათი უმრავლესობა 1905 წლის რევოლუციის მონაწილე, ქალთა საზოგადოებების თავმჯდომარე, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი და 1921 წლიდან გაჩენილი ჰუმანიტარული იატაკქვეშა ორგანიზაციების აქტიური ლიდერი იყო. ეხმარებოდნენ პოლიტიკურ პატიმრებს, მათ ოჯახებსა და საბჭოთა ტერორის მსხვერპლებს. თითქმის ყველა ეს ქალი ამ ორგანიზაციების აქტიური ლიდერი და მამოძრავებელი ძალა იყო. მათი უმრავლესობა რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის დროს.

- რაზე მიუთითებს თავად ფაქტი, რომ დამფუძნებელი კრების წარმომადგენლებს შორის ხუთი ღირსეული წარსულის, პოლიტიკურად მეტად აქტიური ქალი იყო?

- გარდა ამ თემის გენდერული მნიშვნელობისა, ეს ფაქტი, ასევე, გახლავთ ილუსტრაცია, თუ რა ტიპის საზოგადოება არსებობდა მაშინ და როგორ შეძლო მან დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება. ფაქტია, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი კულტურის თვალსაზრისით, იმაზე ბევრად უფრო მოწინავე, დემოკრატიული და პროგრესული მდგომარეობა და დემოკრატიის ხარისხი გახლდათ, ვიდრე დღეს გვაქვს.

- რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

- ჩრდილო და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ფინეთში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში ქალი დეპუტატები 1910-იან წლებში იყვნენ არჩეულნი. უკვე 1919 წელს ეს ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა. გარდა დამფუძნებელი კრებისა, ქალი დეპუტატები იყვნენ ქალაქების, მხარეებისა და სოფლების თვითმმართველობებში. ეს თემა ჯერ შესწავლილი არ არის. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. დამფუძნებელი კრების არჩევამდე ბევრად ადრე არსებობდა საკმაოდ ძლიერი ჯგუფები, სადაც ქალებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მისია ჰქონდათ დაკისრებული. მაშინ, როცა მაშინდელი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების დიდ ნაწილში ამ მხრივ სრული სიჩუმე იყო, დღევანდელი გადასახედიდან ეს მართლაც დიდი მიღწევაა განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს