პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი გაკვეთილები არცაა გაკვეთილები, ეს სიყვარულია..." - ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებლის ამაღელვებელი წერილი
"ჩვენი გაკვეთილები არცაა გაკვეთილები, ეს სიყვარულია..." - ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებლის ამაღელვებელი წერილი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მარ­ნე­უ­ლის ერთ-ერთი სკო­ლის ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის, გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მე ერ­თმოს­წავ­ლი­ა­ნი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. გუ­შინ გმი­რად გა­მო­მა­ცხა­დეს. ტე­ლე­ვი­ზორ­ში. ერთი კვი­რის­წინ ოპე­რა­ტო­რი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი ამო­ვი­და და რა­ღა­ცე­ბი გა­და­ი­ღო. ბავ­შვე­ბი ეზო­ში, ბავ­შვე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე, მე ეზო­ში, გაკ­ვე­თილ­ზე, სახ­ლში (რო­გორ ვგეგ­მავ მე­ო­რე დღის გაკ­ვე­თი­ლებს ჩემს ლეპ­ტოპ­ში. ეტყო­ბო­და, წი­ნას­წარ იყო და­რი­გე­ბუ­ლი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში და­გა­ფიქ­სი­რებ­თო. ხომ არ ვე­ტყო­დი, არ ვგეგ­მავ გაკ­ვე­თი­ლებს-მეთ­ქი...), სახ­ლის ეზო­ში შე­შის ჩეხ­ვის დროს...

გმი­რი­აო. მა­წუ­ხებს გმი­რო­ბა, მი­თუ­მე­ტეს ცრუ. გმი­რი არის ან­წუ­ხე­ლი­ძე, მაგ­რამ ღო­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში (გა­გიკ­ვირ­დე­ბათ­და, ღო­რებ­საც ნა­ძა­ლუ­ძათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნა.) ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბაც შე­იძ­ლე­ბა გმი­რო­ბად ჩა­ით­ვა­ლოს... ამას წი­ნათ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ერთი პარ­ლა­მენ­ტა­რი გა­მო­ა­ცხა­და გმი­რად. რა­ტომ და, კა­ნონ­მდე­ბელ­მა პარ­ლა­მენ­ტის დამ­ლა­გე­ბელს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და დედა უწო­და. რა­ტომ და, წინა დღით მან მას პან­ჩუ­რი ამო­არ­ტყა...

გმი­რო­ბა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, თა­ვი­სუფ­ლე­ბას ზღუ­დავს. არ შე­იძ­ლე­ბა გმი­რი ისე ფიქ­რობ­დეს და იქ­ცე­ო­დეს, რო­გორც მე... მირ­ჩევ­ნია, დრო­ე­ბი­თი გმი­რი ვიყო. ანუ ხან ვიყო და ხან - არა... ხან­და­ხან მქონ­დეს ჩემს თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან გან­მარ­ტო­ე­ბის უფ­ლე­ბა. და ეს უფ­ლე­ბა ყვე­ლას მიერ იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი და არ უჩ­ნდე­ბო­დეთ შე­კი­თხვ-პრო­ტეს­ტი: ეს ის არ არის?!

ალ­ბათ, შო­უ­შიც მი­მიწ­ვე­ვენ. ნა­ნუ­კა ან მაია. მე მაია უფრო მინ­და, უფრო "ჩე­მია". ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რია. მა­ი­ას შოუ გან­სა­კუთ­რე­ბით... ინ­ტერ­ნე­ტი ისე და­ღო­ღავს, გარ­თო­ბის ნაც­ვლად ნერ­ვებს მა­წიწ­კნის...

თუ გზა იქ­ნე­ბა წა­ვალ მა­ი­ას­თან. მალე სულ წა­ვალ! გა­ი­სად. რო­დემ­დე უნდა ვიყო ამ მიყ­რუ­ე­ბუ­ლეთ­ში?! რო­დემ­დე უნდა ვმა­ლო ჩუ­კე­ნუ­რი ზრახ­ვე­ბი?! ხან­და­ხან მი­ფიქ­რია, გავ­ჩერ­დე­ბო­დი თუ არა აქ, სა­ხელ­მწი­ფო ხუთ­მაგ ხელ­ფასს რომ არ მიხ­დი­დეს? ერთი დღი­თაც არა...

მარ­ტო ჩემი საზ­რუ­ნა­ვია კინ­კი­ლო­ჯა­ხი­ა­ნი სო­ფე­ლი?! მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლი ბერ­დო?!

...ოქ­ტომ­ბერ­ში თბი­ლი­სე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვეს­ტუმრნენ. მო­ვის­მი­ნეთ, რომ: ჩვენ ვართ ფორ­პოს­ტი, სუნ­თქვა, სა­ძირ­კვე­ლი, ბურ­ჯი...

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ბავ­შვებს. მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლი ბერ­დო მე­ო­თხე და მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად შე­იყ­ვა­ნეს - ერთი მოს­წავ­ლის­თვის არ გვაქ­ვსო და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლი. ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სამ კლას­შიც შვიდ­მა მოს­წავ­ლემ მო­ი­ყა­რა თავი... მეც ვეს­წრე­ბო­დი და ჩემ­თვი­საც ბევ­რის მომ­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა ეს გაკ­ვე­თი­ლი... ძა­ლი­ან სიმ­პა­ტი­ურ­მა მა­მა­კაც­მა ჩა­ა­ტა­რა... გაკ­ვე­თი­ლის მერე გა­მე­სა­უბ­რა კი­დეც ახალ მე­თო­დებ­სა და რა­ღა­ცებ­ზე. თქვე­ნო­ბით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და... თქვე­ნო­ბით არა, ის!.. ეე­ე­ეჰ!.. ნე­ბის­მი­ერ დროს და­მი­რე­კე­თო, ქალ­ბა­ტო­ნო ლამ­ზი­რაო!.. უზ­რდე­ლიც...

...შარ­შან მწერ­ლე­ბიც იყ­ვნენ. ცო­ცხა­ლი მწერ­ლე­ბი... გა­ზა­ფხუ­ლი იყო თუ ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი იწყე­ბო­და, აღარ მახ­სოვს... ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა თუ ცო­ცხლად ვნა­ხავ­დი ჩემს საყ­ვა­რელ მწერ­ლებს... არა, მთლად აკა­კე­ბი და ანე­ბი არა, მაგ­რამ... ლა­მაზ-ლა­მა­ზი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი წაგ­ვი­კი­თხეს. თა­ვი­ან­თი­ვე წიგ­ნე­ბი... ნე­ტავ გე­ნა­ხათ, რო­გორ უს­მენ­დნენ ბავ­შვე­ბი! თვა­ლე­ბი, გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლე­ბი...

უამ­რა­ვი წიგ­ნი დაგ­ვი­ტო­ვეს, ბიბ­ლი­ო­თე­კამ გა­მო­უგ­ზავ­ნა თქვენს სკო­ლა­სო... იქაც იყო ფორ­პოს­ტე­ბი და ძარ­ღვე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ბა­ი­რახ­ტრე­ე­ბი და ღვიძ­ლე­ბი და რა ვიცი კი­დევ...

მერე ბავ­შვებ­მა თქვეს ლექ­სე­ბი, იმ­ღე­რეს... ჩვენ­მა გუნ­დმა (რა გუნ­დი ესაა, სულ 12 მოს­წავ­ლეა მას­ში... მეტი არ­ცაა სკო­ლა­ში და...) დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა...

ფორ­პოს­ტე­ბიო, მე­ხამ­რი­დე­ბიო კვლავ, რა­მე­თუ და ვინ­ძლოო, დარ­დი არ შე­ვუ­ჭა­მო­თო და სის­ხლძარ­ღვე­ბიო... ბავ­შვე­ბი მთე­ლი კვი­რა ყვე­ბოდ­ნენ იმდღე­ვან­დელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს... კი­დევ რო­დის მოვ­ლე­ნო...

მე მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლი ბერ­დოს მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ! მე და ბერ­დო ერ­თად ვა­ტა­რებთ ჩვენს გაკ­ვე­თი­ლებს - სრუ­ლი ბა­ტონ-პატ­რო­ნე­ბი ვართ ჩვე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბის... ისი­ნი არ­ცაა გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ეს სიყ­ვა­რუ­ლია.

მე არ ვიცი რა ქვია ჩვენს სიყ­ვა­რულს...

მე ერ­თმოს­წავ­ლი­ა­ნი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, რო­მე­ლიც კლა­სიც არაა.

მე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გმი­რი ვარ!

მალე (გა­ი­სად აუ­ცი­ლებ­ლად!) თავს და­ვა­ნე­ბებ გმი­რო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­პო­ვებ!

უბ­რა­ლოდ, მო­ვი­დეს ერი და გა­ზო­მოს ბერ­დოს გუ­ლის ძგე­რა და აწო­ნოს მისი ერთი ცრემ­ლი, რო­დე­საც კლას­ში შე­სულს აღარ დახ­ვდე­ბა მისი ლამ­ზი­რა მას­წავ­ლე­ბე­ლი!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"ჩვენი გაკვეთილები არცაა გაკვეთილები, ეს სიყვარულია..." - ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებლის ამაღელვებელი წერილი

"ჩვენი გაკვეთილები არცაა გაკვეთილები, ეს სიყვარულია..." - ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებლის ამაღელვებელი წერილი

სოციალურ ქსელში გავრცელდა მარნეულის ერთ-ერთი სკოლის ქართულის მასწავლებლის, გიორგი ჭაუჭიძის ამაღელვებელი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მე ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებელი ვარ. გუშინ გმირად გამომაცხადეს. ტელევიზორში. ერთი კვირისწინ ოპერატორიანი ჟურნალისტი ამოვიდა და რაღაცები გადაიღო. ბავშვები ეზოში, ბავშვები გაკვეთილზე, მე ეზოში, გაკვეთილზე, სახლში (როგორ ვგეგმავ მეორე დღის გაკვეთილებს ჩემს ლეპტოპში. ეტყობოდა, წინასწარ იყო დარიგებული, გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში დაგაფიქსირებთო. ხომ არ ვეტყოდი, არ ვგეგმავ გაკვეთილებს-მეთქი...), სახლის ეზოში შეშის ჩეხვის დროს...

გმირიაო. მაწუხებს გმირობა, მითუმეტეს ცრუ. გმირი არის ანწუხელიძე, მაგრამ ღორების საზოგადოებაში (გაგიკვირდებათდა, ღორებსაც ნაძალუძათ საზოგადოების შექმნა.) ჩემი საქმიანობაც შეიძლება გმირობად ჩაითვალოს... ამას წინათ ქვეყნის პრეზიდენტმა ერთი პარლამენტარი გამოაცხადა გმირად. რატომ და, კანონმდებელმა პარლამენტის დამლაგებელს ბოდიში მოუხადა და დედა უწოდა. რატომ და, წინა დღით მან მას პანჩური ამოარტყა...

გმირობა შემაწუხებელია, თავისუფლებას ზღუდავს. არ შეიძლება გმირი ისე ფიქრობდეს და იქცეოდეს, როგორც მე... მირჩევნია, დროებითი გმირი ვიყო. ანუ ხან ვიყო და ხან - არა... ხანდახან მქონდეს ჩემს თავისუფლებასთან განმარტოების უფლება. და ეს უფლება ყველას მიერ იყოს აღიარებული და არ უჩნდებოდეთ შეკითხვ-პროტესტი: ეს ის არ არის?!

ალბათ, შოუშიც მიმიწვევენ. ნანუკა ან მაია. მე მაია უფრო მინდა, უფრო "ჩემია". ერთადერთი ნათელი წერტილი ტელევიზორია. მაიას შოუ განსაკუთრებით... ინტერნეტი ისე დაღოღავს, გართობის ნაცვლად ნერვებს მაწიწკნის...

თუ გზა იქნება წავალ მაიასთან. მალე სულ წავალ! გაისად. როდემდე უნდა ვიყო ამ მიყრუებულეთში?! როდემდე უნდა ვმალო ჩუკენური ზრახვები?! ხანდახან მიფიქრია, გავჩერდებოდი თუ არა აქ, სახელმწიფო ხუთმაგ ხელფასს რომ არ მიხდიდეს? ერთი დღითაც არა...

მარტო ჩემი საზრუნავია კინკილოჯახიანი სოფელი?! მეხუთეკლასელი ბერდო?!

...ოქტომბერში თბილისელი მასწავლებლები გვესტუმრნენ. მოვისმინეთ, რომ: ჩვენ ვართ ფორპოსტი, სუნთქვა, საძირკველი, ბურჯი...

ძალიან საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს, ძალიან მოეწონათ ბავშვებს. მეხუთეკლასელი ბერდო მეოთხე და მეექვსეკლასელებთან ერთად შეიყვანეს - ერთი მოსწავლისთვის არ გვაქვსო დაგეგმილი გაკვეთილი. ამ გაერთიანებულ სამ კლასშიც შვიდმა მოსწავლემ მოიყარა თავი... მეც ვესწრებოდი და ჩემთვისაც ბევრის მომცემი აღმოჩნდა ეს გაკვეთილი... ძალიან სიმპატიურმა მამაკაცმა ჩაატარა... გაკვეთილის მერე გამესაუბრა კიდეც ახალ მეთოდებსა და რაღაცებზე. თქვენობით მელაპარაკებოდა... თქვენობით არა, ის!.. ეეეეჰ!.. ნებისმიერ დროს დამირეკეთო, ქალბატონო ლამზირაო!.. უზრდელიც...

...შარშან მწერლებიც იყვნენ. ცოცხალი მწერლები... გაზაფხული იყო თუ ზაფხულის არდადეგები იწყებოდა, აღარ მახსოვს... ვერც წარმომედგინა თუ ცოცხლად ვნახავდი ჩემს საყვარელ მწერლებს... არა, მთლად აკაკები და ანები არა, მაგრამ... ლამაზ-ლამაზი და ძალიან საინტერესო წიგნები წაგვიკითხეს. თავიანთივე წიგნები... ნეტავ გენახათ, როგორ უსმენდნენ ბავშვები! თვალები, გაბრწყინებულები...

უამრავი წიგნი დაგვიტოვეს, ბიბლიოთეკამ გამოუგზავნა თქვენს სკოლასო... იქაც იყო ფორპოსტები და ძარღვები, საქართველოს მებაირახტრეები და ღვიძლები და რა ვიცი კიდევ...

მერე ბავშვებმა თქვეს ლექსები, იმღერეს... ჩვენმა გუნდმა (რა გუნდი ესაა, სულ 12 მოსწავლეა მასში... მეტი არცაა სკოლაში და...) დიდი მოწონება დაიმსახურა...

ფორპოსტებიო, მეხამრიდებიო კვლავ, რამეთუ და ვინძლოო, დარდი არ შევუჭამოთო და სისხლძარღვებიო... ბავშვები მთელი კვირა ყვებოდნენ იმდღევანდელ შთაბეჭდილებებს... კიდევ როდის მოვლენო...

მე მეხუთეკლასელი ბერდოს მასწავლებელი ვარ! მე და ბერდო ერთად ვატარებთ ჩვენს გაკვეთილებს - სრული ბატონ-პატრონები ვართ ჩვენი გაკვეთილების... ისინი არცაა გაკვეთილები. ეს სიყვარულია.

მე არ ვიცი რა ქვია ჩვენს სიყვარულს...

მე ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებელი ვარ, რომელიც კლასიც არაა.

მე გამოცხადებული გმირი ვარ!

მალე (გაისად აუცილებლად!) თავს დავანებებ გმირობას და თავისუფლებას მოვიპოვებ!

უბრალოდ, მოვიდეს ერი და გაზომოს ბერდოს გულის ძგერა და აწონოს მისი ერთი ცრემლი, როდესაც კლასში შესულს აღარ დახვდება მისი ლამზირა მასწავლებელი!"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი