პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა
ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. მის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი საბ­ჭოს 12-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა, წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და 1 წევ­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩინ­ჩა­ლა­ძე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უვა­დოდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­ნიშ­ნა.

ჩინ­ჩა­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ისე­თი ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი, რო­გო­რიც მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე არი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს სა­კონ­ტრო­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ვა­ლე­რი ცერ­ცვა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა 25 მა­ისს და­ტო­ვა. ცერ­ცვა­ძემ ამის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში შპს "აიპ­ლი­უს­სა" და "აი­ტექ­ნიკ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დავა და­ა­სა­ხე­ლა, რას­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მისი სა­ხე­ლიც არა­ერ­თხელ და­სა­ხელ­და.

მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე ქ. თბი­ლის­ში 1978 წლის 9 მარტს და­ი­ბა­და. მან 1984-1995 წლებ­ში წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ქ. თბი­ლი­სის #57-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. 1995-2000 წლებ­ში მან ასე­ვე წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დღის უფა­სო დას­წრე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით-სპე­ცი­ა­ლო­ბა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა. 2000-2003 წლებ­ში იყო ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ას­პი­რან­ტი. ამ­ჟა­მად არის ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი. 1999-2004 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­ა­პე­ლა­ციო პა­ლა­ტის სხდო­მის მდი­ვა­ნი, თბი­ლი­სის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის თა­ნა­შემ­წე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წე.

2004-2007 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, შიდა ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი. 2005 წლის მა­ი­სი - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით. 2007 წელს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს საკ­ლა­სო ჩინი - იუს­ტი­ცი­ის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი. 2004 წლის ივ­ნის­ში გა­და­ე­ცა სერ­ტი­ფი­კა­ტი კომ­პლექ­სურ ფი­ნან­სურ და­ნა­შა­ულ­თა თე­მა­ზე. 2006 წლის მა­ის­ში აშშ ქ. ინ­დი­ა­ნა­პო­ლის­ში, აშშ პრო­კუ­რა­ტუ­რის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა თე­მა­ზე - კონ­ფე­რენ­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის თე­მა­ზე. 2007 წლის იან­ვა­რი - წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა მო­სა­მარ­თლე­ო­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და (სა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით). (ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წის, პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაკ­თა, ად­ვო­კატ­თა (სა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით) საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი). 2007 წლის ივ­ნი­სი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა

ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 1 წევრი.

აღსანიშნავია, რომ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

ჩინჩალაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიც მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან, ხელისუფლებას სასამართლოს საკონტროლებლად სჭირდება.

სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა 25 მაისს დატოვა. ცერცვაძემ ამის ოფიციალურ მიზეზად მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში შპს "აიპლიუსსა" და "აიტექნიკთან" დაკავშირებული დავა დაასახელა, რასთან მიმართებაშიც მისი სახელიც არაერთხელ დასახელდა.

მიხეილ ჩინჩალაძე ქ. თბილისში 1978 წლის 9 მარტს დაიბადა. მან 1984-1995 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #57-ე საშუალო სკოლა. 1995-2000 წლებში მან ასევე წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება, იურისტის კვალიფიკაციით-სპეციალობა სამართალმცოდნეობა. 2000-2003 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი. ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე.

2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი. 2005 წლის მაისი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2007 წელს მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი - იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 2004 წლის ივნისში გადაეცა სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე. 2006 წლის მაისში აშშ ქ. ინდიანაპოლისში, აშშ პროკურატურის კვლევის ინსტიტუტის სერტიფიკატი გადაეცა თემაზე - კონფერენცია საზოგადოებრივი პროკურატურის თემაზე. 2007 წლის იანვარი - წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით). (ასევე წარმატებით ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა (საერთო სპეციალიზაციით) საკვალიფიკაციო გამოცდები). 2007 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ