საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუთხარი, რომ მიყვარს და ჩავეხუტე" - როგორ იხსენებს მონიკა ბელუჩისთან შეხვედრას ედმონდ მინაშვილი და რას ჰყვება კანის კინოფესტივალზე
"ვუთხარი, რომ მიყვარს და ჩავეხუტე" - როგორ იხსენებს მონიკა ბელუჩისთან შეხვედრას ედმონდ მინაშვილი და რას ჰყვება კანის კინოფესტივალზე

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი და პრო­ექ­ტის "შინ­დი­სი" ავ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ედ­მონდ მი­ნაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღეა კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი­დან დაბ­რუნ­და. ბევ­რი კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლის­თვის სა­ოც­ნე­ბო ზე­იმ­ზე მოხ­ვედ­რა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ედ­მონდმა ეს მო­ა­ხერ­ხა და AMBEBI.GE-ს ახლა სწო­რედ იქა­ურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს უზი­ა­რებს.

"ეს არ იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი, ევ­რო­პის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რი ვარ, ეს წო­დე­ბა შარ­შან მო­მე­ნი­ჭა და იქ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლა­ვართ, ამის­თვის გარ­კვე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბის გავ­ლა მო­მიხ­და, რაც პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლე. ჩვენ სფე­რო­ში სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სტა­ტუ­სია, წო­ნი­ა­ნი... კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ყვე­ლას­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია და ფეს­ტი­ვა­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და მა­გა­რი. იქ ჩემი დიდი პრო­ექ­ტით გახ­ლდით, რო­მელ­საც "შინ­დი­სი" ეწო­დე­ბა და სწო­რედ მისი გან­ვი­თა­რე­ბის სტა­ტუ­სით ვი­ყა­ვი კან­ში, სა­ი­და­ნაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვა გვქონ­და", - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

"შინ­დი­სი" აგ­ვის­ტოს ომის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტია, რო­მელ­ზეც 2 სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ედ­მონდ აბა­ში­ძეს უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს. ამ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია ასე­ვე 17 ქარ­თვე­ლი გმი­რის და თავ­და­დე­ბუ­ლი მე­ომ­რის სა­ხელ­ზე შექ­მნი­ლი მე­მო­რი­ა­ლი, ეკ­ლე­სია, წიგ­ნი, რო­მელ­საც ახლა მხატ­ვრუ­ლი ფილ­მიც და­ე­მა­ტე­ბა.

"ვი­ნა­ი­დან პრო­ექ­ტის ყვე­ლა ნა­წი­ლი უკვე შეს­რულ­და, ახლა ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ვემ­ზა­დე­ბით და კან­შიც სწო­რედ ამ ფილ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ყა­ვით წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი. იდე­ის ავ­ტო­რი, პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი ვარ... ფილ­მი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩაშ­ვე­ბუ­ლია და გა­და­ღე­ბას აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი რი­ცხვე­ბი­დან ვი­წყებთ.

რო­გორც გი­თხა­რით, სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­გლებ­ში ვი­ყა­ვით ოფი­ცი­ა­ლუ­რად კან­ში მიწ­ვე­უ­ლე­ბი", - ამ­ბობს ედ­მონ­დი.

- ფეს­ტი­ვალ­ზე მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ ნი­ნი­ძეც იყო, რო­მე­ლიც თქვენს ფილმში მთა­ვარ როლს ითა­მა­შებს...

- კი, ოღონდ, მე­რა­ბი უნ­გრუ­ლი ფილ­მით იყო იქ წარ­დგენ­ლი. ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ და ფეს­ტი­ვალ­ზეც ერ­თად ვი­ყა­ვით. და­ვეს­წა­რი მის ნა­მუ­შე­ვარს და ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი... მე­რა­ბი უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბია და ჩვენს ფილმში მთა­ვარ როლ­ზეა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

"შინ­დი­სი" სა­ფეს­ტი­ვა­ლო იქ­ნე­ბა და მო­მა­ვალ წელს მის პრე­მი­ე­რას კან­ში ვგეგ­მავთ.

- რა ემო­ცია და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­გი­ტო­ვათ ფეს­ტი­ვალ­მა?

- ალ­ბათ ის, რომ ვე­რას­დროს მო­ვეშ­ვე­ბი მას, ყო­ველ­თვის რა­ღაც ისეთს შევ­ქმნი, რომ იქ აღ­მოვ­ჩნდე. მით უფრო, რომ დიდი შან­სი გვაქვს, მო­მა­ვალ წელს კან­ზე ვი­ყოთ, ამის­თვის ნი­ა­და­გი უკვე მოვ­სინ­ჯეთ, თან, პრო­ექტს და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვს.

- ფეს­ტი­ვა­ლის მსვლე­ლო­ბი­სას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის­თან გა­და­ღე­ბუ­ლი სელ­ფი გა­ნა­თავ­სეთ. მოგ­ვი­ყე­ვით მას­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ...

- მო­ნი­კა ჩემი ოც­ნე­ბის ქა­ლია... მად­ლო­ბა ღმერ­თს, იმ მოწ­ვე­ვის კა­ტე­გო­რი­ა­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც ამ ტი­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მქონ­და ყო­ველ­დღი­უ­რი შე­ხე­ბა. ერთ დღეს ის იმ პა­ვი­ლი­ონ­ში შე­მო­ვი­და, სა­დაც მეც ვი­ყა­ვი... დაც­ვა (15 კაცი) დაჰ­ყვე­ბო­და, მის გვერ­დით არა­ვის აჭა­ჭა­ნებ­დნენ და ასეთ სუ­რათ­საც შე­ვეს­წა­რი, - მის სა­ნა­ხა­ვად დას­ტინ ჰოფ­მან­მა გა­ი­წია, რომ მი­სალ­მე­ბო­და, მაგ­რამ დაც­ვამ არ მი­უშ­ვა, ხელი ჰკრა, ვერ იცნო ჰოფ­მა­ნი... მო­ნი­კამ ეს რომ და­ი­ნა­ხა, უთხრა, - გა­მო­უშ­ვით, მე­გო­ბა­რია და მას თბი­ლად ჩა­ე­ხუ­ტა.

მოკ­ლედ, ამ ქალ­ბა­ტონ­თან პა­ვი­ლი­ონ­ში რა­ტომ­ღაც ახ­ლოს აღ­მოვ­ჩნდი. "მო­ნი­კა, ექ­სქი­უზ­მი! (უკაც­რა­ვად)" - შევ­ძა­ხე, ისე­თი და­ძა­ხე­ბა გა­მო­მი­ვი­და, რო­გორც ჩანს, ყური მოს­ჭრა, რი­თაც მისი ყუ­რა­დღე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რე. ახლა შე­ნე­ლე­ბულ კად­რე­ბად ვიხ­სე­ნებ, თვა­ლებ­ში რო­გორ შე­მომ­ხე­და... მისი ღი­მილ­ნა­რე­ვი თვა­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, ცუ­დად გავ­ხდი. "მოდი!" - და­მი­ძა­ხა. მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ მიყ­ვარს და ჩა­ვე­ხუ­ტე. მან ულ­ვა­შებ­ზე მომ­კი­და ხელი და გა­მის­წო­რა. მი­თხრა: "სა­ო­ცა­რი წვერ-ულ­ვა­ში გაქვს". ედ­მონ­დი მქვია-მეთ­ქი და ხელ­ზე ვა­კო­ცე. ვუ­ღი­მო­დით ერ­თმა­ნეთს, ირ­გვლივ უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი და ფო­ტოგ­რა­ფი იყო... ვთხო­ვე, ერთ ფო­ტოს გა­და­ვი­ღებ თქვენ­თან-მეთ­ქი და სელ­ფიც გა­და­ვი­ღე. ბო­ლოს ვუ­თხა­რი, - მე ვარ ქარ­თვე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემს სამ­შობ­ლო­ში გე­პა­ტი­ჟე­ბით-მეთ­ქი. არ იცო­და, სად იყო სა­ქარ­თვე­ლო... ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო...

- ალ­ბათ კი­დევ ბევრ სხვა ვარ­სკვლავ­საც შეხ­ვდით.

- სა­ო­ცარ გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ყა­ვი - აქეთ უილ სმი­ტი, იქით - მედს მი­კელ­სე­ნი... ადე­ლის სა­ღა­მო­ზეც აღ­მოვ­ჩნდი... ეს ნამ­დვი­ლი ზღა­პა­რი იყო...

- ე.ი. თავს ვარ­სკვლა­ვად გრძნობ­დი...

- კი, დიდ ვარ­კვლა­ვად... სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ერთ დღეს წა­ვიყ­ვა­ნო შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბი იქ, ვი­საც სა­ხე­ლი, ძალა და უნა­რი აქვს. ის ყვე­ლა­ფე­რი უნდა ნა­ხონ, თუ რამ­ხე­ლა ინ­დუსტრი­აა კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი და ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნას რამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს ეკო­ნო­მი­კუ­რად, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის­თვის კი­ნო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა ნამ­დვი­ლად ღირს. კი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ პრი­ო­რი­ტე­ტად უნდა გა­ი­ხა­დოს. ამა­ზე დიდ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ქვე­ყა­ნას ვე­რა­ფე­რი მო­უ­ტანს, რა სა­შუ­ა­ლე­ბაც კი­ნოს აქვს.

მე და ჩემს მე­გობ­რებს იქ ყოფ­ნი­სას სურ­ვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეს­ტი­ვა­ლი და­ვა­არ­სოთ. ქუ­თა­ის­ზე გვაქვს აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში უკვე არ­სე­ბობს... ქუ­თა­ისს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, თა­ვის სი­ლა­მა­ზით, არ­ქი­ტექ­ტუ­რით, ის­ტო­რი­ით, რომ მა­ღა­ლი ღო­ნის დო­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალს უმას­პინ­ძლოს.

- სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი უფრო გა­აღ­რმა­ვეთ, ალ­ბათ მის გა­მო­ყე­ნე­ბას ამ საქ­მე­შიც აპი­რებთ.

- რა თქმა უნდა. ფეს­ტი­ვა­ლი უნდა იყოს სა­ერ­თო ზე­ი­მის ობი­ექ­ტი... უნდა იცო­დეთ კან­ში რა ხდე­ბა. ნამ­დვი­ლი სა­ოც­რე­ბა. რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რია მთე­ლი ქა­ლა­ქი, ერი, საფ­რან­გე­თი... ერთ პა­ტა­რა კუნ­ძულ­ზე, 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­ლი­დან და­ღა­მე­ბამ­დე, სრუ­ლი ზე­ი­მია. იმ ყვე­ლაფ­რი­დან იმ­ხე­ლა შე­მო­სავ­ლე­ბი აქვს კანს, რომ წლი­დან წლამ­დე სხვა საქ­მის კე­თე­ბა ალ­ბათ არც სჭირ­დე­ბათ. ამას­თან, ის­ტო­რი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია, უკვე 70 წე­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­მერ­წმუ­ნეთ, რომ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მო­წყო­ბა ჩვენ­თან მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი თუ ამის სურ­ვი­ლი და კე­თი­ლი ნება იქ­ნე­ბა. კა­ნის ფეს­ტი­ვალს ვე­რას­დროს და­ე­წე­ვი, მაგ­რამ სა­ფე­ხუ­რე­ბად, და­სა­წყი­სად ღირს, უნდა გა­ა­კე­თო და სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, თან, რა­ღაც ისე­თი უნდა შექ­მნა, რაც სხვას არ აქვს. მე და ჩემს მე­გობ­რებს ამის­თვის გვაქვს კარ­გი იდე­ე­ბი და რე­სურ­სიც.

- კი მაგ­რამ, კინო ხომ უნდა გქონ­დეს, ეს ნა­ბი­ჯი რომ გა­დად­გა?

- არ არ­სე­ბობს ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც ქარ­თუ­ლი კინო არ ფი­გუ­რი­რებს. ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მებს იღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა კი­ნომ­წარ­მო­ე­ბე­ლი მო­დის...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ვუთხარი, რომ მიყვარს და ჩავეხუტე" - როგორ იხსენებს მონიკა ბელუჩისთან შეხვედრას ედმონდ მინაშვილი და რას ჰყვება კანის კინოფესტივალზე

"ვუთხარი, რომ მიყვარს და ჩავეხუტე" - როგორ იხსენებს მონიკა ბელუჩისთან შეხვედრას ედმონდ მინაშვილი და რას ჰყვება კანის კინოფესტივალზე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, კინოპროდიუსერი და პროექტის "შინდისი" ავტორი და ხელმძღვანელი ედმონდ მინაშვილი რამდენიმე დღეა კანის კინოფესტივალიდან დაბრუნდა. ბევრი კინომოყვარულისთვის საოცნებო ზეიმზე მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია, ედმონდმა ეს მოახერხა და AMBEBI.GE-ს ახლა სწორედ იქაურ შთაბეჭდილებებს უზიარებს.

"ეს არ იყო ჩემთვის პირველი ფესტივალი, ევროპის კინოაკადემიის ოფიციალური წევრი ვარ, ეს წოდება შარშან მომენიჭა და იქ საქართველოს წარმომადგენელი გახლავართ, ამისთვის გარკვეული საფეხურების გავლა მომიხდა, რაც პირნათლად შევასრულე. ჩვენ სფეროში საპასუხისმგებლო სტატუსია, წონიანი... კანის ფესტივალი ყველასთვის მიუწვდომელია და ფესტივალებს შორის ყველაზე სერიოზული და მაგარი. იქ ჩემი დიდი პროექტით გახლდით, რომელსაც "შინდისი" ეწოდება და სწორედ მისი განვითარების სტატუსით ვიყავი კანში, საიდანაც ოფიციალური მოწვევა გვქონდა", - გვეუბნება რესპონდენტი.

"შინდისი" აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პროექტია, რომელზეც 2 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ედმონდ აბაშიძეს უკვე გადაღებული აქვს. ამ პროექტის ნაწილია ასევე 17 ქართველი გმირის და თავდადებული მეომრის სახელზე შექმნილი მემორიალი, ეკლესია, წიგნი, რომელსაც ახლა მხატვრული ფილმიც დაემატება.

"ვინაიდან პროექტის ყველა ნაწილი უკვე შესრულდა, ახლა ფილმის გადასაღებად ვემზადებით და კანშიც სწორედ ამ ფილმის განვითარების მიმართულებით ვიყავით წარმოდგენილები. იდეის ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერი ვარ... ფილმი ოფიციალურად ჩაშვებულია და გადაღებას აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ვიწყებთ.

როგორც გითხარით, სწორედ ამ პროექტის განვითარების ფარგლებში ვიყავით ოფიციალურად კანში მიწვეულები", - ამბობს ედმონდი.

- ფესტივალზე მსახიობი მერაბ ნინიძეც იყო, რომელიც თქვენს ფილმში მთავარ როლს ითამაშებს...

- კი, ოღონდ, მერაბი უნგრული ფილმით იყო იქ წარდგენლი. ჩვენ მეგობრები ვართ და ფესტივალზეც ერთად ვიყავით. დავესწარი მის ნამუშევარს და ვგულშემატკივრობდი... მერაბი უნიჭიერესი მსახიობია და ჩვენს ფილმში მთავარ როლზეა დამტკიცებული.

"შინდისი" საფესტივალო იქნება და მომავალ წელს მის პრემიერას კანში ვგეგმავთ.

- რა ემოცია და შთაბეჭდილება დაგიტოვათ ფესტივალმა?

- ალბათ ის, რომ ვერასდროს მოვეშვები მას, ყოველთვის რაღაც ისეთს შევქმნი, რომ იქ აღმოვჩნდე. მით უფრო, რომ დიდი შანსი გვაქვს, მომავალ წელს კანზე ვიყოთ, ამისთვის ნიადაგი უკვე მოვსინჯეთ, თან, პროექტს დაინტერესება აქვს.

- ფესტივალის მსვლელობისას "ფეისბუქის" გვერდზე მონიკა ბელუჩისთან გადაღებული სელფი განათავსეთ. მოგვიყევით მასთან შეხვედრის შესახებ...

- მონიკა ჩემი ოცნების ქალია... მადლობა ღმერთს, იმ მოწვევის კატეგორიაში ვიყავი, სადაც ამ ტიპის საზოგადოებასთან მქონდა ყოველდღიური შეხება. ერთ დღეს ის იმ პავილიონში შემოვიდა, სადაც მეც ვიყავი... დაცვა (15 კაცი) დაჰყვებოდა, მის გვერდით არავის აჭაჭანებდნენ და ასეთ სურათსაც შევესწარი, - მის სანახავად დასტინ ჰოფმანმა გაიწია, რომ მისალმებოდა, მაგრამ დაცვამ არ მიუშვა, ხელი ჰკრა, ვერ იცნო ჰოფმანი... მონიკამ ეს რომ დაინახა, უთხრა, - გამოუშვით, მეგობარია და მას თბილად ჩაეხუტა.

მოკლედ, ამ ქალბატონთან პავილიონში რატომღაც ახლოს აღმოვჩნდი. "მონიკა, ექსქიუზმი! (უკაცრავად)" - შევძახე, ისეთი დაძახება გამომივიდა, როგორც ჩანს, ყური მოსჭრა, რითაც მისი ყურადღება დავიმსახურე. ახლა შენელებულ კადრებად ვიხსენებ, თვალებში როგორ შემომხედა... მისი ღიმილნარევი თვალები რომ დავინახე, ცუდად გავხდი. "მოდი!" - დამიძახა. მივედი და ვუთხარი, რომ მიყვარს და ჩავეხუტე. მან ულვაშებზე მომკიდა ხელი და გამისწორა. მითხრა: "საოცარი წვერ-ულვაში გაქვს". ედმონდი მქვია-მეთქი და ხელზე ვაკოცე. ვუღიმოდით ერთმანეთს, ირგვლივ უამრავი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იყო... ვთხოვე, ერთ ფოტოს გადავიღებ თქვენთან-მეთქი და სელფიც გადავიღე. ბოლოს ვუთხარი, - მე ვარ ქართველი და საქართველოში, ჩემს სამშობლოში გეპატიჟებით-მეთქი. არ იცოდა, სად იყო საქართველო... ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქალბატონი საქართველოში ჩამოვიყვანო...

- ალბათ კიდევ ბევრ სხვა ვარსკვლავსაც შეხვდით.

- საოცარ გარემოცვაში ვიყავი - აქეთ უილ სმიტი, იქით - მედს მიკელსენი... ადელის საღამოზეც აღმოვჩნდი... ეს ნამდვილი ზღაპარი იყო...

- ე.ი. თავს ვარსკვლავად გრძნობდი...

- კი, დიდ ვარკვლავად... სურვილი გამიჩნდა, ერთ დღეს წავიყვანო შესაბამისი პირები იქ, ვისაც სახელი, ძალა და უნარი აქვს. ის ყველაფერი უნდა ნახონ, თუ რამხელა ინდუსტრიაა კანის კინოფესტივალი და ასეთი ღონისძიება ზოგადად, ქვეყანას რამხელა წარმატებას მოუტანს ეკონომიკურად, პოპულარიზაციის მიმართულებით. ამისთვის კინოში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს. კინოს განვითარება სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა გაიხადოს. ამაზე დიდ პოპულარიზაციას ქვეყანას ვერაფერი მოუტანს, რა საშუალებაც კინოს აქვს.

მე და ჩემს მეგობრებს იქ ყოფნისას სურვილი გაგვიჩნდა, რომ საქართველოში ფესტივალი დავაარსოთ. ქუთაისზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, რადგანაც ფესტივალი თბილისსა და ბათუმში უკვე არსებობს... ქუთაისს დიდი პოტენციალი აქვს, თავის სილამაზით, არქიტექტურით, ისტორიით, რომ მაღალი ღონის დონის კინოფესტივალს უმასპინძლოს.

- საერთაშორისო კონტაქტები უფრო გააღრმავეთ, ალბათ მის გამოყენებას ამ საქმეშიც აპირებთ.

- რა თქმა უნდა. ფესტივალი უნდა იყოს საერთო ზეიმის ობიექტი... უნდა იცოდეთ კანში რა ხდება. ნამდვილი საოცრება. როგორი ბედნიერია მთელი ქალაქი, ერი, საფრანგეთი... ერთ პატარა კუნძულზე, 10 დღის განმავლობაში, დილიდან დაღამებამდე, სრული ზეიმია. იმ ყველაფრიდან იმხელა შემოსავლები აქვს კანს, რომ წლიდან წლამდე სხვა საქმის კეთება ალბათ არც სჭირდებათ. ამასთან, ისტორიული ფესტივალია, უკვე 70 წელია, მიმდინარეობს. დამერწმუნეთ, რომ კინოფესტივალის მოწყობა ჩვენთან მარტივადაა შესაძლებელი თუ ამის სურვილი და კეთილი ნება იქნება. კანის ფესტივალს ვერასდროს დაეწევი, მაგრამ საფეხურებად, დასაწყისად ღირს, უნდა გააკეთო და სწორი ნაბიჯები გადადგა, თან, რაღაც ისეთი უნდა შექმნა, რაც სხვას არ აქვს. მე და ჩემს მეგობრებს ამისთვის გვაქვს კარგი იდეები და რესურსიც.

- კი მაგრამ, კინო ხომ უნდა გქონდეს, ეს ნაბიჯი რომ გადადგა?

- არ არსებობს ფესტივალი, სადაც ქართული კინო არ ფიგურირებს. ახალგაზრდა რეჟისორები საინტერესო ფილმებს იღებენ. საქართველოში ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა კინომწარმოებელი მოდის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან