პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან იზორია - 3 წლის განმავლობაში 9 ბატალიონი მომზადდება
ლევან იზორია - 3 წლის განმავლობაში 9 ბატალიონი მომზადდება

ხაზ­გას­მით ით­ქვა, რომ წელს ნატო-ს წევ­რი გახ­დე­ბა მონ­ტე­ნეგ­რო, რაც არის მკა­ფიო სიგ­ნა­ლი იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, ვი­საც სურს გახ­დეს ნატო-ს წევ­რი და იზი­ა­რებს იმ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც აკავ­ში­რებს ალი­ან­სის წევრ ქვეყ­ნებს, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

იზო­რი­ას შე­ფა­სე­ბით, ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"მო­სახ­ლე­ო­ბამ იცის, რომ ასამ­ბლე­ის სხდო­მა აქამ­დე ნატო-ს მხო­ლოდ 4 არა­წევრ ქვეყ­ნა­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და დღეს ეს ოთხი­ვე ქვე­ყა­ნა ნატო-ს წევ­რია. დღეს დი­ლით გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ას­პი­რან­ტი ქვე­ყა­ნა ნატო-სთვის. ხაზ­გას­მით ით­ქვა, რომ წელს ნატო-ს წევ­რი გახ­დე­ბა მონ­ტე­ნეგ­რო, რაც არის მკა­ფიო სიგ­ნა­ლი იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, ვი­საც სურს გახ­დეს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რი ქვე­ყა­ნა და იზი­ა­რებს იმ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც აკავ­ში­რებს ალი­ან­სის წევრ ქვეყ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის იმ პო­ლი­ტი­კის ხაზ­გას­მა, რომ ნატო რჩე­ბა ღია კა­რის პო­ლი­ტი­კის ერ­თგუ­ლი და ასე­ვე ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თგუ­ლი, რაც ჩვენ გვაძ­ლევს და­მა­ტე­ბით მო­ტი­ვა­ცი­ას იმ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით, რაც დავ­გეგ­მეთ თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში და რომ­ლის ინ­ტენ­სი­ვო­ბის ხა­რის­ხი მო­მა­ვალ წლებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა იზო­რი­ამ.

რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მზად­ყოფ­ნის პროგ­რა­მა არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი ნატო-ს სტან­დარ­ტებ­თან ჩვე­ნი შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბის კუ­თხით.

"ეს უნდა ოხ­დეს მეტი წვრთნე­ბით. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში 9 ბა­ტა­ლი­ო­ნი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ზად­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი გვაძ­ლევს, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბას, ასე­ვე ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის მუდ­მი­ვი წვრთნე­ბის რე­ჟიმ­ში მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს", - აღ­ნიშ­ნა იზო­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლევან იზორია - 3 წლის განმავლობაში 9 ბატალიონი მომზადდება

ლევან იზორია - 3 წლის განმავლობაში 9 ბატალიონი მომზადდება

ხაზგასმით ითქვა, რომ წელს ნატო-ს წევრი გახდება მონტენეგრო, რაც არის მკაფიო სიგნალი იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სურს გახდეს ნატო-ს წევრი და იზიარებს იმ საერთო ღირებულებებს, რაც აკავშირებს ალიანსის წევრ ქვეყნებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

იზორიას შეფასებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

"მოსახლეობამ იცის, რომ ასამბლეის სხდომა აქამდე ნატო-ს მხოლოდ 4 არაწევრ ქვეყნააში ჩატარებულა და დღეს ეს ოთხივე ქვეყანა ნატო-ს წევრია. დღეს დილით გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ნატო-სთვის. ხაზგასმით ითქვა, რომ წელს ნატო-ს წევრი გახდება მონტენეგრო, რაც არის მკაფიო სიგნალი იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სურს გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა და იზიარებს იმ საერთო ღირებულებებს, რაც აკავშირებს ალიანსის წევრ ქვეყნებს. შესაბამისად, ეს არის იმ პოლიტიკის ხაზგასმა, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული და ასევე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული, რაც ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც დავგეგმეთ თავდაცვის უწყებაში და რომლის ინტენსივობის ხარისხი მომავალ წლებში საკმაოდ მაღალი იქნება", - აღნიშნა იზორიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ნატო-ს სტანდარტებთან ჩვენი შეირაღებული ძალების დაახლოების კუთხით.

"ეს უნდა ოხდეს მეტი წვრთნებით. ამ პროგრამის ფარგლებში 9 ბატალიონი 3 წლის განმავლობაში მომზადდება. ეს პროცესი გვაძლევს, როგორც ინსტიტუციურად დაახლოებას, ასევე ჩვენი სამხედროების მუდმივი წვრთნების რეჟიმში მდგრადობის შენარჩუნებით, ნატო-ში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობებს", - აღნიშნა იზორიამ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე