სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს

სას­კო­ლო გა­მოც­დებ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ჩაჭ­რის გამო, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მო­ი­თხოვს, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის არ­სე­ბუ­ლი ფორ­მა­ტი გა­უქ­მდეს.

რო­გორც პარ­ტი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, გა­მოც­დე­ბის არ­სე­ბუ­ლი ფორ­მა­ტი არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია.

"გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შექ­მნი­ლი სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კა და ვი­თა­რე­ბა ადას­ტუ­რებს, რომ სას­კო­ლო რე­ფორ­მა შუა გზა­ზეა მი­ტო­ვე­ბუ­ლი და მისი ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რე­ფორ­მის და­ნარ­ჩე­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ჩა­ვარ­დნის გამო სა­დამ­სჯე­ლო მე­ქა­ნიზ­მად გა­და­იქ­ცა.

სწო­რედ ამი­ტომ ბავ­შვი მარ­ტო, პი­რის­პირ დარ­ჩა იმ ბა­რი­ერ­თან, რო­მე­ლიც მას წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის­კენ გზას უკე­ტავს. ჩვენ მი­ვი­ღეთ ის, რომ წლი­დან წლამ­დე ყვე­ლა სა­გან­ში და­დე­ბი­თად შე­ფა­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ქა­ო­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მსხვერ­პლად იქ­ცნენ და გა­მოც­და­ზე ჩა­იჭრ­ნენ. ჩაჭ­რი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი ბოლო წლებ­ში მზარ­დია. 2012 წელს ყო­ვე­ლი 100 მოს­წავ­ლი­დან ჩაჭ­რი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ 5 მოს­წავ­ლე იყო და რე­ფორ­მის სწორ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­დე­გი უნდა გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ყო­ვე­ლი მე­ო­თხე მოს­წავ­ლე ჩა­იჭ­რა.

სა­გან­გა­შოა ისიც, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი არა­ა­დექ­ვა­ტუ­რად აფა­სებს ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, რაც კი­დევ უფრო აზა­რა­ლებს მოს­წავ­ლეს, მას­წავ­ლე­ბელს და მშო­ბელს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვი­თხოვთ: 1. ამ ფორ­მა­ტით უკვე არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ის უნდა გა­უქ­მდეს; 2. სა­მი­ნის­ტრომ მო­ახ­დი­ნოს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სათ­ვის სას­წრა­ფოდ გა­ა­ორ­მა­გოს სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა; 3. გა­ნახ­ლდეს პე­და­გოგ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მათი კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე მუდ­მი­ვი ზრუნ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად; 4. გა­ი­ზარ­დოს მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი მი­ნი­მუმ 1000, ხოლო მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 1500 ლა­რამ­დე; 5. შე­წყდეს სკო­ლე­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა; 6. მო­წეს­რიგ­დეს სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სხვა", - გა­ნა­ცხა­და პარ­ტი­ის წევ­რმა ნინო კვი­ტა­იშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნაციონალური მოძრაობა" გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს

სასკოლო გამოცდებზე მოსწავლეების დიდი რაოდენობის ჩაჭრის გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი გაუქმდეს.

როგორც პარტიაში მიიჩნევენ, გამოცდების არსებული ფორმატი არარელევანტურია.

"განათლების სისტემაში შექმნილი საგანგაშო სტატისტიკა და ვითარება ადასტურებს, რომ სასკოლო რეფორმა შუა გზაზეა მიტოვებული და მისი ერთ-ერთი კომპონენტი, გამოსაშვები გამოცდები, რომელიც მოსწავლეებისთვის მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო, რეფორმის დანარჩენი კომპონენტების ჩავარდნის გამო სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა.

სწორედ ამიტომ ბავშვი მარტო, პირისპირ დარჩა იმ ბარიერთან, რომელიც მას წარმატებული მომავლისკენ გზას უკეტავს. ჩვენ მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ყველა საგანში დადებითად შეფასებული მოსწავლეები, სისტემაში არსებული ქაოტური მდგომარეობის მსხვერპლად იქცნენ და გამოცდაზე ჩაიჭრნენ. ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კი ბოლო წლებში მზარდია. 2012 წელს ყოველი 100 მოსწავლიდან ჩაჭრილების რაოდენობა მხოლოდ 5 მოსწავლე იყო და რეფორმის სწორ განხორციელებას შედეგი უნდა გაეუმჯობესებინა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე მოსწავლე ჩაიჭრა.

საგანგაშოა ისიც, რომ განათლების მინისტრი არაადექვატურად აფასებს ამ სიტუაციას, რაც კიდევ უფრო აზარალებს მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: 1. ამ ფორმატით უკვე არარელევანტურია გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და ის უნდა გაუქმდეს; 2. სამინისტრომ მოახდინოს არსებული პრობლემების დიაგნოსტირება და სისტემის გაჯანსაღებისათვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება; 3. განახლდეს პედაგოგთა სერტიფიცირება, მათი კომპეტენციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის პარალელურად; 4. გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ 1000, ხოლო მომდევნო წლების განმავლობაში 1500 ლარამდე; 5. შეწყდეს სკოლების პოლიტიზირება; 6. მოწესრიგდეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა", - განაცხადა პარტიის წევრმა ნინო კვიტაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი