სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებებია საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაციების შემდეგ
რა ცვლილებებია საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაციების შემდეგ

ავ­ტო­დი­ლე­რე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტის მომ­რავ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ტე­ი­ნე­რებს, რომ­ლი­თაც ეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ფო­თის პორ­ტში შე­მო­დის, შემ­დე­გი წარ­წე­რა აქვს: Junk ანუ ჯარ­თი ან Write off - ჩა­მო­წე­რი­ლია. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე აქ­ცი­ზის გა­სამ­მა­გე­ბის შემ­დეგ, და­ბალ­ფა­სი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, თუმ­ცა ეს ვერ შე­უ­წყობს ხელს იმ მთა­ვარ მი­ზანს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და, მათ შო­რის ეკო­ლო­გი­ის გა­ჯან­სა­ღე­ბა, სა­ცო­ბე­ბის გან­ტვირ­თვა, ავ­ტო­პარ­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ა.შ.

ვასო ურუ­შა­ძე, "ეკო ტრან­სპორტ ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: "თუ გა­ვიხ­სე­ნებთ პრო­ცე­სებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აა­ნონ­სებ­და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან ბრძო­ლის გა­მო­ცხა­დე­ბას. პირ­ვე­ლი და­ვით ნარ­მა­ნია იყო, ვინც სა­ცო­ბე­ბის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით და­ა­ნონ­სა მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის აკ­რძალ­ვა. თა­ვი­სი აბ­სურ­დუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­მა ინი­ცი­ა­ტი­ვამ შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო და სა­კი­თხი შსს-მ გა­და­ი­ბა­რა, რო­მე­ლიც უკვე მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა­ზე ზრუნ­ვით ამარ­თლებ­და აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რე­ა­ლუ­რად ეს რე­გუ­ლა­ცია არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, ადა­მი­ანს არ­თმე­ვენ უფ­ლე­ბას თა­ვად აირ­ჩი­ოს მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავ­დეს თუ მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი.

ბოლო წლებ­ში მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტის ზრდა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით, მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ აღ­ნიშ­ნულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, რომ­ლის იმ­პორ­ტიც ძი­რი­თა­დად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ია­პო­ნი­ი­დან, თუ შე­ვა­და­რებთ იგი­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის და ასა­კის ამე­რი­კი­დან ან ევ­რო­პი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილს, ვნა­ხავთ, რომ ია­პო­ნი­ი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან ავ­ტო­მო­ბილს, ბევ­რად ნაკ­ლე­ბი გარ­ბე­ნი აქვს, მე­ტად აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ლო­გი­ურ სტან­დარ­ტებს, ბევ­რად უსაფრ­თხო და ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლია, ვიდ­რე ევ­რო­პი­დან და ამე­რი­კი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ჯერ კი­დევ მა­შინ ვა­ცხა­დებ­თით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ვერც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის ტენ­დენ­ცი­ას შე­ა­ჩე­რებს ქვე­ყა­ნა­ში და არც ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს. მე­ტიც, ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით მი­ვი­ღებ­დით ბევ­რად მე­ტად ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლე­ბიც მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, მეტ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გე­ნენ ვიდ­რე მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა ცვლილებებია საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაციების შემდეგ

რა ცვლილებებია საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაციების შემდეგ

ავტოდილერები ბოლო პერიოდში საქართველოში დაზიანებული ამერიკული ავტომობილების იმპორტის მომრავლებაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, კონტეინერებს, რომლითაც ეს ავტომობილები ძირითადად ფოთის პორტში შემოდის, შემდეგი წარწერა აქვს: Junk ანუ ჯართი ან Write off - ჩამოწერილია. ექსპერტების შეფასებით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გასამმაგების შემდეგ, დაბალფასიანი ამერიკული და ევროპული ავტომობილების იმპორტის ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს ვერ შეუწყობს ხელს იმ მთავარ მიზანს, რომელიც თავის დროზე ცვლილებების მიზეზად დასახელდა, მათ შორის ეკოლოგიის გაჯანსაღება, საცობების განტვირთვა, ავტოპარკის გაუმჯობესება და ა.შ.

ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: "თუ გავიხსენებთ პროცესებს, საქართველოს მთავრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აანონსებდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ბრძოლის გამოცხადებას. პირველი დავით ნარმანია იყო, ვინც საცობების განმუხტვის მიზნით დაანონსა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა. თავისი აბსურდულობიდან გამომდინარე, მისმა ინიციატივამ შედეგი ვერ გამოიღო და საკითხი შსს-მ გადაიბარა, რომელიც უკვე მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემაზე ზრუნვით ამართლებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რეალურად ეს რეგულაცია არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების და არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანს ართმევენ უფლებას თავად აირჩიოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჰყავდეს თუ მარცხენასაჭიანი.

ბოლო წლებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის ზრდა საქართველოში გამოწვეული იყო ამ ავტომობილების დაბალი ღირებულებით, მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ავტომობილებს, რომლის იმპორტიც ძირითადად ხორციელდებოდა იაპონიიდან, თუ შევადარებთ იგივე ღირებულების და ასაკის ამერიკიდან ან ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილს, ვნახავთ, რომ იაპონიიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიან ავტომობილს, ბევრად ნაკლები გარბენი აქვს, მეტად აკმაყოფილებს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს, ბევრად უსაფრთხო და ტექნიკურად გამართულია, ვიდრე ევროპიდან და ამერიკიდან იმპორტირებული ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვაცხადებთით, რომ აღნიშნული რეგულაცია ვერც ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენციას შეაჩერებს ქვეყანაში და არც ავტოპარკის განახლებას გამოიწვევს. მეტიც, ჩვენი გათვლებით მივიღებდით ბევრად მეტად ტექნიკურად გაუმართავი იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობას ქვეყანაში, რომლებიც მოძრაობის უსაფრთხოების და ეკოლოგიური თვალსაზრისით, მეტ საფრთხეს წარმოადგენენ ვიდრე მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი