პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიზა ბათიაშვილი და გოტიე კაპუსიონი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვაზე!
ლიზა ბათიაშვილი და გოტიე კაპუსიონი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვაზე!

2017 წლის 17 ივ­ნისს თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რი CONCEPTART და ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სე­ზო­ნის და­ხურ­ვა­ზე გიწ­ვევთ. მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი და სა­უ­კუ­ნის ელ­ჩად წო­დე­ბუ­ლი ჩე­ლის­ტი გო­ტიე კა­პუ­სი­ო­ნი წარ­სდგე­ბი­ან. კონ­ცერტს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი - ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი უდი­რი­ჟო­რებს.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია თბი­ლი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი.

ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი Musical America-მ 2015 წლის ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტად და­ა­სა­ხე­ლა. 2016-2017 სა­კონ­ცერ­ტო სე­ზონ­ზე იგი კონ­ცერტგე­ბა­უს სა­მე­ფო ორ­კესტრის რე­ზი­დენტ სო­ლის­ტია. მსმე­ნე­ლი და კო­ლე­გა მუ­სი­კო­სე­ბი მის ვირ­ტუ­ო­ზუ­ლო­ბა­სა და "ღრმა მგრძნო­ბე­ლო­ბას" აფა­სე­ბენ - Financial Times.

გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლიო რან­გის ორ­კესტრებ­თან: ნიუ იორ­კის ფი­ლარ­მო­ნი­კი, ბერ­ლი­ნის Staatskapelle, ბერ­ლი­ნის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი, ცი­უ­რი­ჰის ტო­ნ­ჰა­ლე, ევ­რო­პის კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრი და სხვა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა ლიზა ბა­თი­აშ­ვილ­მა 16 წლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა, რო­გორც სი­ბე­ლი­უ­სის კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლემ. ორ­ჯერ გახ­და ECHO Klassik-ის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი, ამას­თა­ნა­ვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს MIDEM Classical Award, the Choc de l'année, ჩი­გი­ა­ნას მუ­სი­კის აკა­დე­მი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრი­ზი, Schleswig-Holstein Music Festival-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ლე­ო­ნარდ ბერ­სტა­ი­ნის ჯილ­დო და Beethoven-Ring.

ლიზა ცხოვ­რობს მი­უ­ნ­ჰენ­ში და უკ­რავს ჯო­ზეფ გუ­არ­ნე­რის 1739 წელს დამ­ზა­დე­ბულ ვი­ო­ლი­ნო­ზე "del Gesu", რო­მე­ლიც მას პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ი­დან გა­და­ე­ცა.

გო­ტიე კა­პუ­სი­ო­ნი XXI სა­უ­კუ­ნის ელ­ჩია, რო­გორც ჩე­ლის­ტი-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. იგი მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ დი­რი­ჟო­რებ­თან, ორ­კესტრებ­თან და ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. უკ­რავს მა­ტეო გოფ­რი­ლე­რის მიერ 1701 წელს დამ­ზა­დე­ბულ ინ­სტრუ­მენტზე.

"იშ­ვი­ა­თი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც სიმ­შვი­დი­თა და სი­ფა­ქი­ზით შე­უძ­ლია ნა­წარ­მო­ებს არ და­უ­კარ­გოს დრა­მა­ტუ­ლი გამ­ბე­და­ო­ბის შეგ­რძნე­ბა" - San Francisco Chronicle.

2016-2017 სა­კონ­ცერ­ტო სე­ზონ­ზე გო­ტიე კა­პუ­სი­ონს და­გეგ­მი­ლი აქვს გა­მოს­ვლე­ბი ისეთ ორ­კესტრებ­თან, რო­გო­რი­ცაა ლონ­დო­ნის სიმ­ფო­ნი­უ­რი და ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი, ბერ­ლი­ნის ფი­ლარ­მო­ნი­კი, დრეზ­დე­ნის Staatskapelle, მი­უ­ნ­ჰე­ნის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი, ჩი­კა­გოს სიმ­ფო­ნი­უ­რი, ლოს ან­ჯე­ლე­სის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი და სან ფრან­ცის­კოს სიმ­ფო­ნი­უ­რი. სხვა­დას­ხვა დროს აგ­რეთ­ვე, თა­ნამ­შრომ­ლობ­და კონ­ცერტგე­ბა­უს სა­მე­ფო ორ­კესტრთან, ვე­ნის ფი­ლარ­მო­ნიკ­თან, ლა­იფ­ცი­გის გე­ვანდჰა­უ­ზორ­კესტრთან, ცი­უ­რი­ჰის ტო­ნ­ჰა­ლეს­თან, ნიუ იორ­კის ფი­ლარ­მო­ნიკ­თან, სიდ­ნე­ის სიმ­ფო­ნი­ურ და მა­რი­ნის თე­ატ­რის ორ­კესტრებ­თან; დი­რი­ჟო­რებ­თან: შარლზ დუ­ტუი, ვა­ლე­რი გერ­გი­ე­ვი, გუს­ტა­ვო დუ­და­მე­ლი, ან­დრის ნელ­სონს, ია­ნის ნე­ზენ-სე­გუ­ი­ნი და სხვა. იგი სის­ტე­მა­ტი­უ­რად მარ­თავს კონ­ცერ­ტებს მარ­ტა არ­გე­რიჰთან, და­ნი­ელ ბა­რენ­ბო­იმ­თან, ლიზა ბა­თი­აშ­ვილ­თან, რენო კა­პუ­სი­ონ­თან, ჟან-ივ ტი­ბოს­თან და სხვ. ორ­ჯერ აქვს მი­ღე­ბუ­ლი ECHO Klassik-ის ჯილ­დო და არის მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. 2001 წელს Victoires de la Musique-ს მიერ და­სა­ხელ­და "წლის ახალ ტა­ლან­ტად".

კონ­ცერ­ტი მი­ე­ძღვნე­ბა ანტი-სტიგ­მა კამ­პა­ნი­ას "და­ი­ნა­ხე ყვე­ლა­ფე­რი", რო­მე­ლიც გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის (იუ­ნი­სე­ფის) ინი­ცი­ა­ტი­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით და მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, ქცე­ვის ნორ­მე­ბის შეც­ვლას და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მი­მართ სტიგ­მის შემ­ცი­რე­ბას.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი - თბი­ლი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი

ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, კომ­პა­ნია "ბა­და­გო­ნი".

სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი", "არ­ტა­რეა", "მე­დია ჰოლ­დინ­გი პა­ლიტ­რა", "რა­დიო ჰოლ­დინ­გი ფორ­ტუ­ნა", სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი 118 08

ბი­ლი­თე­ბი იყი­დე­ბა: www.tkt.ge

ბი­ლე­თის ფასი: 15, 25, 35, 45, 55, 65, 75, 100 ლარი

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის და­რე­კეთ 2 915504/05

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლიზა ბათიაშვილი და გოტიე კაპუსიონი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვაზე!

ლიზა ბათიაშვილი და გოტიე კაპუსიონი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვაზე!

2017 წლის 17 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელოვანთა კავშირი CONCEPTART და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვაზე გიწვევთ. მსმენელის წინაშე აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და საუკუნის ელჩად წოდებული ჩელისტი გოტიე კაპუსიონი წარსდგებიან. კონცერტს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის სამსახური.

ლიზა ბათიაშვილი Musical America-მ 2015 წლის ინსტრუმენტალისტად დაასახელა. 2016-2017 საკონცერტო სეზონზე იგი კონცერტგებაუს სამეფო ორკესტრის რეზიდენტ სოლისტია. მსმენელი და კოლეგა მუსიკოსები მის ვირტუოზულობასა და "ღრმა მგრძნობელობას" აფასებენ - Financial Times.

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მევიოლინე თანამშრომლობს მსოფლიო რანგის ორკესტრებთან: ნიუ იორკის ფილარმონიკი, ბერლინის Staatskapelle, ბერლინის ფილარმონიული, ციურიჰის ტონჰალე, ევროპის კამერული ორკესტრი და სხვა.

საერთაშორისო აღიარება ლიზა ბათიაშვილმა 16 წლის ასაკში მოიპოვა, როგორც სიბელიუსის კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ. ორჯერ გახდა ECHO Klassik-ის ჯილდოს მფლობელი, ამასთანავე მიღებული აქვს MIDEM Classical Award, the Choc de l'année, ჩიგიანას მუსიკის აკადემიის საერთაშორისო პრიზი, Schleswig-Holstein Music Festival-ის მიერ დაწესებული ლეონარდ ბერსტაინის ჯილდო და Beethoven-Ring.

ლიზა ცხოვრობს მიუნჰენში და უკრავს ჯოზეფ გუარნერის 1739 წელს დამზადებულ ვიოლინოზე "del Gesu", რომელიც მას პირადი კოლექციიდან გადაეცა.

გოტიე კაპუსიონი XXI საუკუნის ელჩია, როგორც ჩელისტი-შემსრულებელი. იგი მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, ორკესტრებთან და ინსტრუმენტალისტებთან თანამშრომლობს. უკრავს მატეო გოფრილერის მიერ 1701 წელს დამზადებულ ინსტრუმენტზე.

"იშვიათი შემსრულებელი, რომელსაც სიმშვიდითა და სიფაქიზით შეუძლია ნაწარმოებს არ დაუკარგოს დრამატული გამბედაობის შეგრძნება" - San Francisco Chronicle.

2016-2017 საკონცერტო სეზონზე გოტიე კაპუსიონს დაგეგმილი აქვს გამოსვლები ისეთ ორკესტრებთან, როგორიცაა ლონდონის სიმფონიური და ფილარმონიული, ბერლინის ფილარმონიკი, დრეზდენის Staatskapelle, მიუნჰენის ფილარმონიული, ჩიკაგოს სიმფონიური, ლოს ანჯელესის ფილარმონიული და სან ფრანცისკოს სიმფონიური. სხვადასხვა დროს აგრეთვე, თანამშრომლობდა კონცერტგებაუს სამეფო ორკესტრთან, ვენის ფილარმონიკთან, ლაიფციგის გევანდჰაუზორკესტრთან, ციურიჰის ტონჰალესთან, ნიუ იორკის ფილარმონიკთან, სიდნეის სიმფონიურ და მარინის თეატრის ორკესტრებთან; დირიჟორებთან: შარლზ დუტუი, ვალერი გერგიევი, გუსტავო დუდამელი, ანდრის ნელსონს, იანის ნეზენ-სეგუინი და სხვა. იგი სისტემატიურად მართავს კონცერტებს მარტა არგერიჰთან, დანიელ ბარენბოიმთან, ლიზა ბათიაშვილთან, რენო კაპუსიონთან, ჟან-ივ ტიბოსთან და სხვ. ორჯერ აქვს მიღებული ECHO Klassik-ის ჯილდო და არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. 2001 წელს Victoires de la Musique-ს მიერ დასახელდა "წლის ახალ ტალანტად".

კონცერტი მიეძღვნება ანტი-სტიგმა კამპანიას "დაინახე ყველაფერი", რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ინიციატივით მიმდინარეობს ევროკავშირისა და აშშ საერთაშორისო განვითარების საააგენტოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირებას.

პროექტის მხარდამჭერი - თბილისის მერიის კულტურის სამსახური

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია "ბადაგონი".

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია "იმედი", "არტარეა", "მედია ჰოლდინგი პალიტრა", "რადიო ჰოლდინგი ფორტუნა", საინფორმაციო ცენტრი 118 08

ბილითები იყიდება: www.tkt.ge

ბილეთის ფასი: 15, 25, 35, 45, 55, 65, 75, 100 ლარი

ინფორმაციისათვის დარეკეთ 2 915504/05