სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი
"ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი

სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტი ედი­შერ ქარ­ჩა­ვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ლუსტრა­ცი­ას იწყებს, რომ­ლე­ბიც ე.წ. "ცი­ა­ნი­დის საქ­მის" მხარ­დამ­ჭე­რია და ეკ­ლე­სი­ა­ში პატ­რი­არ­ქის მმარ­თვე­ლო­ბის გა­უქ­მე­ბა სურთ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ქარ­ჩა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, "ან­ტი­პატ­რი­არ­ქის­ტებს" შო­რის რო­გორც სა­ე­რო, ისე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არი­ან. სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტი მათი ვი­ნა­ო­ბის წი­ნას­წარ და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ იმ პი­რებს შო­რის, ვის ლუსტრა­ცი­ა­საც გეგ­მავს, ე.წ. "ცი­ა­ნი­დის საქ­მის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან.

"ვი­წყებ იმ ხალ­ხის ლუსტრა­ცი­ას, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის, ისე სა­ე­რო პი­რე­ბის, ვინც არი­ან "ან­ტი­პატ­რი­არ­ქის­ტე­ბი". და­ი­წყე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ლუსტრა­ცია და ყვე­ლას და­ერ­ქმე­ვა თა­ვი­სი სა­ხე­ლი, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ითხო­ვენ ეკ­ლე­სი­ა­ში პატ­რი­არ­ქის მმარ­თვე­ლო­ბის გა­უქ­მე­ბას და სურთ სი­ნო­და­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. მოხ­დე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­თი­თა­ოდ და­სა­ხე­ლე­ბა და იმ ფაქ­ტე­ბის წარ­მო­ჩე­ნა, თუ რა უნ­დათ მათ რე­ა­ლუ­რად, რა­ტომ და რის­თვის იბ­რძვი­ან "ცი­ა­ნი­დის საქ­მის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ.

სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­ტის თქმით, ვინც ე.წ. "ცი­ა­ნი­დის საქ­მეს" უჭერს მხარს, სურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პატ­რი­არ­ქის მმარ­თვე­ლო­ბა გა­უქ­მდეს.

"წი­ნას­წარ თავს შე­ვი­კა­ვებ მათი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან, თუმ­ცა ვი­ტყვი, რომ არი­ან ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მათ ზურგს უკან მდგო­მე­ბი, ვინც მხარს უჭე­რენ თუნ­დაც "ცი­ა­ნი­დის საქ­მეს" და მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს. მათ, ვინც ამ საქ­მეს მხარს უჭე­რენ, უნ­დათ პატ­რი­არ­ქის მმარ­თვე­ლო­ბის გა­უქ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამა­ზე შე­სა­ბა­მის ფაქ­ტებ­საც წარ­მო­ვად­გენთ", - გა­ნა­ცხა­და ედი­შერ ქარ­ჩა­ვამ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი

"ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა იმ ადამიანების ლუსტრაციას იწყებს, რომლებიც ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერია და ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქარჩავამ განუცხადა, "ანტიპატრიარქისტებს" შორის როგორც საერო, ისე სასულიერო პირები არიან. საპატრიარქოს იურისტი მათი ვინაობის წინასწარ დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იმ პირებს შორის, ვის ლუსტრაციასაც გეგმავს, ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერები არიან.

"ვიწყებ იმ ხალხის ლუსტრაციას, როგორც სასულიერო პირების, ისე საერო პირების, ვინც არიან "ანტიპატრიარქისტები". დაიწყება ამ ადამიანების ლუსტრაცია და ყველას დაერქმევა თავისი სახელი, ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმებას და სურთ სინოდარული მმართველობა. მოხდება ამ ადამიანების სათითაოდ დასახელება და იმ ფაქტების წარმოჩენა, თუ რა უნდათ მათ რეალურად, რატომ და რისთვის იბრძვიან "ციანიდის საქმის" მხარდამჭერები", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, ვინც ე.წ. "ციანიდის საქმეს" უჭერს მხარს, სურს, რომ საქართველოში პატრიარქის მმართველობა გაუქმდეს.

"წინასწარ თავს შევიკავებ მათი ვინაობის დასახელებისგან, თუმცა ვიტყვი, რომ არიან ის სასულიერო პირები და მათ ზურგს უკან მდგომები, ვინც მხარს უჭერენ თუნდაც "ციანიდის საქმეს" და მამა გიორგი მამალაძეს. მათ, ვინც ამ საქმეს მხარს უჭერენ, უნდათ პატრიარქის მმართველობის გაუქმება საქართველოში და ამაზე შესაბამის ფაქტებსაც წარმოვადგენთ", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი