მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზური სახელმწიფო დრამატული თეატრი" თურქეთში
"აფხაზური სახელმწიფო დრამატული თეატრი" თურქეთში

აფხა­ზუ­რი პრე­სა აფხა­ზუ­რი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის თურ­ქეთ­ში გა­მარ­თულ გას­ტროლ­ზე წერს და ამას "კულ­ტუ­რულ წინსვლად" მი­იჩ­ნევს.

"90-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის­თვის ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი "რკი­ნის ფარ­და" თან­და­თან გა­ირ­ღვა და თურ­ქეთ­ში მყოფ აფხა­ზურ დი­ას­პო­რას­თან კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სულ უფრო ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ ამ თვე­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი თურ­ქეთს სტუმ­რე­ბო­და", - წერს აფხა­ზუ­რი პრე­სა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვის და­სა­წყის­ში სამ­სონ ჩან­ბა თურ­ქეთ­ში თა­ვი­სი სპექ­ტაკ­ლით წარ­სდგა. ამ გას­ტრო­ლის შე­სა­ხებ სო­ხუმ­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა თე­ატ­რის რე­ჟი­სორ­მა ალ­ხაზ შამ­ბამ და აფხა­ზე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა არ­ტის­ტმა დაურ არუ­ხა­ამ.

აფხა­ზუ­რი პრე­სის თქმით, ამ გას­ტრო­ლის ის­ტო­რია ასე­თი იყო - რო­დე­საც თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა აფხა­ზურ­მა დი­ას­პო­რამ სო­ხუმ­ში ნახა აფხა­ზი დრა­მა­ტურ­გის, სამ­სონ ჩან­ბას პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი "მა­ჰა­ჯი­რე­ბი", ისი­ნი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დნენ, ეს სპექ­ტაკ­ლი თურ­ქეთ­შიც წა­რედ­გი­ნათ. "აფხა­ზუ­რი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი" სწო­რედ პირ­ვე­ლი აფხა­ზი დრა­მა­ტურ­გის სამ­სონ ჩან­ბას სა­ხელს ატა­რებს.

საქ­მე ის არის, რომ ეს არის პირ­ვე­ლი დრა­მა, რო­მე­ლიც აფხა­ზურ ენა­ზეა და რო­მე­ლიც 1920 წლის მა­ჰა­ჯი­რო­ბას მი­ე­ძღვნა. თით­ქმის სა­უ­კუ­ნის წინ, აფხა­ზე­თი­დან მა­ჰა­ჯი­რო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტალ­ღა გან­ხორ­ცი­ელ­და. სპექ­ტაკლში ის პე­რი­ო­დია ასა­ხუ­ლი, რო­დე­საც ჭრი­ლო­ბა ჯერ კი­დევ ახა­ლია... სწო­რედ ამ სპექ­ტაკ­ლის წარ­სად­გე­ნად, 30-ზე მეტი მსა­ხი­ო­ბის­გან შემ­დგა­რი დასი თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. დას­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კავ­კა­სი­ე­ლი მა­ჰა­ჯი­რე­ბის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც 1864 წლის 21 მა­ისს, რუ­სეთს-კავ­კა­სი­ის ომის დას­რუ­ლე­ბის თა­რიღს უკავ­შირ­დე­ბო­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბა სიმ­ბო­ლუ­რად, იგი­ვე ად­გი­ლას, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, თურ­ქე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, სა­ქა­რი­ა­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის წინ გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი მთი­ე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ჩა­ა­სახ­ლეს.

მსა­ხი­ო­ბებ­სა და რე­ჟი­სო­რებ­თან ერ­თად, თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო პო­ე­ტი რუ­შ­ბეი სმი­რი, პო­ე­მა "სიმ­რას" ავ­ტო­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცია დად­გა აფხაზ­მა რე­ჟი­სორ­მა მა­დი­ნა არ­გუნ­მა.

თურ­ქეთ­ში "მა­ჰა­ჯი­რის" წარ­მოდ­გე­ნას­თან ერ­თად, ამ თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ის ჩვე­ნე­ბაც გა­ი­მარ­თა. გას­ტრო­ლის ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბი აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და­ფა­რა.

"ჩვე­ნი თე­ატ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტამ­ბოლ­ში შე­იკ­რიბ­ნენ და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იქი­დან გა­ემ­გზავრნენ... ეს საკ­მა­ოდ სა­რის­კო იყო. ბა­თალ ფა­ჩა­ლია მე­უბ­ნე­ბო­და, რო­გორ არ უნდა ამოვ­თქვათ ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც ჩვენს გარ­შე­მო, ამ ქვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან და ყვე­ლაფ­რის მომსწრე არი­ან, მაგ­რამ ისი­ნი დუ­მან... ვი­ღა­ცამ ხომ უნდა ილა­პა­რა­კოს... ჩვენ იქ უნდა გა­ვემ­გზავ­როთ, იქ ჩვე­ნი ხალ­ხი ცხოვ­რობს, ჩვე­ნი სის­ხლი და ხორ­ცი და ისი­ნი გვე­ლო­დე­ბი­ან. და­ახ­ლო­ე­ბით, ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი... მათ­გან ყვე­ლა­ზე ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და ჩვენ­თან და გვი­ამ­ბო, რომ რო­დე­საც მა­ჰა­ჯი­რე­ბი იქ ჩა­ა­სახ­ლეს, გარ­შე­მო არა­ფე­რი იყო ქვე­ბი­სა და კლდე­ე­ბის გარ­და, იქი­დან ისი­ნი ქეფ­ქენ­ში გა­და­სახ­ლდნენ. შემ­დეგ და­ი­წყო მა­ლა­რია... გად­მო­ცე­მით ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს ბავ­შვე­ბის სა­საფ­ლაო, სა­დაც 1200-მდე ბავ­შვია დაკ­რძა­ლუ­ლი... თურ­ქე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შეგ­ვპირ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში ჩა­დე­ბუ­ლია და იმ ად­გი­ლას მათი ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად მე­მო­რი­ა­ლი იქ­ნე­ბა", - ჰყვე­ბა დაურ არუ­ხაა, რომ­ლის თქმი­თაც, მა­ყუ­რებ­ლის დიდ­მა ნა­წილ­მა სპექ­ტაკ­ლის ყუ­რე­ბა ემო­ცი­ე­ბი­სა და ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ შეძ­ლო.

აფხა­ზი მსა­ხი­ო­ბე­ბის თქმით, აფხა­ზუ­რი ენა მხო­ლოდ უფ­რო­სი თა­ო­ბის 30 პრო­ცენტს ეს­მო­და. ახალ თა­ო­ბას კი წი­ნაპ­რე­ბის ენის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ მათი უფ­რო­სე­ბის­გან სმე­ნი­ათ. გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო მხო­ლოდ ერთი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც აფხა­ზუ­რად სა­უბ­რობ­და... აფხა­ზურ­მა დი­ას­პო­რამ მათ სთხო­ვა შემ­დგომ­შიც ჩა­სუ­ლიყ­ვნენ, რათა მა­ჰა­ჯი­რო­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან კავ­ში­რი არ გა­წყდეს და სა­კუ­თარ ფეს­ვებს კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დნენ.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც აფხა­ზუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თურ­ქეთ­ში დი­ას­პო­რას­თან და­ახ­ლო­ე­ბის სა­ბა­ბით, იქ შე­ფარ­ვით სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რის გა­ტა­ნას ცდი­ლობს... შარ­შან, ნო­ემ­ბერ­ში, თურ­ქეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­ზე­თის "სა­ბა­ჰის" აფხა­ზუ­რი ჩა­ნარ­თი "აფხა­ზია" გა­მო­ვი­და. მა­შინ თურ­ქე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ზექი ლე­ვენთ გურ­მუქჩუ აცხა­დებ­და, რომ "აფხა­ზია" თურ­ქეთ­ში არ­სე­ბუ­ლი აფხა­ზუ­რი სათ­ვის­ტო­მო­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით გა­მო­ვი­და და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

დიპ­ლო­მა­ტი ასე­ვე აცხა­დებ­და, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ან­კა­რას პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მტკი­ცე და ურ­ყე­ვი იყო და მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი აღარ გან­მე­ორ­დე­ბო­და.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"აფხაზური სახელმწიფო დრამატული თეატრი" თურქეთში

"აფხაზური სახელმწიფო დრამატული თეატრი" თურქეთში

აფხაზური პრესა აფხაზური დრამატული თეატრის თურქეთში გამართულ გასტროლზე წერს და ამას "კულტურულ წინსვლად" მიიჩნევს.

"90-იანი წლების ომის შემდეგ, აფხაზეთისთვის ჩამოშვებული "რკინის ფარდა" თანდათან გაირღვა და თურქეთში მყოფ აფხაზურ დიასპორასთან კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერთობები სულ უფრო ვითარდება, თუმცა მხოლოდ ამ თვეში გახდა შესაძლებელი, აფხაზეთის სახელმწიფო თეატრი თურქეთს სტუმრებოდა", - წერს აფხაზური პრესა.

მათი ინფორმაციით, თვის დასაწყისში სამსონ ჩანბა თურქეთში თავისი სპექტაკლით წარსდგა. ამ გასტროლის შესახებ სოხუმში პრესკონფერენცია გამართა თეატრის რეჟისორმა ალხაზ შამბამ და აფხაზეთის დამსახურებულმა არტისტმა დაურ არუხაამ.

აფხაზური პრესის  თქმით, ამ გასტროლის ისტორია ასეთი იყო - როდესაც თურქეთიდან ჩამოსულმა აფხაზურმა დიასპორამ სოხუმში ნახა აფხაზი დრამატურგის, სამსონ ჩანბას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "მაჰაჯირები", ისინი ძალიან დაინტერესდნენ, ეს სპექტაკლი თურქეთშიც წარედგინათ. "აფხაზური სახელმწიფო თეატრი" სწორედ პირველი აფხაზი დრამატურგის სამსონ ჩანბას სახელს ატარებს.

საქმე ის არის, რომ ეს არის პირველი დრამა, რომელიც აფხაზურ ენაზეა და რომელიც 1920 წლის მაჰაჯირობას მიეძღვნა. თითქმის საუკუნის წინ, აფხაზეთიდან მაჰაჯირობის ყველაზე დიდი ტალღა განხორციელდა. სპექტაკლში ის პერიოდია ასახული, როდესაც ჭრილობა ჯერ კიდევ ახალია... სწორედ ამ სპექტაკლის წარსადგენად, 30-ზე მეტი მსახიობისგან შემდგარი დასი თურქეთში გაემგზავრა. დასმა მონაწილეობა მიიღო კავკასიელი მაჰაჯირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც 1864 წლის 21 მაისს, რუსეთს-კავკასიის ომის დასრულების თარიღს უკავშირდებოდა.

ღონისძიება სიმბოლურად, იგივე ადგილას, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საქარიაში გაიმართა, სადაც საუკუნე-ნახევრის წინ გადასახლებული მთიელების ძირითადი ნაწილი ჩაასახლეს.

მსახიობებსა და რეჟისორებთან ერთად, თურქეთში იმყოფებოდა აფხაზეთის სახალხო პოეტი რუშბეი სმირი, პოემა "სიმრას" ავტორი, რომლის მიხედვითაც თეატრალური კომპოზიცია დადგა აფხაზმა რეჟისორმა მადინა არგუნმა.  

თურქეთში "მაჰაჯირის" წარმოდგენასთან ერთად, ამ თეატრალური კომპოზიციის ჩვენებაც გაიმართა. გასტროლის ფინანსური ხარჯები აფხაზეთის ხელმძღვანელობამ დაფარა.

"ჩვენი თეატრის წარმომადგენლები სტამბოლში შეიკრიბნენ და ღონისძიებაზე იქიდან გაემგზავრნენ... ეს საკმაოდ სარისკო იყო. ბათალ ფაჩალია მეუბნებოდა, როგორ არ უნდა ამოვთქვათ ეს ყველაფერი, როდესაც ჩვენს გარშემო, ამ ქვებმა ყველაფერი იციან და ყველაფრის მომსწრე არიან, მაგრამ ისინი დუმან... ვიღაცამ ხომ უნდა ილაპარაკოს... ჩვენ იქ უნდა გავემგზავროთ, იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს, ჩვენი სისხლი და ხორცი და ისინი გველოდებიან. დაახლოებით, ათასამდე ადამიანი... მათგან ყველაზე ყველაზე უფროსი ადამიანი მოვიდა ჩვენთან და გვიამბო, რომ როდესაც მაჰაჯირები იქ ჩაასახლეს, გარშემო არაფერი იყო ქვებისა და კლდეების გარდა, იქიდან ისინი ქეფქენში გადასახლდნენ. შემდეგ დაიწყო მალარია... გადმოცემით ვიცით, რომ არსებობს ბავშვების სასაფლაო, სადაც 1200-მდე ბავშვია დაკრძალული... თურქეთის ხელმძღვანელობა შეგვპირდა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩადებულია და იმ ადგილას მათი ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი იქნება", - ჰყვება დაურ არუხაა, რომლის თქმითაც, მაყურებლის დიდმა ნაწილმა სპექტაკლის ყურება ემოციებისა და ცრემლების გარეშე ვერ შეძლო.

აფხაზი მსახიობების თქმით, აფხაზური ენა მხოლოდ  უფროსი თაობის 30 პროცენტს ესმოდა. ახალ თაობას კი წინაპრების ენის შესახებ, მხოლოდ მათი უფროსებისგან სმენიათ. გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი გოგონა, რომელიც აფხაზურად საუბრობდა... აფხაზურმა დიასპორამ მათ სთხოვა შემდგომშიც ჩასულიყვნენ, რათა მაჰაჯირობის მემკვიდრეობასთან კავშირი არ გაწყდეს და საკუთარ ფესვებს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აფხაზური ხელისუფლება თურქეთში დიასპორასთან დაახლოების საბაბით, იქ შეფარვით საკუთარი კულტურის გატანას ცდილობს... შარშან, ნოემბერში, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გაზეთის "საბაჰის" აფხაზური ჩანართი "აფხაზია" გამოვიდა. მაშინ თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გურმუქჩუ აცხადებდა, რომ "აფხაზია" თურქეთში არსებული აფხაზური სათვისტომოების ძალისხმევით გამოვიდა და აღნიშნულთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობა ინფორმირებული არ ყოფილა.

დიპლომატი ასევე აცხადებდა, რომ ოფიციალური ანკარას პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მტკიცე და ურყევი იყო და მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორდებოდა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე