პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დააცლევინეს ყანწი ფიდელ კასტროს აფხაზეთში ვიზიტის დროს - კადრი ისტორიიდან
როგორ დააცლევინეს ყანწი ფიდელ კასტროს აფხაზეთში ვიზიტის დროს - კადრი ისტორიიდან

ფი­დელ კას­ტრო­სა და ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, როცა კუბა კო­მუ­ნის­ტუ­რი ქვე­ყა­ნა გახ­და და საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო.

ორი­ვე ლი­დერს სწამ­და, რომ კო­მუ­ნიზ­მი მარ­თვის უკე­თე­სი ფორ­მა იყო, ვიდ­რე კა­პი­ტა­ლიზ­მი. მთე­ლი ცივი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში კუბა სსრ კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კურ და სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას ეყ­რდნო­ბო­და.

1963 წლის 27 აპ­რილს კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რი პირ­ვე­ლად ეწ­ვია საბ­ჭო­თა კავ­შირს და ეს ვი­ზი­ტი 40 დღეს გაგ­რძელ­და (სულ კას­ტრო სსრკ-ში ათ­ჯერ ჩა­ვი­და). მან მო­ი­ნა­ხუ­ლა მრა­ვა­ლი ქა­ლა­ქი, ფაბ­რი­კა-ქარ­ხნე­ბი, სა­ი­დუმ­ლო სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი... ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნა­ვიც კი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს. მოს­კოვ­ში პი­რა­დი დაც­ვის გა­რე­შე გა­ი­სე­ირ­ნა, ესა­უბ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც და რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც. ფი­დე­ლი პირ­ვე­ლი უცხო­ე­ლი იყო, ვინც მავ­ზო­ლე­უ­მის ტრი­ბუ­ნა­ზე მოხ­ვდა და ვინც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის წო­დე­ბა მი­ი­ღო.

კუ­ბის ლი­დე­რი გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის დუ­რიფ­შის კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის ჩაის პლან­ტა­ცი­ა­ში

კას­ტრო სა­უბ­რობ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ხში­რად აღ­ნიშ­ნავ­და კუ­ბა­ში სო­ცი­ა­ლის­ტურ მშე­ნებ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ის ხაზს უს­ვამ­და, რომ საბ­ჭო­თა ხალ­ხმა "თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი კუ­ბის მი­მართ საქ­მით გა­მო­ხა­ტა".

ვი­ზი­ტი­სას კას­ტრო და ხრუშ­ჩო­ვი შე­თან­ხმდნენ შაქ­რის ექ­სპორტზე. თუმ­ცა, კუ­ბა­სა და სსრ კავ­შირს შო­რის ერ­თგვა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბაც იყო. კას­ტრომ უფრო მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კას­თან, იყე­ნებ­და რა სსრკ-ჩი­ნე­თის უთან­ხმო­ე­ბას, თუმ­ცა ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა სო­ცი­ა­ლის­ტურ ქვე­ყა­ნას­თან ძმურ ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და. სსრკ-ჩი­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბამ ასე­ვე იმოქ­მე­და კას­ტროს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ჩე გე­ვა­რას­თან, რო­მელ­მაც მაოს თვალ­საზ­რისს და­უ­ჭი­რა მხა­რი. 1966 წელს ჩე გე­ვა­რა ბო­ლი­ვი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც წა­რუ­მა­ტებ­ლად სცა­და რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა...

ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვს უყ­ვარ­და აფხა­ზეთ­ში სტუმ­რო­ბა და კომ­პარ­ტი­ის სა­ოლ­ქო კო­მი­ტე­ტის პირ­ველ მდი­ვან მი­ხე­ილ ბღაჟ­ბას­თან სა­პა­ტიო უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც ჩაჰ­ყავ­და. ასე მოხ­ვდა აფხა­ზეთ­ში კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რიც. მის­თვის სუფ­რა გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის დუ­რიფ­შის მი­ლი­ო­ნერ კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­ი­შა­ლა.

ფი­დელ კას­ტრო და ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი დუ­რიფ­შის კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გაშ­ლილ სუფ­რა­ზე (1963 წ.)

სუფ­რა­ზე ბევ­რი სა­დღეგ­რძე­ლო ით­ქვა. როცა თა­მა­დამ ყან­წის და­ლე­ვა მო­ი­თხო­ვა, საბ­ჭო­თა ხელ­მძღვა­ნელ­მა უყოყ­მა­ნოდ და­ლია, ფი­დელ­მა კი მოს­ვა და ღვი­ნის დიდი ნა­წი­ლი გა­დაღ­ვა­რა. ბღაჟ­ბამ ხრუშ­ჩოვს მი­ა­ნიშ­ნა: "აფხა­ზი გლე­ხე­ბი გვი­ყუ­რე­ბენ და ვერ გაგ­ვი­გე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა თქვან, პურ­მა­რილ­ზე ფეხი გვიკ­რაო". ნი­კი­ტა­მაც კვლავ მო­ი­თხო­ვა სავ­სე ყან­წი და კუ­ბე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სას­მი­სი და­ე­ცა­ლა...

რა­მაზ გურ­გე­ნი­ძე, ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ დააცლევინეს ყანწი ფიდელ კასტროს აფხაზეთში ვიზიტის დროს - კადრი ისტორიიდან

როგორ დააცლევინეს ყანწი ფიდელ კასტროს აფხაზეთში ვიზიტის დროს - კადრი ისტორიიდან

ფიდელ კასტროსა და ნიკიტა ხრუშჩოვს შორის ურთიერთობა მაშინ ჩამოყალიბდა, როცა კუბა კომუნისტური ქვეყანა გახდა და საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება დაიწყო.

ორივე ლიდერს სწამდა, რომ კომუნიზმი მართვის უკეთესი ფორმა იყო, ვიდრე კაპიტალიზმი. მთელი ცივი ომის განმავლობაში კუბა სსრ კავშირის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას ეყრდნობოდა.

1963 წლის 27 აპრილს კუბის რევოლუციის ლიდერი პირველად ეწვია საბჭოთა კავშირს და ეს ვიზიტი 40 დღეს გაგრძელდა (სულ კასტრო სსრკ-ში ათჯერ ჩავიდა). მან მოინახულა მრავალი ქალაქი, ფაბრიკა-ქარხნები, საიდუმლო სამხედრო ბაზები... ატომური წყალქვეშა ნავიც კი დაათვალიერებინეს. მოსკოვში პირადი დაცვის გარეშე გაისეირნა, ესაუბრა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და რიგით მოქალაქეებსაც. ფიდელი პირველი უცხოელი იყო, ვინც მავზოლეუმის ტრიბუნაზე მოხვდა და ვინც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიიღო.

კუბის ლიდერი გუდაუთის რაიონის დურიფშის კოლმეურნეობის ჩაის პლანტაციაში

კასტრო საუბრობდა საბჭოთა კავშირში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ხშირად აღნიშნავდა კუბაში სოციალისტურ მშენებლობაში საბჭოთა გამოცდილების გამოყენების აუცილებლობას. ის ხაზს უსვამდა, რომ საბჭოთა ხალხმა "თავისი სიყვარული კუბის მიმართ საქმით გამოხატა".

ვიზიტისას კასტრო და ხრუშჩოვი შეთანხმდნენ შაქრის ექსპორტზე. თუმცა, კუბასა და სსრ კავშირს შორის ერთგვარი დაძაბულობაც იყო. კასტრომ უფრო მჭიდრო კონტაქტი დაამყარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, იყენებდა რა სსრკ-ჩინეთის უთანხმოებას, თუმცა ისიც განაცხადა, რომ ყველა სოციალისტურ ქვეყანასთან ძმურ ურთიერთობას შეინარჩუნებდა. სსრკ-ჩინეთის დაპირისპირებამ ასევე იმოქმედა კასტროს დამოკიდებულებაზე ჩე გევარასთან, რომელმაც მაოს თვალსაზრისს დაუჭირა მხარი. 1966 წელს ჩე გევარა ბოლივიაში გაემგზავრა, სადაც წარუმატებლად სცადა რევოლუციის მოწყობა...

ნიკიტა ხრუშჩოვს უყვარდა აფხაზეთში სტუმრობა და კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველ მდივან მიხეილ ბღაჟბასთან საპატიო უცხოელი სტუმრებიც ჩაჰყავდა. ასე მოხვდა აფხაზეთში კუბის რევოლუციის ლიდერიც. მისთვის სუფრა გუდაუთის რაიონის დურიფშის მილიონერ კოლმეურნეობაში გაიშალა.

ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი დურიფშის კოლმეურნეობაში გაშლილ სუფრაზე (1963 წ.)

სუფრაზე ბევრი სადღეგრძელო ითქვა. როცა თამადამ ყანწის დალევა მოითხოვა, საბჭოთა ხელმძღვანელმა უყოყმანოდ დალია, ფიდელმა კი მოსვა და ღვინის დიდი ნაწილი გადაღვარა. ბღაჟბამ ხრუშჩოვს მიანიშნა: "აფხაზი გლეხები გვიყურებენ და ვერ გაგვიგებენ, შეიძლება თქვან, პურმარილზე ფეხი გვიკრაო". ნიკიტამაც კვლავ მოითხოვა სავსე ყანწი და კუბელიც იძულებული გახდა, სასმისი დაეცალა...

რამაზ გურგენიძე, ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ