პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სკოლაში შვილს უჩაგრავენ - ფსიქოლოგი და იურისტი ბავშვთა უფლებებზე
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სკოლაში შვილს უჩაგრავენ - ფსიქოლოგი და იურისტი ბავშვთა უფლებებზე

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, ყვე­ლა ბავ­შვს აქვს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლა­დაც, ქვეყ­ნე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ უზ­რუნ­ველ­ყონ უფა­სო და სა­ვალ­დე­ბუ­ლო და­წყე­ბი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. ზემ­ოთხსნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია არამ­ხო­ლოდ შექ­მნას სკო­ლე­ბი, არა­მედ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მათი ადეკ­ვა­ტუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაც.

გარ­და იმი­სა, რომ ყო­ველ ბავ­შვს აქვს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა, ის ასე­ვე ფლობს დამ­ცი­რე­ბის, სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა და დას­ჯის­გან თა­ვის დაც­ვის უფ­ლე­ბა­საც, რაც იმ­თა­ვით­ვე მო­ი­აზ­რებს ბავ­შვის, რო­გორც მოს­წავ­ლის ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის აკ­რძალ­ვას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი ბავ­შვის მი­მართ დას­ჯა­დია, მოს­წავ­ლე­ე­ბის სი­ტყვი­ე­რი თუ სხვა სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა სკო­ლე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, როცა ბავ­შვი ე.წ. ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ხდე­ბა თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან, მრავ­ლად არის ისე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვზე ემო­ცი­ურ ან ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას მას­წავ­ლე­ბე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს.

კი­თხვა­ზე, თუ სად გა­დის ზღვა­რი მას­წავ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბებ­სა და მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბებს შო­რის - AMBEBI.GE-ს იუ­რის­ტი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

"რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე სკო­ლა­ში, ჩემი აზ­რით, ჩვენ უნდა გა­ვი­აზ­როთ ერთი მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი: სკო­ლა­ში ბავ­შვს აქვს უფ­ლე­ბე­ბი, ხოლო მას­წავ­ლე­ბელს აქვს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. სკო­ლა შექ­მნი­ლია ბავ­შვის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და მას­წავ­ლე­ბე­ლი კი და­საქ­მე­ბუ­ლია იქ, რათა გან­ხორ­ცი­ე­ლოს ბავ­შვის ეს უფ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, მას­წავ­ლე­ბელ­საც აქვს მა­გა­ლი­თად, ღირ­სე­უ­ლი შრო­მის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა, იგი შრო­მის პი­რო­ბე­ბის შექ­მნას ბავ­შვს ვერ მოს­თხოვს, არა­მედ თა­ვის დამ­საქ­მე­ბელს. ანუ ბავ­შვი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, უფ­ლე­ბე­ბის სუ­ბი­ექ­ტი არის ბავ­შვი, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ზრდას­რუ­ლი­სა და ბავ­შვის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში", - ამ­ბობს არ­გა­ნიშ­ვი­ლი.

იუ­რის­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლებ­ლის მიერ მოს­წავ­ლის დას­ჯის მე­თო­დი ძა­ლი­ან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. მას­წავ­ლე­ბელს არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა და­სა­ჯოს მოს­წავ­ლე, თუმ­ცა, მას აკის­რია სა­პა­ტიო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, აღ­ზარ­დოს ის.

"ბავ­შვის­თვის სკო­ლა­ში უსაფრ­თო გა­რე­მოს შექ­მნა ეს იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს შო­რის უპირ­ვე­ლე­სია, რო­მე­ლიც სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს და­ფიქ­სირ­დე­ბა ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი, ად­მი­ნის­ტრა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია მი­მარ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ა­გენ­ტოს და ჩარ­თოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი. ეს პრო­ცე­დუ­რა მო­ი­აზ­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის გა­მოგ­ზავ­ნას, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ბავ­შვი და­ცუ­ლი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბის­გან, შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­ი­ა­როს და გა­არ­კვი­ოს მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი მი­მარ­თვე­ბის ოდე­ნო­ბა, დღეს­დღე­ო­ბით, ძა­ლი­ან მცი­რეა. ეს ნა­წი­ლობ­რივ არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლია, ხოლო ნა­წი­ლობ­რივ იმის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ყვე­ლა პირს, მათ შო­რის მშობ­ლებს, არ აქვთ გან­ცდა იმი­სა, რომ სის­ტე­მა მათ პრობ­ლე­მა­ზე ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­რავ­ლდა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მი­მარ­თვას აზრი არ აქვს. მათ მი­მარ­თეს და და­ი­ნა­ხეს სკო­ლის, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა. გარ­და ამი­სა, არის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გვქონ­და შეხ­ვედ­რა მოს­წავ­ლე­ებ­თან, სა­დაც ვუხ­სნი­დი - ბავ­შვის იძუ­ლე­ბა, შე­ი­კა­ვოს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, ეს არის ძა­ლა­დო­ბის ფორ­მა და მათ გა­ო­ცე­ბუ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტან­დარ­ტი ბევრ სკო­ლა­ში", - აღ­ნიშ­ნავს ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

ფსი­ქო­ლოგ­თა აზ­რით, იმის­თვის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­მა სარ­გებ­ლი­ა­ნად ჩა­ი­ა­როს, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ბავ­შვის დამ­ცი­რე­ბა ან მისი დას­ჯა. ბავ­შვი უფრო უკეთ ით­ვი­სებს იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც მის აზრს პა­ტივს სცე­მენ და სა­დაც ის კე­თილ­გან­წო­ბას გრძნობს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ უნდა წარ­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მას­წავ­ლე­ბელ­მა უხე­ში დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჩა­რე­ვე­ბის გა­რე­შე, ფსი­ქო­ლო­გი ზუ­რაბ მხე­ი­ძე ამ­ბობს:

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი იყოს, თუ ყვე­ლას­თვის არა, კლა­სის დიდი ნა­წი­ლის­თვის მა­ინც. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი დიდი წი­ლის­თვის არის ავ­ტო­რი­ტე­ტი, ის ერთი ან რამ­დე­ნი­მე ბავ­შვიც, რო­მე­ლიც არ ემორ­ჩი­ლე­ბა ან უშ­ლის ხელს პრო­ცესს, იქ­ნე­ბა "უმ­ცი­რე­სო­ბა­ში", მის ქცე­ვას კლა­სი არ მი­ი­ღებს. ხოლო იმის­თვის, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტად ჩა­ით­ვა­ლოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა. მას უნდა ეს­მო­დეს ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გია, მისი მო­ტი­ვე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვი აღიქ­ვამს, რო­გორც თა­ვი­სი­ანს".

ფსი­ქო­ლო­გის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლას აქვს ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ასე­თის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ბავ­შვმა იგ­რძნოს მხარ­და­ჭე­რა. სწო­რედ აქ იზ­რდე­ბა მშობ­ლი­სა და სწო­რი მო­პყრო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა:

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რაც უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს მშო­ბელ­მა, არის ის, რომ არ უნდა მო­ახ­დი­ნოს ფაქ­ტის დრა­მა­ტი­ზე­ბა. ანუ ბავ­შვის­თის ეს მო­გო­ნე­ბა ტრა­გი­კუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი არ უნდა გახ­დეს. მშო­ბელ­მა თუ მოვ­ლე­ნის­გან ტრა­გე­დია შექ­მნა, ბავ­შვს ეს გა­მოც­დი­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ გაჰ­ყვე­ბა. ხოლო სა­პი­რის­პი­რო შემ­თხვე­ვა­ში, ეს გა­და­ივ­ლის, რო­გორც ერთი რი­გი­თი შემ­თხვე­ვა", - ურ­ჩევს მშობ­ლებს ზუ­რაბ მხე­ი­ძე.

ნინო ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სკოლაში შვილს უჩაგრავენ - ფსიქოლოგი და იურისტი ბავშვთა უფლებებზე

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სკოლაში შვილს უჩაგრავენ - ფსიქოლოგი და იურისტი ბავშვთა უფლებებზე

ბავშვთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება, რის განსახორციელებლადაც, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ უფასო და სავალდებულო დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ზემოთხსნებული დოკუმენტის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია არამხოლოდ შექმნას სკოლები, არამედ აუცილებლად განახორციელოს მათი ადეკვატური ფუნქციონირებაც.

გარდა იმისა, რომ ყოველ ბავშვს აქვს განათლების უფლება, ის ასევე ფლობს დამცირების, სასტიკი მოპყრობისა და დასჯისგან თავის დაცვის უფლებასაც, რაც იმთავითვე მოიაზრებს ბავშვის, როგორც მოსწავლის ღირსების პატივისცემას და ფიზიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმის აკრძალვას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი საქციელი ბავშვის მიმართ დასჯადია, მოსწავლეების სიტყვიერი თუ სხვა სახის შეურაცხყოფა სკოლების სასწავლო პროცესის ყოველდღიურობად შეიძლება ჩაითვალოს.

თუმცა, იმ შემთხვევების გარდა, როცა ბავშვი ე.წ. ბულინგის მსხვერპლი ხდება თანატოლებისგან, მრავლად არის ისეთი ინციდენტები, როდესაც ბავშვზე ემოციურ ან ფიზიკურ ზეწოლას მასწავლებელი ახორციელებს.

კითხვაზე, თუ სად გადის ზღვარი მასწავლებლის მოვალეობებსა და მოსწავლის უფლებებს შორის - AMBEBI.GE-ს იურისტი ანა არგანაშვილი პასუხობს:

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვთა უფლებებზე სკოლაში, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი მნიშნელოვანი ასპექტი: სკოლაში ბავშვს აქვს უფლებები, ხოლო მასწავლებელს აქვს მოვალეობები. სკოლა შექმნილია ბავშვის განათლების უფლების განსახორციელებლად და მასწავლებელი კი დასაქმებულია იქ, რათა განხორციელოს ბავშვის ეს უფლება. რა თქმა უნდა, მასწავლებელსაც აქვს მაგალითად, ღირსეული შრომის უფლება, თუმცა, იგი შრომის პირობების შექმნას ბავშვს ვერ მოსთხოვს, არამედ თავის დამსაქმებელს. ანუ ბავშვისა და მასწავლებლის ურთიერთობაში, უფლებების სუბიექტი არის ბავშვი, ისევე როგორც ნებისმიერი ზრდასრულისა და ბავშვის ურთიერთობაში", - ამბობს არგანიშვილი.

იურისტი აღნიშნავს, რომ მასწავლებლის მიერ მოსწავლის დასჯის მეთოდი ძალიან მოძველებულია. მასწავლებელს არ გააჩნია არანაირი უფლება დასაჯოს მოსწავლე, თუმცა, მას აკისრია საპატიო ვალდებულება, აღზარდოს ის.

"ბავშვისთვის სკოლაში უსაფრთო გარემოს შექმნა ეს იმ პასუხისმგებლობებს შორის უპირველესია, რომელიც სკოლის ადმინისტრაციას აქვს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესის დროს დაფიქსირდება ბავშვზე ძალადობის ფაქტი, ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს სოციალური სამსახურის სააგენტოს და ჩართოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმი. ეს პროცედურა მოიაზრებს სოციალური სააგენტოს მიერ სოციალური მუშაკის გამოგზავნას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბავშვი დაცული იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისგან, შემდგომი რეაბილიტაცია გაიაროს და გაარკვიოს მიზეზები, თუ რატომ შეიძლება მომხდარიყო სკოლაში ძალადობა.

სამწუხაროდ, ასეთი მიმართვების ოდენობა, დღესდღეობით, ძალიან მცირეა. ეს ნაწილობრივ არაინფორმირებულობის ბრალია, ხოლო ნაწილობრივ იმის, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის მშობლებს, არ აქვთ განცდა იმისა, რომ სისტემა მათ პრობლემაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მომრავლდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობლები და ბავშვები გვეუბნებიან, რომ მიმართვას აზრი არ აქვს. მათ მიმართეს და დაინახეს სკოლის, სოციალური სამსახურის, განათლების სისტემის არაეფექტურობა. გარდა ამისა, არის არაინფორმირებულობის პრობლემა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა მოსწავლეებთან, სადაც ვუხსნიდი - ბავშვის იძულება, შეიკავოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ეს არის ძალადობის ფორმა და მათ გაოცებულებმა მითხრეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი ბევრ სკოლაში", - აღნიშნავს ანა არგანაშვილი.

ფსიქოლოგთა აზრით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესმა სარგებლიანად ჩაიაროს, არ არის მიზანშეწონილი ბავშვის დამცირება ან მისი დასჯა. ბავშვი უფრო უკეთ ითვისებს იმ გარემოში, სადაც მის აზრს პატივს სცემენ და სადაც ის კეთილგანწობას გრძნობს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა წარმართოს სასწავლო პროცესი მასწავლებელმა უხეში დისციპლინური ჩარევების გარეშე, ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ამბობს:

"აუცილებელია, რომ მასწავლებელი ავტორიტეტული იყოს, თუ ყველასთვის არა, კლასის დიდი ნაწილისთვის მაინც. თუ მასწავლებელი დიდი წილისთვის არის ავტორიტეტი, ის ერთი ან რამდენიმე ბავშვიც, რომელიც არ ემორჩილება ან უშლის ხელს პროცესს, იქნება "უმცირესობაში", მის ქცევას კლასი არ მიიღებს. ხოლო იმისთვის, რომ მასწავლებელი ავტორიტეტად ჩაითვალოს, აუცილებელია მისი კომპეტენტურობა. მას უნდა ესმოდეს ბავშვის ფსიქოლოგია, მისი მოტივები. ამ შემთხვევაში ბავშვი აღიქვამს, როგორც თავისიანს".

ფსიქოლოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას აქვს ნებისმიერი ძალადობის პრევენციის ვალდებულება, ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ბავშვმა იგრძნოს მხარდაჭერა. სწორედ აქ იზრდება მშობლისა და სწორი მოპყრობის მნიშვნელობა:

"უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, არის ის, რომ არ უნდა მოახდინოს ფაქტის დრამატიზება. ანუ ბავშვისთის ეს მოგონება ტრაგიკული და გამორჩეული არ უნდა გახდეს. მშობელმა თუ მოვლენისგან ტრაგედია შექმნა, ბავშვს ეს გამოცდილება სამუდამოდ გაჰყვება. ხოლო საპირისპირო შემთხვევაში, ეს გადაივლის, როგორც ერთი რიგითი შემთხვევა", - ურჩევს მშობლებს ზურაბ მხეიძე.

ნინო ბიძინაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი