შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი მღებრიშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით.
"მიგვაჩნია, რომ ესაა მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც ცალკეული პირების ინიცირებით, პერიოდულად იჩენს თავს და მიმართულია უწყების და მისი პირველი პირის დისკრედიტაციისკენ, თანამშრომლების დემოტივაციისა და ზოგადად, ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტიტუტის შესუსტებისკენ", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.