მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა აარჩიოთ სწორად მარწყვი, რომ ის მომწამვლელი არ აღმოჩნდეს
როგორ უნდა აარჩიოთ სწორად მარწყვი, რომ ის მომწამვლელი არ აღმოჩნდეს

ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი, არო­მა­ტუ­ლი და გემ­რი­ე­ლი ხი­ლის - მარ­წყვის არ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბას ძი­რი­თა­დად იმა­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ, არის თუ არა მარ­წყვი საღი, თუმ­ცა ეს მარ­წყვის არ­ჩე­ვის მხო­ლოდ ერთ-ერთი დე­ტა­ლია. კი­დევ არ­სე­ბობს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში უამ­რა­ვი რამ, რაც მარ­წყვის არ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ.

რა სა­ერ­თო აქვს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­სა და ადა­მი­ა­ნის სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბას მარ­წყვთან? რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი მირ­თმე­ვი­სას, რომ ამ უგემ­რი­ე­ლეს­მა კენკრამ სი­მე­ლო­ტე და ძვლე­ბის გა­მო­ფიტ­ვა არ გა­მო­იწ­ვი­ა­ოს? - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" ყვე­ლა კი­თხვა­ზე გაგ­ცემთ პა­სუხს!

მარ­წყვი ხელს უწყობს სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე მა­მა­კა­ცებ­ში, მას­ში არ­სე­ბუ­ლი თუ­თი­ის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც ჰორ­მო­ნის ტეს­ტოს­ტე­რო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს. ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის გარ­და, მარ­ყვში უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც მო­ი­ძებ­ნე­ბა - ის ალერ­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტია. თუ მარ­წყვზე ალერ­გია არ გაქვთ, მისი მი­ღე­ბი­სას დო­ზის დაც­ვა მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მას­ში არ­სე­ბუ­ლი ას­პი­რი­ნის გამო, დიდი დო­ზით მი­ღე­ბულ­მა მარ­წყვმა შე­ი­ლე­ბა ქა­ლებ­ში ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, მა­მა­კა­ცებ­ში კი სი­მე­ლო­ტე გა­მო­იწ­ვი­ოს, ამი­ტომ იცო­დეთ! დღე­ში მხო­ლოდ 20-30 ცალი მარ­წყვი უნდა მი­ირ­თვათ, ეს სავ­სე­ბით სა­კა­მა­რი­სია მისი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად და მავ­ნე თვი­სე­ბე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად.

რა კავ­შირ­შია მარ­წყვი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­თან?

დი­ფე­ნი­ლი - ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბაც აკ­რძა­ლუ­ლია თით­ქმის მთელს მსოფ­ლი­ო­ში, მათ­შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ის კონ­სერ­ვან­ტია, რო­მელ­საც მარ­წყვს აფ­რქვე­ვენ, ასე ის დიდ ხანს ინა­ხე­ბა და კარ­გად უძ­ლებს ტრან­სპორ­ტი­რე­ბას(იხი­ლეთ ვი­დეო)

დი­ფე­ნი­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის­გან მი­ი­ღე­ბა. მარ­წყვს, რო­მელ­საც წინ დიდი გზა ელო­დე­ბა, სწო­რედ დი­ფე­ნი­ლით ამუ­შა­ვე­ბენ, ამი­ტომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ირ­თვათ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მარ­წყვი, რად­გან ჯან­სა­ღი მარ­წყვი მალ­ფუ­ჭე­ბა­დია და ის ვერ გა­უძ­ლებს ხან­გრძლივ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, თუ მას­ში სა­ხი­ფა­თო კონ­სერ­ვან­ტე­ბი არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორ ავარ­ჩი­ოთ მარ­წყვი სწო­რად?

თუ დახლზე მარ­წყვი მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და თქვენ მისი ყიდ­ვა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, გა­რეგ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რის გარ­და შემ­დე­გი რჩე­ვე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

იხი­ლეთ ვი­დეო: ექ­სპე­რი­მენ­ტი ცუდი და კარ­გი მარ­წყვის გა­სარ­ჩე­ვად

  • კარ­გი მარ­წყვი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად არის გაზ­რდი­ლი წყალ­ში რამ­დე­ნი­მე წა­მი­ა­ნი მოხ­ვედ­რის შემ­დეგ წვენს გა­უშ­ვებს, ცუდი კი არა.
  • მარ­წყვზე კონ­სერ­ვან­ტი დი­ფე­ნი­ლი ზედ­მე­ტად პრი­ა­ლებს, რად­გან ის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტია და შე­სა­ბა­მი­სად ცხი­მი­ა­ნიც, იმა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ პრი­ა­ლა მარ­წყვი ნამ­დვი­ლად დი­ფე­ნილს შე­ი­ცავს, ხელ­სა­ხო­ცი დაგ­ჭირ­დე­ბათ, და­ა­დეთ ის ხელ­სა­ხოცს, თუ მარ­წყვმა ცხი­მის კვა­ლი და­ტო­ვა, ნუ შე­ი­ძენთ მას.
  • უკვე სახ­ლში მო­ტა­ნი­ლი მარ­წყვი კი შე­გიძ­ლი­ათ დი­ფე­ნოლ­ზე შემ­დეგ­ნა­ი­რად შე­ა­მოწ­მოთ: და­ას­ხით მას მდუ­ღა­რე წყა­ლი, თუ წყლის ზე­და­პირ­ზე ცხი­მი ამო­ტივ­ტივ­და, ასე­თი მარ­წყვი შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ყა­როთ, რაგ­დან მას­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბაა.
  • ნიტ­რა­ტე­ბი­ა­ნი მარ­წყვის გა­მო­სავ­ლე­ნად წყა­ლი დაგ­ჭირ­დე­ბათ. და­ჭყლე­ტილ მარ­წყვს და­ას­ხით წყა­ლი, თუ წყა­ლი მკვეთ­რი წი­თე­ლი ფე­რის გახ­და, მარ­წყვი ნიტ­რა­ტე­ბი­ა­ნია
  • მარ­წყვი, რო­მელ­შიც ზედ­მე­ტი მი­ნე­რა­ლე­ბია, უფრო მშრა­ლია, ამი­ტომ გა­ჭე­რით მარ­წყვი და და­ა­დეთ ხელ­სა­ხოცს, თუ მარ­წყვმა კვა­ლი მსუ­ბუ­ქად და­ტო­ვა მას­ში ზედ­მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ნე­რა­ლე­ბია, კარ­გმა მარ­წყვმა ასე­თი კვა­ლი უნდა და­ტო­ვოს ხელ­სა­ხოც­ზე.
  • გარ­და ამი­სა იცო­დეთ, ბუ­ნებ­რი­ვად გაზ­რდი­ლი მარ­წყვი იმ­დე­ნად არო­მა­ტუ­ლია, რომ მისი დაყ­ნოს­ვა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, სურ­ნე­ლი შო­რი­დან­ვე მი­გი­ზი­დავთ.
  • ყუნ­წი უნდა იყოს მწვა­ნე და არა დამ­ჭკნა­რი, ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მარ­წყვი ახა­ლი დაკ­რე­ფი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად სახ­ლამ­დეც მიგყვე­ბათ. მწი­ფე მარ­წყვს ბუ­სუ­სე­ბი არ უნდა ქონ­დეს გა­მოშ­ვე­რი­ლი.

ასე რომ, მი­ირ­თვით მარ­წყვი და ისი­ა­მოვ­ნეთ, უბ­რა­ლოდ არ და­გა­ვი­წყდეთ დო­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა!

იხი­ლეთ გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" - ყვე­ლა­ფე­რი მარ­წყვის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

როგორ უნდა აარჩიოთ სწორად მარწყვი, რომ ის მომწამვლელი არ აღმოჩნდეს

როგორ უნდა აარჩიოთ სწორად მარწყვი, რომ ის მომწამვლელი არ აღმოჩნდეს

ბევრისთვის საყვარელი, არომატული და გემრიელი ხილის - მარწყვის არჩევისას ყურადღებას ძირითადად იმაზე ამახვილებენ, არის თუ არა მარწყვი საღი, თუმცა ეს მარწყვის არჩევის მხოლოდ ერთ-ერთი დეტალია. კიდევ არსებობს ჯანმრთელობისთვის საშიში უამრავი რამ, რაც მარწყვის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.

რა საერთო აქვს ნავთობპროდუქტებსა და ადამიანის სექსუალურ აქტივობას მარწყვთან? რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მირთმევისას, რომ ამ უგემრიელესმა კენკრამ სიმელოტე და ძვლების გამოფიტვა არ გამოიწვიაოს? - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს!

მარწყვი ხელს უწყობს სექსუალური აქტივობის გაუმჯობესებას, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, მასში არსებული თუთიის წყალობით, რომელიც ჰორმონის ტესტოსტერონის გამომუშავებაში ეხმარება ადამიანს. ამდენი დადებითი თვისებების გარდა, მარყვში უარყოფითი მხარეებიც მოიძებნება - ის ალერგიული პროდუქტია. თუ მარწყვზე ალერგია არ გაქვთ, მისი მიღებისას დოზის დაცვა მაინც აუცილებელია. მასში არსებული ასპირინის გამო, დიდი დოზით მიღებულმა მარწყვმა შეილება ქალებში ოსტეოპოროზი, მამაკაცებში კი სიმელოტე გამოიწვიოს, ამიტომ იცოდეთ! დღეში მხოლოდ 20-30 ცალი მარწყვი უნდა მიირთვათ, ეს სავსებით საკამარისია მისი დადებითი თვისებების ასათვისებლად და მავნე თვისებებისგან თავის დასაცავად.

რა კავშირშია მარწყვი ნავთობპროდუქტებთან?

დიფენილი - ნივთიერება, რომელის საკვებ პროდუქტებში გამოყენებაც აკრძალულია თითქმის მთელს მსოფლიოში, მათშორის საქართველოშიც. ის კონსერვანტია, რომელსაც მარწყვს აფრქვევენ, ასე ის დიდ ხანს ინახება და კარგად უძლებს ტრანსპორტირებას (იხილეთ ვიდეო)

დიფენილი ნავთობპროდუქტებისგან მიიღება. მარწყვს, რომელსაც წინ დიდი გზა ელოდება, სწორედ დიფენილით ამუშავებენ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ იმპორტირებული მარწყვი, რადგან ჯანსაღი მარწყვი მალფუჭებადია და ის ვერ გაუძლებს ხანგრძლივ ტრანსპორტირებას, თუ მასში სახიფათო კონსერვანტები არ არის გამოყენებული.

როგორ ავარჩიოთ მარწყვი სწორად?

თუ დახლზე მარწყვი მიმზიდველად გამოიყურება და თქვენ მისი ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, გარეგნული ფაქტორის გარდა შემდეგი რჩევებიც გაითვალისწინეთ:

იხილეთ ვიდეო: ექსპერიმენტი ცუდი და კარგი მარწყვის გასარჩევად

  • კარგი მარწყვი, რომელიც ბუნებრივად არის გაზრდილი წყალში რამდენიმე წამიანი მოხვედრის შემდეგ წვენს გაუშვებს, ცუდი კი არა.
  • მარწყვზე კონსერვანტი დიფენილი ზედმეტად პრიალებს, რადგან ის ნავთობპროდუქტია და შესაბამისად ცხიმიანიც, იმაში დასარწმუნებლად, რომ პრიალა მარწყვი ნამდვილად დიფენილს შეიცავს, ხელსახოცი დაგჭირდებათ, დაადეთ ის ხელსახოცს, თუ მარწყვმა ცხიმის კვალი დატოვა, ნუ შეიძენთ მას.
  • უკვე სახლში მოტანილი მარწყვი კი შეგიძლიათ დიფენოლზე შემდეგნაირად შეამოწმოთ: დაასხით მას მდუღარე წყალი, თუ წყლის ზედაპირზე ცხიმი ამოტივტივდა, ასეთი მარწყვი შეგიძლიათ გადაყაროთ, რაგდან მასში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებაა.
  • ნიტრატებიანი მარწყვის გამოსავლენად წყალი დაგჭირდებათ. დაჭყლეტილ მარწყვს დაასხით წყალი, თუ წყალი მკვეთრი წითელი ფერის გახდა, მარწყვი ნიტრატებიანია
  • მარწყვი, რომელშიც ზედმეტი მინერალებია, უფრო მშრალია, ამიტომ გაჭერით მარწყვი და დაადეთ ხელსახოცს, თუ მარწყვმა კვალი მსუბუქად დატოვა მასში ზედმეტი რაოდენობით მინერალებია, კარგმა მარწყვმა ასეთი კვალი უნდა დატოვოს ხელსახოცზე.
  • გარდა ამისა იცოდეთ, ბუნებრივად გაზრდილი მარწყვი იმდენად არომატულია, რომ მისი დაყნოსვა არ არის აუცილებელი, სურნელი შორიდანვე მიგიზიდავთ.
  • ყუნწი უნდა იყოს მწვანე და არა დამჭკნარი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მარწყვი ახალი დაკრეფილია და შესაბამისად სახლამდეც მიგყვებათ. მწიფე მარწყვს ბუსუსები არ უნდა ქონდეს გამოშვერილი.

ასე რომ, მიირთვით მარწყვი და ისიამოვნეთ, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ დოზების გათვალისწინება!

იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი მარწყვის შესახებ

ნიკა მელიას "დიეტა" - როგორ იკვებებოდა "ნაცმოძრაობის" ლიდერი 3 თვე ციხეში: "დღეში ერთხელ ვჭამდი და დღისით... "

"ჩემო თბილისო" - შოთა არველაძე თბილისის მერობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ზურაბ დათუნაშვილმა დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ტოკიოს საგზური მოიპოვა