ბევრისთვის საყვარელი, არომატული და გემრიელი ხილის - მარწყვის არჩევისას ყურადღებას ძირითადად იმაზე ამახვილებენ, არის თუ არა მარწყვი საღი, თუმცა ეს მარწყვის არჩევის მხოლოდ ერთ-ერთი დეტალია. კიდევ არსებობს ჯანმრთელობისთვის საშიში უამრავი რამ, რაც მარწყვის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.
რა საერთო აქვს ნავთობპროდუქტებსა და ადამიანის სექსუალურ აქტივობას მარწყვთან? რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მირთმევისას, რომ ამ უგემრიელესმა კენკრამ სიმელოტე და ძვლების გამოფიტვა არ გამოიწვიაოს? - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს!
მარწყვი ხელს უწყობს სექსუალური აქტივობის გაუმჯობესებას, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, მასში არსებული თუთიის წყალობით, რომელიც ჰორმონის ტესტოსტერონის გამომუშავებაში ეხმარება ადამიანს. ამდენი დადებითი თვისებების გარდა, მარყვში უარყოფითი მხარეებიც მოიძებნება - ის ალერგიული პროდუქტია. თუ მარწყვზე ალერგია არ გაქვთ, მისი მიღებისას დოზის დაცვა მაინც აუცილებელია. მასში არსებული ასპირინის გამო, დიდი დოზით მიღებულმა მარწყვმა შეილება ქალებში ოსტეოპოროზი, მამაკაცებში კი სიმელოტე გამოიწვიოს, ამიტომ იცოდეთ! დღეში მხოლოდ 20-30 ცალი მარწყვი უნდა მიირთვათ, ეს სავსებით საკამარისია მისი დადებითი თვისებების ასათვისებლად და მავნე თვისებებისგან თავის დასაცავად.
რა კავშირშია მარწყვი ნავთობპროდუქტებთან?
დიფენილი - ნივთიერება, რომელის საკვებ პროდუქტებში გამოყენებაც აკრძალულია თითქმის მთელს მსოფლიოში, მათშორის საქართველოშიც. ის კონსერვანტია, რომელსაც მარწყვს აფრქვევენ, ასე ის დიდ ხანს ინახება და კარგად უძლებს ტრანსპორტირებას (იხილეთ ვიდეო)
დიფენილი ნავთობპროდუქტებისგან მიიღება. მარწყვს, რომელსაც წინ დიდი გზა ელოდება, სწორედ დიფენილით ამუშავებენ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ იმპორტირებული მარწყვი, რადგან ჯანსაღი მარწყვი მალფუჭებადია და ის ვერ გაუძლებს ხანგრძლივ ტრანსპორტირებას, თუ მასში სახიფათო კონსერვანტები არ არის გამოყენებული.
როგორ ავარჩიოთ მარწყვი სწორად?
თუ დახლზე მარწყვი მიმზიდველად გამოიყურება და თქვენ მისი ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, გარეგნული ფაქტორის გარდა შემდეგი რჩევებიც გაითვალისწინეთ:
იხილეთ ვიდეო: ექსპერიმენტი ცუდი და კარგი მარწყვის გასარჩევად
ასე რომ, მიირთვით მარწყვი და ისიამოვნეთ, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ დოზების გათვალისწინება!
იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი მარწყვის შესახებ