პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცოცხლის კოცნა" - ცნობილი ფოტო საოცარი ისტორიით...
"სიცოცხლის კოცნა" - ცნობილი ფოტო საოცარი ისტორიით...

The Kiss of Life ანუ სი­ცო­ცხლის კოც­ნა - ასე ქვია ფო­ტოს, რომ­ლის გმი­რე­ბიც ის­ტო­რი­ა­ში შე­ვიდ­ნენ, ფო­ტოს ავ­ტო­რი კი უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს - "პუ­ლიტ­ცე­რის პრე­მი­ის" მფლო­ბე­ლი გახ­და.

1967 წლის ივ­ლი­სი. ფო­ტოგ­რა­ფი როკო მო­რა­ბი­ტო მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბა 26-ე ქუ­ჩა­ზე, როცა გა­ნა­თე­ბის ბოძ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ მა­მა­კაცს და­ი­ნა­ხავს. ის სას­წრა­ფოდ ჩერ­დე­ბა, რე­კავს სას­წრა­ფო­ში და ხელ­ში ფო­ტო­ა­პა­რატს იღებს...

...ელექტრი­კო­სე­ბი - რენ­დალ ჩემ­პი­ო­ნი და ჯეი დი ტომპსო­ნი ელექტრო­გა­დამ­ცემ ხაზ­ზე სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­დნენ. ჩემ­პი­ო­ნი მა­ღა­ლი ძაბ­ვის სა­დენს შე­ე­ხო. მის სხე­ულ­ში წა­მი­ე­რად გა­ი­ა­რა 4 000-მა ვოლტმა და გული გა­უ­ჩე­რა. გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი ელექტრი­კო­სი ბოძ­ზე და­ე­კი­და, რო­მელ­ზეც უსაფრ­თხო­ე­ბის ქამ­რე­ბით იყო მიბ­მუ­ლი.

ტომპსო­ნი, რო­მე­ლიც მის დაბ­ლა ას­რუ­ლებ­და სა­მუ­შა­ოს წა­მებ­ში და­იძ­რა მე­გობ­რის­კენ, წვდა გონ­და­კარ­გულ ჩემ­პი­ონს და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის კე­თე­ბა და­ი­წყო. მას იქამ­დე არ შე­უ­წყვე­ტია პრო­ცე­სი, სა­ნამ ჩემ­პი­ონს პულ­სი არ და­უბ­რუნ­და.... "ის სუნ­თქავს!" - და­იყ­ვი­რა ტომპსონ­მა, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხანს მე­გობ­რის სი­ცო­ცხლე იხ­სნა... ამის შემ­დეგ, კი­დევ ერთი თა­ნამ­შრომ­ლის დახ­მა­რე­ბით ჩა­მო­იყ­ვა­ნა ჩემ­პი­ო­ნი ელექტრო­ბო­ძი­დან და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს გა­დას­ცა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ადილ­ზე უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო.

ჩემ­პი­ო­ნი არამ­ხო­ლოდ გა­და­ურ­ჩა შემ­თხვე­ვას, ის სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­და და ამ ფაქ­ტის შემ­დეგ კი­დევ 35 წე­ლი­წა­დი იცო­ცხლა. ის 2002 წელს, 64 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გმი­რი ჯეი დი ტომპსო­ნი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტოს და მის ავ­ტორს - 1968 წელს როკო მო­რა­ბი­ტოს "სი­ცო­ცხლის კოც­ნამ" პუ­ლიტ­ცე­რის პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ფო­ტომ ახა­ლი ამ­ბე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში. მო­რა­ბი­ტოს ფო­ტომ მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა, და­ი­ბეჭ­და მსოფ­ლი­ოს უამ­რავ გა­მო­ცე­მა­ში. ფო­ტოგ­რა­ფი 2009 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"სიცოცხლის კოცნა" - ცნობილი ფოტო საოცარი ისტორიით...

"სიცოცხლის კოცნა" - ცნობილი ფოტო საოცარი ისტორიით...

The Kiss of Life ანუ სიცოცხლის კოცნა - ასე ქვია ფოტოს, რომლის გმირებიც ისტორიაში შევიდნენ, ფოტოს ავტორი კი უმაღლესი ჯილდოს - "პულიტცერის პრემიის" მფლობელი გახდა.

1967 წლის ივლისი. ფოტოგრაფი როკო მორაბიტო მანქანით გადაადგილდება 26-ე ქუჩაზე, როცა განათების ბოძზე ჩამოკიდებულ მამაკაცს დაინახავს. ის სასწრაფოდ ჩერდება, რეკავს სასწრაფოში და ხელში ფოტოაპარატს იღებს...

...ელექტრიკოსები - რენდალ ჩემპიონი და ჯეი დი ტომპსონი ელექტროგადამცემ ხაზზე სამუშაოებს აწარმოებდნენ. ჩემპიონი მაღალი ძაბვის სადენს შეეხო. მის სხეულში წამიერად გაიარა 4 000-მა ვოლტმა და გული გაუჩერა. გონებადაკარგული ელექტრიკოსი ბოძზე დაეკიდა, რომელზეც უსაფრთხოების ქამრებით იყო მიბმული.

ტომპსონი, რომელიც მის დაბლა ასრულებდა სამუშაოს წამებში დაიძრა მეგობრისკენ, წვდა გონდაკარგულ ჩემპიონს და ხელოვნური სუნთქვის კეთება დაიწყო. მას იქამდე არ შეუწყვეტია პროცესი, სანამ ჩემპიონს პულსი არ დაუბრუნდა.... "ის სუნთქავს!" - დაიყვირა ტომპსონმა, რომელმაც ახლახანს მეგობრის სიცოცხლე იხსნა... ამის შემდეგ, კიდევ ერთი თანამშრომლის დახმარებით ჩამოიყვანა ჩემპიონი ელექტრობოძიდან და სამედიცინო პერსონალს გადასცა, რომელიც შემთხვევის ადილზე უკვე მობილიზებული იყო.

ჩემპიონი არამხოლოდ გადაურჩა შემთხვევას, ის სრულად გამოჯანმრთელდა და ამ ფაქტის შემდეგ კიდევ 35 წელიწადი იცოცხლა. ის 2002 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. გმირი ჯეი დი ტომპსონი ჯერ კიდევ ცოცხალია.

რაც შეეხება ფოტოს და მის ავტორს - 1968 წელს როკო მორაბიტოს "სიცოცხლის კოცნამ" პულიტცერის პრემია დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ფოტომ ახალი ამბების კატეგორიაში. მორაბიტოს ფოტომ მსოფლიო აღიარება მოუტანა, დაიბეჭდა მსოფლიოს უამრავ გამოცემაში. ფოტოგრაფი 2009 წელს გარდაიცვალა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ