მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე
რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე

26-29 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ას მას­პინ­ძლობს. 49-კა­ცი­ან დე­ლე­გა­ცი­ას ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი პა­ო­ლო ალი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. რო­გორც მან 26 მა­ისს გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, "სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი, რაც არა­ერ­თხელ ით­ქვა 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზეც".

მი­სა­სალ­მე­ბელ სი­ტყვა­ში, ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, პა­ო­ლო ალიმ, აღ­ნიშ­ნა, რომ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სი­ის ჩა­ტა­რე­ბა თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის, მისი რე­ფორ­მე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მართ ნა­ტოს სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რის დას­ტუ­რია. "სა­ქარ­თვე­ლოს დაც­ვით და მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რით, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვენს ქვეყ­ნებს ვი­ცავ­თო" – აღ­ნიშ­ნა ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა, რომ­ლის თქმი­თაც, სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რა და დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხი­თაც - გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ავ­ღა­ნეთ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

"ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მიერ ამ საქ­მე­ში, მარ­თლაც, დიდი წვლი­ლია შე­ტა­ნი­ლი. ჩვენ გვეს­მის, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დამ­წყვე­ტია მთე­ლი რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის. ამ რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბას კი, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და­სავ­ლე­თის ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის... სწო­რედ ეს არის იმის მი­ზე­ზი, რის გა­მოც აქ ჩა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ. რო­გორც წესი, ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სი­ე­ბი ნა­ტოს არა­წევრ ქვეყ­ნებ­ში არ იმარ­თე­ბა".

რო­გორც პა­ო­ლო ალიმ აღ­ნიშ­ნა, ასე­თი რამ მხო­ლოდ მე­ხუ­თედ ხდე­ბა ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მთე­ლი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და უს­ვამს ხაზს სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ნა­ტოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მი­სი­ვე თქმით, ახლა ოთხი­ვე ქვე­ყა­ნა ნა­ტოს წევ­რია. სა­ქარ­თვე­ლო რი­გით მე-5 არა­წევ­რი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მა იმარ­თე­ბა...

პა­ო­ლო ალის­თვის დას­მულ კი­თხვა­ზე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის (MAP) მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც ჩა­ი­წე­რე­ბა კი­დეც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა შე­მა­ჯა­მე­ბელ სე­სი­ა­ზე მი­ი­ღებს, მან პა­სუ­ხად იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ეს რე­კო­მენ­და­ცია დიდ­წი­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნა­ტოს მიერ. რამ­დე­ნად შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ნა­ტოს წევ­რი MAP-ის გა­რე­შე? - მან უპა­სუ­ხა -

"ვფიქ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა. ეს არა­ერ­თხელ ით­ქვა 2008 წელს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზეც და ეს სი­ტყვე­ბი ძა­ლა­ში რჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა MAP-ს, ეს ინ­სტრუ­მენ­ტი გახ­ლავთ, ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იმის­თვის, რომ პრო­ცე­სი და­ი­წყოს. სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, სხვა ქვეყ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც გა­ნი­ხი­ლე­ბა ეს სა­კი­თხი. ჩვენ ამა­ზე სა­უ­ბარს გა­ვაგ­რძე­ლებთ".

ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენტს კი­თხვა და­უს­ვეს რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის თა­ო­ბა­ზეც, რა­ზეც პა­ო­ლო ალიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

ამას­თან, "ამე­რი­კის ხმა" აქ­ვეყ­ნებს ინ­ტერ­ვი­უს ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფილ მე­ო­რე მო­ად­გი­ლე დე­ვიდ კრა­მერ­თან, სა­დაც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ

მთავ­რო­ბას სჯე­რა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხალ­ხი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა და შე­უქ­მნა მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა, რომ ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სწრა­ფად მოხ­დე­ბო­და. "ამის გამო კი, ქვე­ყა­ნა­ში ნა­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იქ­მნა ილუ­ზია და იმედ­გაც­რუ­ე­ბა - აცხა­დებს დე­ვიდ კრა­მე­რი.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა, ის პა­სუ­ხობს, რომ პრობ­ლე­მა პრე­ზი­დენტ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს და­ი­წყო. "მა­შინ გვქონ­და პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ზე იყო მორ­გე­ბუ­ლი. ეს პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ამ­დე ძა­ლა­ში დარ­ჩა. ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­სა­წყის­ში ეს თით­ქოს გრძელ­დე­ბა - სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ტი­ლერ­სო­ნი მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და, მაგ­რამ კი­ევ­ში ან თბი­ლის­ში მსგავ­სი ვი­ზი­ტე­ბი არ ყო­ფი­ლა. სწო­რედ აქ შე­უძ­ლია კონ­გრესს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის თა­მა­ში იმა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ ვა­შინგტონ­სა და მოს­კოვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის ხარ­ჯზე არ მოხ­დეს" - აცხა­დებს კრა­მე­რი, რომ­ლის თქმი­თაც, პუ­ტი­ნი თეთრ სახ­ლშია არ­სე­ბუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბით სარ­გებ­ლობს.

ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის თქმით, პუ­ტინს ორი სა­სურ­ვე­ლი სცე­ნა­რი ჰქონ­და – "ერთი ის იყო, რომ პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი მო­ვი­დო­და და რუ­სეთს სან­ქცი­ებს მო­უხ­სნი­და. ეს არ მოხ­და. მაგ­რამ მე­ო­რე სცე­ნა­რი მარ­თლდე­ბა, - კრემლს იმე­დი ჰქონ­და, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ამე­რი­კის შიდა პო­ლი­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე მო­უ­წევ­და ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა და ეს ასეც ხდე­ბა. პუ­ტი­ნი ოპორ­ტუ­ნის­ტია და ყო­ველ­თვის ელო­დე­ბა შანსს, როცა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბას მო­ა­დუ­ნებს. ვფიქ­რობ, მის მოქ­მე­დე­ბებს ყუ­რა­დღე­ბით უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ" – აცხა­დებს კრა­მე­რი.

ამე­რი­კე­ლი პო­ლიტ­კო­სი აქ­ცენტს აკე­თებს მო­მა­ვალ წელს რუ­სეთ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბელ არ­ჩევ­ნებ­ზე და ვა­რა­უ­დობს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რათა 2018 წლის მარ­ტში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვოს. ისი აგ­რეთ­ვე შე­ე­ხო, რუ­სე­თის მიერ ასე კარ­გად ნა­ცად დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი მთავ­რდე­ბა და ქვე­ყა­ნა ნა­ტოს წევ­რი ხდე­ბა, ის გა­ცი­ლე­ბით და­ცუ­ლია, ვიდ­რე ნა­ტოს გა­რე­შე იქ­ნე­ბო­და.

"ჩემი აზ­რით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ მცი­რე ზო­მის სა­ა­გენ­ტო­ებს, რომ­ლებ­საც და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს, ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ, შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ. რე­ი­ტინგს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ამ მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი ის არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­იქ­მნას გა­ურ­კვევ­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნებ­მა ვერ შეძ­ლონ სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი წყა­როს დად­გე­ნა... უნდა ვა­ღი­ა­როთ ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "სპუტ­ნიკ­სა" და "რაშა თუ­დე­ი­ში" მუ­შა­ო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ არი­ან. ისი­ნი ახალ ამ­ბებს კი არ აშუ­ქე­ბენ, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას და პრო­პა­გან­დას ავ­რცე­ლე­ბენ. მე დიდ პა­ტის ვცემ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს, მათი ჩათ­ვლით, ვინც ამე­რი­კას მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს. მაგ­რამ "სპუტ­ნი­კი­სა" და "რაშა თუ­დე­ის" თა­ნამ­შრომ­ლებს ისე არ უნდა მო­ვექ­ცეთ, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს - ისი­ნი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი არი­ან. ამის გამო, ვფიქ­რობ ისი­ნი სამ­თავ­რო­ბო პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე არ უნდა და­უშ­ვან. მაგ­რამ ამას კრემ­ლის პა­სუ­ხი მოჰ­ყვე­ბა და მოს­კოვ­ში ნამ­დვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მე­ბი გა­ტარ­დე­ბა.

"ამე­რი­კის ხმის" მიერ დას­მულ კი­თხვა­ზე, - რუ­სე­თის მი­მართ სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის­კენ ისე აქ­ტი­უ­რად არ მი­ი­წევს, კრა­მე­რი პა­სუ­ხობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ორი დიდი გა­მოწ­ვე­ვა აქვს. "ერთი - და­ძა­ბა­ვენ თუ არა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და­სავ­ლე­თის­კენ უფრო აქ­ტი­უ­რი სწრაფ­ვით. შე­საძ­ლოა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლომ ეს მა­ინც უნდა გა­ა­კე­თოს, იმი­ტომ რომ ეს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის. ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სია რთუ­ლი. მაგ­რამ როცა ეს პრო­ცე­სი მთავ­რდე­ბა და ქვე­ყა­ნა ნა­ტოს წევ­რი ხდე­ბა, ის გა­ცი­ლე­ბით და­ცუ­ლია, ვიდ­რე ნა­ტოს გა­რე­შე იქ­ნე­ბო­და.

ამას მე­ო­რე გა­მო­წე­ვამ­დე მივ­ყა­ვართ. მთავ­რო­ბას სჯე­რა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხალ­ხი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა და შე­უქ­მნა მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა, რომ ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სწრა­ფად მოხ­დე­ბო­და. ამის გამო კი ქვე­ყა­ნა­ში ნა­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იქ­მნა ილუ­ზია და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. კი, სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა არ ჩანს. ვფიქ­რობ ამ გა­მოწ­ვე­ვის გა­და­ლახ­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა რო­გორც მთავ­რო­ბის­თვის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის." – აცხა­დებს კრა­მე­რი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე

26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 49-კაციან დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ხელმძღვანელობს. როგორც მან 26 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც არაერთხელ ითქვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც".

მისასალმებელ სიტყვაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ, აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო სესიის ჩატარება თბილისში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, მისი რეფორმებისა და განვითარების მიმართ ნატოს სრული მხარდაჭერის დასტურია. "საქართველოს დაცვით და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყნებს ვიცავთო" – აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, საქართველომ ბოლო წლებში საქართველომ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა და დიდი წვლილი შეიტანა გლობალური უსაფრთხოების კუთხითაც - განსაკუთრებით კი, ავღანეთში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით.

"ქართველი ჯარისკაცების მიერ ამ საქმეში, მართლაც, დიდი წვლილია შეტანილი. ჩვენ გვესმის, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება საქართველოში გადამწყვეტია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის. ამ რეგიონში მშვიდობას კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის... სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. როგორც წესი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიები ნატოს არაწევრ ქვეყნებში არ იმართება".

როგორც პაოლო ალიმ აღნიშნა, ასეთი რამ მხოლოდ მეხუთედ ხდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მთელი ისტორიის განმავლობაში და უსვამს ხაზს საქართველოსადმი ნატოს დამოკიდებულებას. მისივე თქმით, ახლა ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრია. საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება...

პაოლო ალისთვის დასმულ კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციას საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე, რაც ჩაიწერება კიდეც დეკლარაციაში, რომელსაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შემაჯამებელ სესიაზე მიიღებს, მან პასუხად იმედი გამოთქვა, რომ ეს რეკომენდაცია დიდწილად გათვალისწინებული იქნება ნატოს მიერ. რამდენად შესაძლოა, საქართველო გახდეს ნატოს წევრი MAP-ის გარეშე? - მან უპასუხა -

"ვფიქრობთ, საქართველო იქნება ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არაერთხელ ითქვა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზეც და ეს სიტყვები ძალაში რჩება. რაც შეეხება MAP-ს, ეს ინსტრუმენტი გახლავთ, ეს არის კონკრეტული საშუალება იმისთვის, რომ პროცესი დაიწყოს. საქართველოს მსგავსად, სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც განიხილება ეს საკითხი. ჩვენ ამაზე საუბარს გავაგრძელებთ".

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზეც, რაზეც პაოლო ალიმ განაცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში.

ამასთან, "ამერიკის ხმა" აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეორე მოადგილე დევიდ კრამერთან, სადაც საუბარია იმაზე, რომ

მთავრობას სჯერა, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხი შეცდომაში შეიყვანა და შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ ნატოში გაწევრიანება სწრაფად მოხდებოდა. "ამის გამო კი, ქვეყანაში ნატოსთან დაკავშირებით შეიქმნა ილუზია და იმედგაცრუება - აცხადებს დევიდ კრამერი.

კითხვაზე, რამდენად სახიფათოა საქართველოსთვის რუსეთის პოლიტიკის შემუშავების გაჭიანურება, ის პასუხობს, რომ პრობლემა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო. "მაშინ გვქონდა პოლიტიკა, რომელიც რუსეთზე იყო მორგებული. ეს პოლიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე ძალაში დარჩა. ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ეს თითქოს გრძელდება - სახელმწიფო მდივანი ტილერსონი მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ კიევში ან თბილისში მსგავსი ვიზიტები არ ყოფილა. სწორედ აქ შეუძლია კონგრესს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში იმაში დასარწმუნებლად, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ხარჯზე არ მოხდეს" - აცხადებს კრამერი, რომლის თქმითაც, პუტინი თეთრ სახლშია არსებული გაურკვევლობით სარგებლობს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, პუტინს ორი სასურველი სცენარი ჰქონდა – "ერთი ის იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოვიდოდა და რუსეთს სანქციებს მოუხსნიდა. ეს არ მოხდა. მაგრამ მეორე სცენარი მართლდება, - კრემლს იმედი ჰქონდა, რომ ადმინისტრაციას ამერიკის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე მოუწევდა ყურადღების გამახვილება და ეს ასეც ხდება. პუტინი ოპორტუნისტია და ყოველთვის ელოდება შანსს, როცა შეერთებული შტატები ყურადღებას მოადუნებს. ვფიქრობ, მის მოქმედებებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ" – აცხადებს კრამერი.

ამერიკელი პოლიტკოსი აქცენტს აკეთებს მომავალ წელს რუსეთში ჩასატარებელ არჩევნებზე და ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა 2018 წლის მარტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს. ისი აგრეთვე შეეხო, რუსეთის მიერ ასე კარგად ნაცად დეზინფორმაციაზე, თუმცა აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში ინტეგრაციის პროცესი მთავრდება და ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, ის გაცილებით დაცულია, ვიდრე ნატოს გარეშე იქნებოდა.

"ჩემი აზრით, ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მცირე ზომის სააგენტოებს, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვს, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, შეცდომას უშვებენ. რეიტინგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ის არის, რომ საზოგადოებაში შეიქმნას გაურკვევლობა და ადამიანებმა ვერ შეძლონ სანდო ინფორმაციის თავდაპირველი წყაროს დადგენა... უნდა ვაღიაროთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც "სპუტნიკსა" და "რაშა თუდეიში" მუშაობენ ჟურნალისტები არ არიან. ისინი ახალ ამბებს კი არ აშუქებენ, ცრუ ინფორმაციას და პროპაგანდას ავრცელებენ. მე დიდ პატის ვცემ ყველა ჟურნალისტს, მათი ჩათვლით, ვინც ამერიკას მკაცრად აკრიტიკებს. მაგრამ "სპუტნიკისა" და "რაშა თუდეის" თანამშრომლებს ისე არ უნდა მოვექცეთ, როგორც ჟურნალისტებს - ისინი პროპაგანდისტები არიან. ამის გამო, ვფიქრობ ისინი სამთავრობო პრეს-კონფერენციებზე არ უნდა დაუშვან. მაგრამ ამას კრემლის პასუხი მოჰყვება და მოსკოვში ნამდვილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ზომები გატარდება.

"ამერიკის ხმის" მიერ დასმულ კითხვაზე, - რუსეთის მიმართ სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, საქართველო ევროპისკენ ისე აქტიურად არ მიიწევს, კრამერი პასუხობს, რომ საქართველოს ორი დიდი გამოწვევა აქვს. "ერთი - დაძაბავენ თუ არა რუსეთთან ურთიერთობას დასავლეთისკენ უფრო აქტიური სწრაფვით. შესაძლოა, მაგრამ საქართველომ ეს მაინც უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. ნებისმიერი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესია რთული. მაგრამ როცა ეს პროცესი მთავრდება და ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, ის გაცილებით დაცულია, ვიდრე ნატოს გარეშე იქნებოდა.

ამას მეორე გამოწევამდე მივყავართ. მთავრობას სჯერა, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხი შეცდომაში შეიყვანა და შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ ნატოში გაწევრიანება სწრაფად მოხდებოდა. ამის გამო კი ქვეყანაში ნატოსთან დაკავშირებით შეიქმნა ილუზია და იმედგაცრუება. კი, საქართველომ მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ამ ეტაპზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სერიოზული პერსპექტივა არ ჩანს. ვფიქრობ ამ გამოწვევის გადალახვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც მთავრობისთვის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის." – აცხადებს კრამერი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები