პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში, რომელიც დედოფალ ელისაბედის სასახლის მახლობლად მდებარეობს
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში, რომელიც დედოფალ ელისაბედის სასახლის მახლობლად მდებარეობს

"...იმ­დე­ნად მომ­წონ­და ბაღი, ეზო­ში ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი და ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბის მზე­რით ვტკბე­ბო­დი. მე­ზობ­ლად იტა­ლი­ე­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს და ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი სა­რე­ცხს რომ ჰფენ­და, სულ ჩემი ეზოს­კენ იხე­დე­ბო­და. შემ­დეგ თვი­თო­ნაც უა­მა­რა­ვი ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა და მან­ქა­ნით მო­ზი­და" - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ელი­ნა დო­ქერ­თი, რო­მელ­საც ინ­გლის­ში ულა­მა­ზე­სი ბაღი აქვს. იგი თა­ვად გვი­ამ­ბობს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ეს სა­ო­ცა­რი ბაღი შე­ექ­მნა...

- ინ­გლის­ში გავ­თხოვ­დი და უკვე 17 წე­ლია აქ ვცხოვ­რობ. ლონ­დო­ნი­დან 20 წუ­თის სა­ვა­ლი მან­ძი­ლია ჩვენს ქა­ლა­ქამ­დე. ეს გახ­ლავთ ქა­ლა­ქი ჰატფილ­დი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჰარ­ტფორდში­რის საგ­რა­ფო­ში... უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს! ინ­გლი­სის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი პირ­ვე­ლი აქ და­ი­ბა­და და მე­რეც არ­და­დე­გებს ყო­ველ­თვის ამ ქა­ლაქ­ში ატა­რებ­და. დღე­საც დიდი სა­მე­ფო სა­სახ­ლე დგას, დიდი ბა­ღით. სა­სახ­ლე მე-15 სა­უ­კუ­ნე­ში აშენ­და...

- გვი­ამ­ბეთ თქვენს ულა­მა­ზეს ბაღ­ზე, რამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­მნე­ბო­და?

- რო­დე­საც ინ­გლის­ში ჩა­მო­ვე­დი, მა­შინ დრო არ მქონ­და, ბა­ღის მო­წყო­ბა­ზე მე­ფიქ­რა. ჩემს შვი­ლებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ორი წე­ლია და პა­ტა­რე­ბი რომ იყ­ვნენ, მხო­ლოდ მათი მოვ­ლით გახ­ლდით და­კა­ვე­ბუ­ლი... იშ­ვი­ა­თად მზე­სუმ­ზი­რას, ვარდს და ისეთ მცე­ნა­რეს თუ ჩავრგავ­დი ეზო­ში, რაც უფრო ად­ვი­ლია გა­სა­ხა­რებ­ლად... შემ­დეგ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი შე­ვიც­ვა­ლეთ, ამ მხა­რე­ში გად­მო­ვე­დით, სა­დაც ბევრ მე­ზო­ბელს ჰქონ­და ლა­მა­ზი ბაღი... მეც გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, მქო­ნო­და. სახ­ლს დიდი, მაგ­რამ მო­უვ­ლე­ლი ეზო ჰქონ­და. ეს დიდი ეზო სრუ­ლი­ად მარ­ტომ და­ვა­ლა­გე და დავ­ბა­რე. შემ­დეგ ჩემი მე­უღ­ლეც მო­მეხ­მა­რა, ქვე­ბი­ა­ნი მიწა ამოვ­თხა­რეთ და ახა­ლი მიწა შე­ვი­ძი­ნეთ... პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე ვაშ­ლის და ალუბ­ლის ხე დავრგეთ, გვაქვს მსხა­ლი, ტყე­მა­ლიც კი იზ­რდე­ბა კუ­თხე­ში...

- ინ­გლი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლია პარ­კე­ბით...

- დიახ, ნე­ტავ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ასე იყოს! ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ია­ფია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლა ეზო­ში იქ­ნე­ბა... ინ­გლის­ში ყვა­ვი­ლე­ბის თეს­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ია­ფია, ვი­ძენ­დი, ქოთ­ნებ­ში ვთე­სავ­დი და ამო­დი­ო­და ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბი... წინ შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ეზო გვაქვს და იქაც დავ­თე­სე, უკა­ნა ეზო­შიც და ამ­დენ­მა ყვა­ვილ­მა ეზო სა­ოც­რად გა­ა­ლა­მა­ზა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა + იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში, რომელიც დედოფალ ელისაბედის სასახლის მახლობლად მდებარეობს

ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში, რომელიც დედოფალ ელისაბედის სასახლის მახლობლად მდებარეობს

"...იმდენად მომწონდა ბაღი, ეზოში ხშირად ჩამოვდიოდი და ულამაზესი ყვავილების მზერით ვტკბებოდი. მეზობლად იტალიელი ოჯახი ცხოვრობს და ოჯახის დიასახლისი სარეცხს რომ ჰფენდა, სულ ჩემი ეზოსკენ იხედებოდა. შემდეგ თვითონაც უამარავი ქოთნის ყვავილები შეიძინა და მანქანით მოზიდა" - ამბობს ქართველი ქალბატონი ელინა დოქერთი, რომელსაც ინგლისში ულამაზესი ბაღი აქვს. იგი თავად გვიამბობს, როგორ მოახერხა ეს საოცარი ბაღი შეექმნა...

- ინგლისში გავთხოვდი და უკვე 17 წელია აქ ვცხოვრობ. ლონდონიდან 20 წუთის სავალი მანძილია ჩვენს ქალაქამდე. ეს გახლავთ ქალაქი ჰატფილდი დიდი ბრიტანეთის ჰარტფორდშირის საგრაფოში... უძველესი ქალაქია, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს! ინგლისის დედოფალი ელისაბედი პირველი აქ დაიბადა და მერეც არდადეგებს ყოველთვის ამ ქალაქში ატარებდა. დღესაც დიდი სამეფო სასახლე დგას, დიდი ბაღით. სასახლე მე-15 საუკუნეში აშენდა...

- გვიამბეთ თქვენს ულამაზეს ბაღზე, რამდენი წლის განმავლობაში იქმნებოდა?

- როდესაც ინგლისში ჩამოვედი, მაშინ დრო არ მქონდა, ბაღის მოწყობაზე მეფიქრა. ჩემს შვილებს შორის განსხვავება მხოლოდ ორი წელია და პატარები რომ იყვნენ, მხოლოდ მათი მოვლით გახლდით დაკავებული... იშვიათად მზესუმზირას, ვარდს და ისეთ მცენარეს თუ ჩავრგავდი ეზოში, რაც უფრო ადვილია გასახარებლად... შემდეგ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, ამ მხარეში გადმოვედით, სადაც ბევრ მეზობელს ჰქონდა ლამაზი ბაღი... მეც გამიჩნდა სურვილი, მქონოდა. სახლს დიდი, მაგრამ მოუვლელი ეზო ჰქონდა. ეს დიდი ეზო სრულიად მარტომ დავალაგე და დავბარე. შემდეგ ჩემი მეუღლეც მომეხმარა, ქვებიანი მიწა ამოვთხარეთ და ახალი მიწა შევიძინეთ... პირველად რამდენიმე ვაშლის და ალუბლის ხე დავრგეთ, გვაქვს მსხალი, ტყემალიც კი იზრდება კუთხეში...

- ინგლისი გამორჩეულია პარკებით...

- დიახ, ნეტავ საქართველოშიც ასე იყოს! ქოთნის ყვავილები ძალიან იაფია და კარგი იქნება, თუ ყველა ეზოში იქნება... ინგლისში ყვავილების თესლი განსაკუთრებულად იაფია, ვიძენდი, ქოთნებში ვთესავდი და ამოდიოდა ულამაზესი ყვავილები... წინ შედარებით პატარა ეზო გვაქვს და იქაც დავთესე, უკანა ეზოშიც და ამდენმა ყვავილმა ეზო საოცრად გაალამაზა... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს