"გზაში შაქარმა აუწია და როცა ავარია მოხდა, გათიშული იყო" - რას ჰყვება ახლობელი მძღოლის შესახებ, რომელმაც ქუთაისში 11 წლის ბიჭი იმსხვერპლა

"გზაში შაქარმა აუწია და როცა ავარია მოხდა, გათიშული იყო" - რას ჰყვება ახლობელი მძღოლის შესახებ, რომელმაც ქუთაისში 11 წლის ბიჭი იმსხვერპლა

ქუთაისში მომხდარ ავტოავარიას გუშინ 11 წლის ნიკუშა პატარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გელათის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკუშა პატარიძე თამაშობდა, რა დროსაც მათი სახლის ეზოში გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი ავტომობილი შევარდა. ნიკუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ბავშვი დაშავდა და ის კლინიკაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს, ნიკუშა პატარიძის დედა მეოთხე შვილზე მშობიარობდა.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მძღოლი, რომელმაც ნიკუშა პატარიძის სიცოცხლე იმსხვერპლა, ტყიბულის გამგეობის სპორტული კომიტეტის თანამშრომელი გია ქარქაშაძეა. მისი ახლობლების თქმით, გია ქარქაშაძეს დიაბეტი აქვს.

"გიას შაქარი აქვს, ქუთაისისკენ რომ მიდიოდა, შაქარმა აუწია და როცა ავარია მოხდა, გათიშული იყო", - განაცხადა გია ქარქაშაძის ახლობელმა ჩვენთან საუბარში.

AMBEBI.GE ტყიბულის გამგებელს რობინზონ გვენეტაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო რობინზონ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი გამგეობის თანამშრომელს გია ქარქაშაძეს გუშინ ავტოავარია მოუვიდა, რომელსაც პატარა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, მართალია?

- კი, გია ჩვენი თანამშრომელია. საფეხბურთო გუნდის მწვრთნელია, რომელიც ჩვენს ა.ი.პ-ის ეკუთვნის. ავარიის მიზეზი რა გახდა, ზუტად ვერ გეტყვით, ვიცი, რომ გიას აქვს დიაბეტი. მისი მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა, რადგან სტრესშია. სხვას ვერაფერს გეტყვით.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა

უცხოეთიდან საქართველოში კიდევ 89 მოქალაქე დაბრუნდა - საკარანტინო სივრცეებში სულ 5018 ადამიანია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა