პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკულიტერატურის" 5 წლის იუბილე ლისის ტბაზე გამწვანების აქციით - "შენც დარგე!" აღინიშნა
"მაკულიტერატურის" 5 წლის იუბილე ლისის ტბაზე გამწვანების აქციით - "შენც დარგე!" აღინიშნა

ის­ტო­რია 5 წლის წინ და­ი­წყო, როცა ყვე­ლას მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქა­ღალ­დის ნაც­ვლად, ახა­ლი წიგ­ნე­ბი მი­ე­ღო. ასე და­ი­წყო პრო­ექ­ტი "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა", რო­მელ­მაც მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გზა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი შეკ­რა.

დღეს პრო­ექ­ტი იუ­ბი­ლა­რია. 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­კუ­ლი­ტე­რატ­რამ ბუ­ნე­ბას ხე­ე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კას 2000-მდე უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი, მო­სახ­ლე­ო­ბას კი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა აჩუ­ქა.

ხი­ლეთ ვი­დეო

"მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რამ" და­ბა­დე­ბის დღე ბუ­ნე­ბა­ში, ლი­სის ტბა­ზე გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცი­ით "შენც დარ­გე" აღ­ნიშ­ნა. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, უფ­რო­სებ­მა ბავ­შვებ­თან ერ­თად 50 ძირი კი­პა­რო­სის ხე დარ­გეს. დარ­გულ ნერ­გებ­ზე კი ნიშ­ნუ­ლე­ბი წარ­წე­რით - "ჩვე­ნი სა­ხე­ლით დარ­გუ­ლი კი­დევ ერთი ხე" და­ტო­ვეს.

"მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" ქარ­თუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პრო­ექ­ტია. დღეს "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" ხუთი წლის გახ­და და ამ მე­ხუ­თე წლის­თავს ჩვენ იმას ვუ­ძღვნით, რა­საც შე­ვა­ლი­ეთ ეს წლე­ბი - ხე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნას. ძვე­ლი წიგ­ნე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­თა და მათი გა­და­მუ­შა­ვე­ბით მწვა­ნე სა­ფარს დავ­ზო­გავთ. ასე რომ, დღეს ყვე­ლა აქ მო­სუ­ლი რგავს ხეს იმის­თვის, რომ არ მო­იჭ­რას ხე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და "მე­დი­ა­სახლ პა­ლიტ­რას" კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტყე ყო­ველ­წლი­უ­რად 55.5 მი­ლი­ონ ტონა ჟანგბადს გა­მო­ყოფს. ხე­ე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია დე­და­მი­წის ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. თბი­ლის­ში მწვა­ნე სა­ფა­რის ნაკ­ლე­ბო­ბა და ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა ერთ-ერთი მწვა­ვე პრობ­ლე­მაა. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" ში­ნა­არ­სი და მი­ზა­ნი.

ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხე­ე­ბი "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რამ", თა­ვის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­სა" და "ბიბ­ლუს­თან" ერ­თად დარ­გო. პრო­ექ­ტი მო­მა­ვალ­ში სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თვა­საც გეგ­მავს. კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ კი, შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ხე­ე­ბი და­ირ­გვე­ბა.

ეკა მე­ლი­ქი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"მაკულიტერატურის" 5 წლის იუბილე ლისის ტბაზე გამწვანების აქციით - "შენც დარგე!" აღინიშნა

"მაკულიტერატურის" 5 წლის იუბილე ლისის ტბაზე გამწვანების აქციით - "შენც დარგე!" აღინიშნა

ისტორია 5 წლის წინ დაიწყო, როცა ყველას მიეცა შესაძლებლობა მოძველებული წიგნებისა და გამოყენებული ქაღალდის ნაცვლად, ახალი წიგნები მიეღო. ასე დაიწყო პროექტი "მაკულიტერატურა", რომელმაც მაკულატურის ჩაბარების, გარემოს დაცვისა და კითხვის პოპულარიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი რგოლი შეკრა.

დღეს პროექტი იუბილარია. 5 წლის განმავლობაში მაკულიტერატრამ ბუნებას ხეები, ეროვნული ბიბლიოთეკას 2000-მდე უნიკალური წიგნი, მოსახლეობას კი განახლებული ბიბლიოთეკა აჩუქა.

ხილეთ ვიდეო

"მაკულიტერატურამ" დაბადების დღე ბუნებაში, ლისის ტბაზე გამწვანების აქციით "შენც დარგე" აღნიშნა. აქციის ფარგლებში, უფროსებმა ბავშვებთან ერთად 50 ძირი კიპაროსის ხე დარგეს. დარგულ ნერგებზე კი ნიშნულები წარწერით - "ჩვენი სახელით დარგული კიდევ ერთი ხე" დატოვეს.

"მაკულიტერატურა" ქართული და სოციალურად ძალიან აქტიური პროექტია. დღეს "მაკულიტერატურა" ხუთი წლის გახდა და ამ მეხუთე წლისთავს ჩვენ იმას ვუძღვნით, რასაც შევალიეთ ეს წლები - ხეების გადარჩენას. ძველი წიგნების ჩაბარებითა და მათი გადამუშავებით მწვანე საფარს დავზოგავთ. ასე რომ, დღეს ყველა აქ მოსული რგავს ხეს იმისთვის, რომ არ მოიჭრას ხეები", - განაცხადა "მედიასახლ პალიტრას" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

დედამიწის ზედაპირზე არსებული ტყე ყოველწლიურად 55.5 მილიონ ტონა ჟანგბადს გამოყოფს. ხეები პირდაპირ კავშირშია დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. თბილისში მწვანე საფარის ნაკლებობა და ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარეობს "მაკულიტერატურის" შინაარსი და მიზანი.

ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები "მაკულიტერატურამ", თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან "საქართველოს რკინიგზასა" და "ბიბლუსთან" ერთად დარგო. პროექტი მომავალში სხვა ორგანიზაციების ჩართვასაც გეგმავს. კომპანიების მიერ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ კი, შესაბამისი რაოდენობის ხეები დაირგვება.

ეკა მელიქიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი