საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა

რო­გორც კი იმ ადა­მი­ანს, ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი მო­ტი­ვა­ცია არ აქვს, ოჯა­ხი შე­ეც­დე­ბა უმაღ­ლეს­ში უკ­რას თავი, რა თქმა უნდა, რე­პე­ტი­ტო­რიც დას­ჭირ­დე­ბა და ათა­სო­ბით ლა­რის და­ხარ­ჯვაც, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

ჯე­ჯე­ლა­ვა გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებს, რომ­ლის თა­ნახ­მად, 11 ათას­მა სკო­ლის მოს­წავ­ლემ გა­მოც­დე­ბი ვერ ჩა­ა­ბა­რა.

"შე­დე­გე­ბი წინა წლის შე­დე­გე­ბის­გან არ გან­სხვავ­დე­ბა, ესე­ნი არი­ან ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­მაც არ გა­მო­ი­ჩი­ნეს დიდი მო­ტი­ვა­ცია სწავ­ლის, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გერ­მა­ნი­ა­ში სრულ 12-კლა­სი­ან ატეს­ტატს მოს­წავ­ლე­ე­ბის 30% იღებს, ჩვენ­თან კი 80%-ზე მეტი. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, რომ ხე­ლო­ბა­ზე გა­ა­კე­თონ აქ­ცენ­ტი, და­წყე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბევ­რი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ძა­ლი­ან კარ­გი შან­სია მათ­თვის, რომ უმოკ­ლე­სი გზით მოხ­ვდნენ შრო­მით ბა­ზარ­ზე და ღირ­სე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, უკავ­ში­რებ­და თუ არა ის ამ ყვე­ლა­ფერს თუნ­დაც იმას, რომ მოს­წავ­ლე­ებს რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, ჯე­ჯე­ლა­ვამ უპა­სუ­ხა, რომ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის სა­კი­თხე­ბი ელე­მენ­ტა­რუ­ლი იყო და მოს­წავ­ლემ ცოტა მა­ინც თუ ის­წავ­ლა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ა­ბა­რებ­და.

"რო­გორც კი იმ ადა­მი­ანს, ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი მო­ტი­ვა­ცია არ აქვს, ოჯა­ხი შე­ეც­დე­ბა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უმაღ­ლეს­ში უკ­რას თავი, რა თქმა უნდა, რე­პე­ტი­ტო­რიც დას­ჭირ­დე­ბა და ათა­სო­ბით ლა­რის და­ხარ­ჯვაც, ამ ხალ­ხმა უნდა მო­ინ­დო­მოს. ალ­ბათ ნა­ნა­ხი გაქვთ სა­გა­მოც­დო სა­კი­თხე­ბი - უე­ლე­მენ­ტა­რუ­ლე­სია. ცოტა მა­ინც თუ ის­წავ­ლა, ყვე­ლა აბა­რებს", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა

რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა

როგორც კი იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი მოტივაცია არ აქვს, ოჯახი შეეცდება უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ჯეჯელავა გამოეხმაურა საატესტატო გამოცდების შედეგებს, რომლის თანახმად, 11 ათასმა სკოლის მოსწავლემ გამოცდები ვერ ჩააბარა.

"შედეგები წინა წლის შედეგებისგან არ განსხვავდება, ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც არ გამოიჩინეს დიდი მოტივაცია სწავლის, მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში სრულ 12-კლასიან ატესტატს მოსწავლეების 30% იღებს, ჩვენთან კი 80%-ზე მეტი. მოვუწოდებთ ყველას, რომ ხელობაზე გააკეთონ აქცენტი, დაწყებული კომპიუტერული მეცნიერებებიდან, დამთავრებული ბევრი სხვა მიმართულებით. ეს ძალიან კარგი შანსია მათთვის, რომ უმოკლესი გზით მოხვდნენ შრომით ბაზარზე და ღირსეული პროფესიული ცხოვრება ჰქონდეთ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირებდა თუ არა ის ამ ყველაფერს თუნდაც იმას, რომ მოსწავლეებს რეპეტიტორებთან მისვლის საშუალება არ აქვთ, ჯეჯელავამ უპასუხა, რომ საატესტატო გამოცდების საკითხები ელემენტარული იყო და მოსწავლემ ცოტა მაინც თუ ისწავლა, აუცილებლად ჩააბარებდა.

"როგორც კი იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი მოტივაცია არ აქვს, ოჯახი შეეცდება, რომ აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც, ამ ხალხმა უნდა მოინდომოს. ალბათ ნანახი გაქვთ საგამოცდო საკითხები - უელემენტარულესია. ცოტა მაინც თუ ისწავლა, ყველა აბარებს", - განაცხადა ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი