პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის სფეროს პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მოდერნიზებაც მოხდება
თავდაცვის სფეროს პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მოდერნიზებაც მოხდება

ვგეგ­მავთ რამ­დე­ნი­მე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­დერ­ნი­ზე­ბას, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა ან­ტი­სა­ტან­კო სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ასე­ვე ან­ტი­სა­ჰა­ე­რო სის­ტე­მა და ავი­ა­ცი­ის მო­დერ­ნი­ზე­ბა, არ­ტი­ლე­რი­ის ნატო-ს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვა და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­დაზ­ვერ­ვო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

"ამ კონ­ტექ­სტში სწო­რედ პირ­ვე­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ენი­ჭე­ბა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბით პა­კეტს, რო­მე­ლიც უელ­სის სა­მიტ­ზე იქნა მი­ღე­ბუ­ლი და ით­ვა­ლის­წი­ნებს 15 მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბას. მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და ალი­ან­სის წევრ ქვეყ­ნებს დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მელ­საც თქვენ ამ პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ იჩენთ, რაც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი თავ­სე­ბა­დო­ბი­სა ნატო-სთან და ჩვე­ნი გა­რან­ტი იმი­სა, რომ მალე გავ­ხდეთ ნატო-ს წევ­რი ქვე­ყა­ნა", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა ნატო-ს პირ­ვე­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში - ეს არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მზად­ყოფ­ნის პროგ­რა­მა.

"ეს არის ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც კი გვქო­ნია დღემ­დე ჩვენს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რეს­თან, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათა­სო­ბით ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის გაწ­ვრთნას, მაქ­სი­მა­ლუ­რი ნატო-ს სტან­დარ­ტე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის აღ­ჭურ­ვას ნატო-ს ადეკ­ვა­ტუ­რი ტექ­ნი­კით და ჩვენ უკვე წელს ვგეგ­მავთ ერ­თობ­ლი­ვად ავა­შე­ნოთ საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრი, ანუ შევ­ქმნათ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იქ­ნე­ბა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი შე­ფა­სე­ბი­სა და წვრთნე­ბის ფარ­გლებ­ში, რაც კი­დევ ერთხელ მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მო­ვახ­დი­ნოთ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის სინ­ქრო­ნი­ზე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

ამას­თან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ნატო-ს მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, რომ ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი იყოს ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 2%.

"ჩვენ ამ მო­თხოვ­ნას ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, თუმ­ცა მინ­და ვთქვა, რომ ჩვენ­თვის, ალ­ბათ, ეს პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფრო დიდი უნდა იყოს, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მემ­კვიდ­რე­ო­ბით გვერ­გო ძვე­ლი საბ­ჭო­თა ტექ­ნი­კა, რო­მელ­საც უფრო მე­ტად სჭირ­დე­ბა გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, ეს კი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად თან­ხებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 2%-ზე მეტი იყოს თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი. რო­დე­საც ფი­ნან­სებ­ზე ვსა­უბ­რობ, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი ნატო-ს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი გახ­ლავთ ის, რომ სა­ერ­თო თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტის 20% იყოს აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი. ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგით. თუ უწინ თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტის მხო­ლოდ 2% იყო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, დღეს ამა წლის ბი­უ­ჯე­ტით ეს არის 6%, ანუ 3-ჯერ მეტი გახ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნაა და ეს გან­სა­ზღვრუ­ლია ჩვე­ნი თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მო­ხილ­ვის დო­კუ­მენ­ტით, რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ ნატო-ს სტან­დარტს სწო­რედ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა 20%-იანი ნიშ­ნუ­ლი გავ­ხა­დოთ", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თავდაცვის სფეროს პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მოდერნიზებაც მოხდება

თავდაცვის სფეროს პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მოდერნიზებაც მოხდება

ვგეგმავთ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მოდერნიზებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება ანტისატანკო სისტემის ჩამოყალიბება, ასევე ანტისაჰაერო სისტემა და ავიაციის მოდერნიზება, არტილერიის ნატო-ს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა და ბუნებრივია, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება.

"ამ კონტექსტში სწორედ პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული და ითვალისწინებს 15 მიმართულებით აქტიურობას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ალიანსის წევრ ქვეყნებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ამ პრაქტიკული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს მიმართ იჩენთ, რაც არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენი თავსებადობისა ნატო-სთან და ჩვენი გარანტი იმისა, რომ მალე გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა", - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამა ნატო-ს პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.

"ეს არის ყველაზე ამბიციური პროგრამა, რომელიც კი გვქონია დღემდე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომელიც ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში ათასობით ჩვენი შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების გაწვრთნას, მაქსიმალური ნატო-ს სტანდარტების უზრუნველყოფით, ასევე ითვალისწინებს ამ ბატალიონების აღჭურვას ნატო-ს ადეკვატური ტექნიკით და ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ ერთობლივად ავაშენოთ საბრძოლო მომზადების ცენტრი, ანუ შევქმნათ ინფრასტრუქტურა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ინფრასტრუქტურა იქნება ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასებისა და წვრთნების ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას მოვახდინოთ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების სინქრონიზება", - განაცხადა იზორიამ.

ამასთან, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ს მთავარი მოთხოვნაა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%.

"ჩვენ ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, ალბათ, ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო დიდი უნდა იყოს, იქედან გამომდინარე, რომ მემკვიდრეობით გვერგო ძველი საბჭოთა ტექნიკა, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება გადაიარაღება, ეს კი მნიშვნელოვანწილად თანხებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი. როდესაც ფინანსებზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ნატო-ს მიერ განსაზღვრული გახლავთ ის, რომ საერთო თავდაცვის ბიუჯეტის 20% იყოს აღჭურვილობაზე მიმართული. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. თუ უწინ თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2% იყო აღჭურვილობისთვის გათვალისწინებული, დღეს ამა წლის ბიუჯეტით ეს არის 6%, ანუ 3-ჯერ მეტი გახდა, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა და ეს განსაზღვრულია ჩვენი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით, რომ მივუახლოვდეთ ნატო-ს სტანდარტს სწორედ 3 წლის განმავლობაში და აღჭურვილობის დაფინანსება 20%-იანი ნიშნული გავხადოთ", - განაცხადა იზორიამ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე