პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან იზორია - ნებისმიერი, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს
ლევან იზორია - ნებისმიერი, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს

ნე­ბის­მი­ერს, ვი­საც კი გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­რი­გი აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, უნდა და­ფიქ­რდეს, თუ რა დიდ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო აგ­რე­სორს, თა­ვი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტოს ასამ­ბლე­ის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ლე­ვან იზო­რი­ამ თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ფორ­მე­ბი ნატო-ს ბოლო ორ სა­მიტ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ჩვენ რო­დე­საც 2016 წლის აგ­ვის­ტო­დან და­ვი­წყეთ რე­ფორ­მე­ბი, პირ­ველ რიგ­ში მო­ვახ­დი­ნეთ ნატო-ს ბოლო ორ სა­მიტ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ჩვე­ნი რე­ფორ­მე­ბი ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ჩვენ ოთხი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ვსა­ზღვრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­დაც­ვის რე­ფორ­მე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­კა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კი­სა და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბის მხრივ, ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და ოპ­ტი­მი­ზა­ცია ჩვე­ნი თავ­დაც­ვის სტრუქ­ტუ­რის ფარ­გლებ­ში. ეს იყო მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სიც. მოგ­ვი­წია 2 ათა­სი თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამის მი­ზა­ნი გახ­ლდათ თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა იმ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, რაც ჩვენს საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნას გა­აძ­ლი­ე­რებ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას უფრო ძლი­ერს გახ­დი­და. ამის შე­დე­გად ჩვენ დავ­ზო­გეთ მი­ლი­ო­ნო­ბით თან­ხა და მივ­მარ­თეთ დიდ­წი­ლად თავ­დაც­ვი­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­კენ და ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნის­კენ", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ზა­ნია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს საფრ­თხე­ებ­თან უფრო ადაპ­ტი­რე­ბა­დი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი.

"ჩვენ ასე­ვე მთა­ვარ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ სწო­რედ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის ფარ­გლებ­ში და უელ­სის სა­მიტ­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის გეგ­მის ფარ­გლებ­ში, ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ისე­თი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და საფრ­თხე­ებ­თან უფრო ადაპ­ტი­რე­ბა­დი, მოქ­ნი­ლი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და თვითმყო­ფა­დი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მი­ვაღ­წი­ოთ შე­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მზად­ყოფ­ნის ისეთ დო­ნეს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­კა­ვე­ბის ფაქ­ტო­რი პო­ტენ­ცი­უ­რი აგ­რე­სო­რის­თვის მო­მა­ვალ­ში. ნე­ბის­მი­ე­რი, ვი­საც კი გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­რი­გი აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, უნდა და­ფიქ­რდეს, თუ რა დიდ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო აგ­რე­სორს, თა­ვი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ლევან იზორია - ნებისმიერი, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს

ლევან იზორია - ნებისმიერი, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს

ნებისმიერს, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს მორიგი აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს, თავისი საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები ნატო-ს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე ხორციელდება.

"ჩვენ როდესაც 2016 წლის აგვისტოდან დავიწყეთ რეფორმები, პირველ რიგში მოვახდინეთ ნატო-ს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და ჩვენი რეფორმები ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფარგლებში განვახორციელეთ. ჩვენ ოთხი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში განვსაზღვრეთ საქართველოში თავდაცვის რეფორმების პრიორიტეტები. განახლებული შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მხრივ, ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია ჩვენი თავდაცვის სტრუქტურის ფარგლებში. ეს იყო მტკივნეული პროცესიც. მოგვიწია 2 ათასი თანამშრომლის გათავისუფლება. ამის მიზანი გახლდათ თანხების მობილიზება იმ პრიორიტეტული პროექტების განხორციელებისთვის, რაც ჩვენს საბრძოლო მზადყოფნას გააძლიერებდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უფრო ძლიერს გახდიდა. ამის შედეგად ჩვენ დავზოგეთ მილიონობით თანხა და მივმართეთ დიდწილად თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობისკენ და ასევე აღჭურვილობის შეძენისკენ", - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია ჩამოაყალიბოს საფრთხეებთან უფრო ადაპტირებადი შეიარაღებული ძალები.

"ჩვენ ასევე მთავარ მიზნად დავისახეთ სწორედ საბრძოლო მზადყოფნის ფარგლებში და უელსის სამიტზე გაჟღერებული საბრძოლო მომზადების გეგმის ფარგლებში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ისეთი სტრუქტურული ორგანიზაცია, რომელიც იქნებოდა საფრთხეებთან უფრო ადაპტირებადი, მოქნილი, დაბალანსებული და თვითმყოფადი. ჩვენი მთავარი მიზანია მივაღწიოთ შეარაღებული ძალების მზადყოფნის ისეთ დონეს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი შეკავების ფაქტორი პოტენციური აგრესორისთვის მომავალში. ნებისმიერი, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს მორიგი აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს, თავისი საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."