პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი დიასპორის წარმომადგენლებს - მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც
პატრიარქი დიასპორის წარმომადგენლებს - მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც

მო­გი­წო­დებთ, იყა­ვით იქ, სა­დაც ბრძან­დე­ბით, მაგ­რამ ამა­ვე დროს იყა­ვით სამ­შობ­ლო­შიც, - ასე მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დი­ას­პო­რის ფო­რუმ­ზე შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

უწ­მინ­დეს­მა გა­მო­ხა­ტა სი­ხა­რუ­ლი იმის გამო, რომ ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სამ­შობ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე მო­გი­წო­დებ­დით, რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით სამ­შობ­ლო­ში. ახლა მო­გი­წო­დებთ – იყა­ვით იქ, სა­დაც ბრძან­დე­ბით. მაგ­რამ ამა­ვე დროს, იყა­ვით სამ­შობ­ლო­ში. ეს სა­ჭი­როა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მე მინ­და, მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ იმ სუ­ლი­ე­რი თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის, რა­საც სამ­შობ­ლოს­თვის აკე­თებთ. თქვენ უნდა დაგ­ვეხ­მა­როთ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის შექ­მნა­ში. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც მოღ­ვა­წე­ო­ბენ და ცხოვ­რო­ბენ უცხო­ეთ­ში, არ და­ი­ვი­წყონ ქარ­თუ­ლი ენა, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა. ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იქ­მნა უცხო­ეთ­ში, გახ­და ცენ­ტრე­ბი ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა, შე­იქ­მნა წრე­ე­ბი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის, სიმ­ღე­რის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღოთ თქვენ", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა და დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს თხო­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ.

"შე­იძ­ლე­ბა თქვენ ცხოვ­რობთ უცხო­ეთ­ში, მაგ­რამ ამა­ვე დროს უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ძვლე­ბი, ფეს­ვე­ბი არის აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს არ უნდა და­ი­ვი­წყოთ. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, მად­ლო­ბე­ლი ვართ იმის­თვის, რა­საც სამ­შობ­ლოს­თვის აკე­თებთ. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ გამ­თლი­ან­დეს სა­ქარ­თვე­ლო, აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო და­ვიბ­რუ­ნოთ", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom

პატრიარქი დიასპორის წარმომადგენლებს - მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც

პატრიარქი დიასპორის წარმომადგენლებს - მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც

მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას.

უწმინდესმა გამოხატა სიხარული იმის გამო, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები სამშობლოში იმყოფებიან.

"რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ – იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის. მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა. ეკლესია-მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში, გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი, ქართული კულტურისა, შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ", - ბრძანა უწმინდესმა და დიასპორის წარმომადგენლებს თხოვა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

"შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ", - ბრძანა უწმინდესმა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი